პაკისტანში ძლიერი სიცხის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ძლიერი სიცხის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში ძლიერი სიცხის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "ევრონიუსის" ცნობით, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა სამხრეთით მდებარე სინდის პროვინციაში დაფიქსირდა. პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ქალაქ კარაჩიშია, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურამ 45 გრადუსს გადააჭარბა.

როგორც კარაჩის საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, გარდაცვლილთა უმრავლესობა ასაკოვანია. პაკისტანის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი სიცხე და მშრალი ამინდი დღესაც შენარჩუნდება, ხვალიდან კი ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. პაკისტანში 45 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა ბოლოს 1979 წელს დაფიქსირდა. წელს, ძლიერი სიცხის შედეგად დაახლოებით 1700 ადამიანი დაიღუპა პაკისტანის მეზობელ ინდოეთშიც.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა