ქართველმა ტანმოვარჯიშემ, სალომე ფაჟავამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სალომე ფაჟავა მაყურებლის წინაშე ორიგინალური ნომრით წარდგა. მან ჯგუფ "ბანის" "რაჭული" მუსიკის ფონზე ქართული ცეკვის ილეთებით გაფორმებული ნომერი წარმოადგინა.
ევროპული თამაშები - 2015 ბაქოში 12-28 ივნისს იმართება. მასში 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან 6 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს. ევროპული თამაშები სპორტის 20 სახეობაში ტარდება.