თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული უბნები მოინახულა და განაცხადა, რომ "ნატოს" პრინციპით ცხოვრობს:
"ზოოპარკი, მზიური, სვანიძის ქუჩა, წყნეთის ქუჩა, ვერეს ხეობა, დღეს სოფელ დიღომში ვიყავით კიდევ, მარნეულის ბაზაზე გუშინ მოსულმა სტიქიამ მორიგ ჯერზე დაგვაზარალა. უმძიმესია ეს ყველაფერი, დაუჯერებელიც კი, ხანდახან სიზმარში მგონია თავი, მგონია ჩემს ლამაზ და კოპწია ქალაქში ეს არ მოხდებოდა. დაკარგული სიცოცხლეები, გამქრალი სახლები, განადგურებული ტყე, წალეკილი გზები და ინფრასტრუქტურა....
კიდევ რა უნდა დაგვემართოს რომ ნიშნისმოგებით არ ველაპარაკოთ ერთმანეთს და მოგვარებაზე, გამოსავალზე ვიფიქროთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ და დრო არ ვკარგოთ ფუჭად ბოროტი ამბების მოგონებაში, ჭორაობაში, სიცრუეში....
ვცდილობ არ გამოვეხმაურო, არ შევეპასუხო, ხანდახან მიჭირს და ბოდიშს ვიხდი.
მინდა ყველამ კარგად დაიმახსოვროთ მე ნატოს პრინციპით ვცხოვრობ, ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა.
შესაბამისად ჩვენს ჯარისკაცებზე თავდასხმა ყოველ ჩვენგანზე თავდასხმაა" - წერს ხიდაშელი.