"საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა", - ამის შესახებ Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციამ
Biletebi.Ge-ს ადმინისტრაციაში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა. ადმინისტრაციის განცხადებით, პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ და ეცდებიან საიტი მალე ჩაირთოს.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, ფილტრი მაინც დავაყენოთ და ნაწილ ნაწილ შევუშვათ ხალხი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ვებ-გვერდის ერთერთმა დამფუძნებელმა. თუ როდის ჩაირთვება საიტი, ამის შესახებ ადმინისტრაციაში დაზუსტებით საუბარი უჭირთ.
ვებ-გვერდის ადმინისტრაციის განცხადებით, იმ პრობლემების შესახებ, რაც სუპერთასის ბილეთების გაყიდვისას შეიქმნებოდა UEFA-დან გაფრთხილებული იყვნენ.
"წამში მოდის 10 ათასზე მეტი ტრანზაქცია, ამას "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებს მხოლოდ", - განუცხადა ერთერთმა დამფუძნებელმა "რუსთავი 2"-ს.
კითხვაზე მომზადებული იყო, თუ არა ვებ-გვერდი სუპერთასის ბილეთების გასაყიდად, "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, რომ ახალი სისტემა დააყენეს და მზად იყვნენ ნებისმიერი რაოდენობის მომხმარებელთა მომსახურებისთვის.
წყარო| რუსთავი 2