არგენტინასთან, ურუგვაისა და ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გაფორმდება

არგენტინასთან, ურუგვაისა და ჩილესთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გაფორმდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ ამერიკის სამ ქვეყანას: არგენტინას, ურუგვაისა და ჩილეს ეწვევა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიზიტი დღეს დაიწყება და 26 ივნისს დასრულდება.

"რეგიონალური ტურნეს ფარლებში, ყურადღება გამახვილდება ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობაზე. როგორც ცნობილია, ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის რეგიონი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია, როგორც რეგიონში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისკენ, ისე პოლიტიკური, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისკენ", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

ტურნეს ფარგლებში პირველი ვიზიტი შედგება არგენტინაში, კერძოდ, ბუენოს-აირესში. თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს ამადო ბუდუს და საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრ ექტორ ტიმერს.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებათა პაკეტს: "საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ". ასევე, არგენტინაში ხელი მოეწერება შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ეკონომიკის საბაჟო და საგადასახადო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

24 ივნისს, თამარ ბერუჩაშვილი ურუგვაის ეწვევა, სადაც შეხვდება ურუგვაის ვიცე-პრეზიდეტნ რაულ სენდიკს, ასევე ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრ ნინ ნოვოას. ამ ვიზიტის დროს ასევე გაფორმდება შეთანხმება ურუგვაისა და საქართველოს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოვლის შესახებ.

რაც შეეხება ჩილეს, ჩილეში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება კოლეგას, ერალდო მუნიოს და შეხევდრა გაიმართება ჩილეს ეროვნულ კონგრესში. ასევე, ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია