სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ამ დღეებმა გვაუწყა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა
ილია მეორე - ამ დღეებმა გვაუწყა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს კრწა­ნი­სის პარკში 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი და ბავ­შვე­ბი და­ლო­ცა. პატ­რი­არ­ქმა მათ სი­ტყვი­თაც მი­მარ­თა.

რო­გორც ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მო­უვ­ლია მძი­მე დღე­ე­ბი. "ის­ტო­რია გვე­უბ­ნე­ბა ჩვენ, რომ მძი­მე დღე­ე­ბი ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუნ­დაც ჯა­ლალ ედ დი­ნის შე­მო­სე­ვის დროს, რო­დე­საც აა­ოხ­რეს თბი­ლი­სი, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არ გა­უ­ტე­ხია მტერ­საც. მტერს უნ­დო­და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა, მაგ­რამ ეს ვერ შეძ­ლო", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც მოხ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია და­იძ­ლი­ოს შრო­მით და ერ­თო­ბით. "ამ დღე­ებ­მა გვა­უ­წყეს ჩვენ, რომ ძალა მარ­თლაც ერ­თო­ბა­ში ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, ის მად­ლო­ბე­ლია უფ­ლის, რომ ქარ­თველ ერს ერ­თად ყოფ­ნის ძალა მის­ცა და უფალ­მა აკურ­თხა ჩვე­ნი ერი. პატ­რი­არ­ქმა და­ლო­ცა კრწა­ნი­სის პარკში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. "არ შე­გე­შინ­დეთ, ჩვენ­თან არს ღმერ­თი!", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღეს­ვე სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ზეთი აცხეს და სა­ჩუქ­რად ხა­ტე­ბი და ჯვრე­ბი გა­დას­ცეს. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ასე­ვე გა­და­ე­ცათ სხვა­დას­ხვა სა­ხის ტკბი­ლე­უ­ლი.

კრწა­ნი­სის პარკში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­რე­ბუ­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლის და სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ვი­თი­ან­ნის" ორ­გა­ნი­ზე­ბით თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სა და მათი ბავ­შვე­ბის­თვის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­ე­წყო. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრო საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ალი­ბე­გაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ილია მეორე - ამ დღეებმა გვაუწყა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა

ილია მეორე - ამ დღეებმა გვაუწყა, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს კრწანისის პარკში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები და ბავშვები დალოცა. პატრიარქმა მათ სიტყვითაც მიმართა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, საქართველოს გამოუვლია მძიმე დღეები. "ისტორია გვეუბნება ჩვენ, რომ მძიმე დღეები ყოფილა საქართველოში, თუნდაც ჯალალ ედ დინის შემოსევის დროს, როდესაც ააოხრეს თბილისი, ქართველი ხალხი არ გაუტეხია მტერსაც. მტერს უნდოდა ქართველი ადამიანის ხერხემალში გადატეხა, მაგრამ ეს ვერ შეძლო", - აღნიშნა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ბუნებრივი მოვლენა, რომელიც მოხდა, შესაძლებელია დაიძლიოს შრომით და ერთობით. "ამ დღეებმა გვაუწყეს ჩვენ, რომ ძალა მართლაც ერთობაში ყოფილა", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ის მადლობელია უფლის, რომ ქართველ ერს ერთად ყოფნის ძალა მისცა და უფალმა აკურთხა ჩვენი ერი. პატრიარქმა დალოცა კრწანისის პარკში მყოფი ადამიანები და სრულიად საქართველო. "არ შეგეშინდეთ, ჩვენთან არს ღმერთი!", - ბრძანა პატრიარქმა.

დღესვე სტიქიით დაზარალებულებს სასულიერო პირებმა ზეთი აცხეს და საჩუქრად ხატები და ჯვრები გადასცეს. დაზარალებულებს ასევე გადაეცათ სხვადასხვა სახის ტკბილეული.

კრწანისის პარკში მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ორგანიზებით თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და მათი ბავშვებისთვის მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მოეწყო. ღონისძიებას დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია