საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა
გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ცი­ხე­ში მჯდო­მი გიგი უგუ­ლა­ვა არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად არ გა­ნიც­დის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, - ამის შე­სა­ხებ "იმე­დის კვი­რის" ეთერ­ში გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"მინ­და, ობიქ­ტუ­რი ვიყო და არც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ვაბ­რა­ლო. ამ სტი­ქი­ის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი იყო ბუ­ნე­ბის რის­ხვა და რო­გორც შე­ეძ­ლოთ, ისე გა­უმკლავ­დნენ. ჩვენ ხომ და­ვი­ნა­ხეთ, რომ არა­ფე­რი და­უკ­ლი­ათ? ძველ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხე­ლის გაშ­ვე­რაც არ შე­იძ­ლე­ბა. კი, რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს რომ აზრს არ ეკი­თხე­ბოდ­ნენ, ყვე­ლამ ვი­ცით, მაგ­რამ დღე­ვან­დელ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არც ერ­თის­კენ და არც მე­ო­რის­კენ არ მინ­და, ხელი გა­ვიშ­ვი­რო. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც გვაკ­ლია, ეს არის ერ­თო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი და ერ­თად გამ­კლა­ვე­ბა არა მარ­ტო ბუ­ნე­ბის, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი სტი­ქი­ე­ბის წი­ნა­შეც. ასე რომ, ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, ხელს ნუ გა­ვიშ­ვერთ ერ­თმა­ნე­თის­კენ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ნი ერ­თად გან­ვიც­დით ამას. თუნ­დაც ცი­ხე­ში მჯდო­მი გიგი უგუ­ლა­ვაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვის­ზე ნაკ­ლე­ბად გა­ნიც­დის, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ძვე­ლი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გან­ვიც­დით და ერ­თმა­ნე­თის­კენ ხე­ლის გაშ­ვე­რა არ უნდა ხდე­ბო­დეს", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სტი­ქი­ის დროს ადეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცა და არ ჰგო­ნია, რომ იგი­ვე რე­სურ­სე­ბით სხვა ნე­ბის­მი­ერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უფრო მეტი გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: იმ ღა­მეს ვი­ყა­ვით ზო­ო­პარკში და ძა­ლი­ან დიდ წყალ­დი­დო­ბას ვებ­რძო­დით - უც­ნო­ბი კრი­ტი­კო­სებს პა­სუ­ხობს

გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

გია გაჩეჩილაძე - დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა

დარწმუნებული ვარ, ციხეში მჯდომი გიგი უგულავა არავისზე ნაკლებად არ განიცდის, რაც საქართველოში მოხდა, - ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

"მინდა, ობიქტური ვიყო და არც წინა ხელისუფლებას დავაბრალო. ამ სტიქიის ერთადერთი მიზეზი იყო ბუნების რისხვა და როგორც შეეძლოთ, ისე გაუმკლავდნენ. ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ არაფერი დაუკლიათ? ძველ ხელისუფლებაზე ხელის გაშვერაც არ შეიძლება. კი, რაღაც მომენტებში პროფესიონალებს რომ აზრს არ ეკითხებოდნენ, ყველამ ვიცით, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში არც ერთისკენ და არც მეორისკენ არ მინდა, ხელი გავიშვირო. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად რაც გვაკლია, ეს არის ერთობა, სიყვარული და ერთად გამკლავება არა მარტო ბუნების, არამედ პოლიტიკური სტიქიების წინაშეც. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება, ხელს ნუ გავიშვერთ ერთმანეთისკენ. დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად განვიცდით ამას. თუნდაც ციხეში მჯდომი გიგი უგულავაც, დარწმუნებული ვარ, არავისზე ნაკლებად განიცდის, რაც საქართველოში მოხდა. ხელისუფლებაც, ძველი ოპოზიციის წარმომადგენლებიც განვიცდით და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა არ უნდა ხდებოდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება სტიქიის დროს ადეკვატურად მოიქცა და არ ჰგონია, რომ იგივე რესურსებით სხვა ნებისმიერ ხელისუფლებას უფრო მეტი გაეკეთებინა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: იმ ღამეს ვიყავით ზოოპარკში და ძალიან დიდ წყალდიდობას ვებრძოდით - უცნობი კრიტიკოსებს პასუხობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."