"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი ასაკოვანი მამაკაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თბილისში სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს საკუთარი შრომით ნაშოვნ ფულს უნაწილებდა:
"მას მინდა რომ იცნობდეთ და ესალმებოდეთ, როცა ჭავჭავაძეზე თბილისის მარშუტების ახალ სადგურთან გვერდს გაუვლით.
როდესაც ამ ადამიანის ცრემლები დავინახე, მივხვდი, თუ როგორ უნდოდა თუნდაც 50 თეთრი შემოეწირა ჩვენთვის. რაც უფრო უმძაფრდებოდა სურვილი, მით უფრო მატულობდა ცრემლის ნაკადი უპეებში. შემდეგ ერთმა ქალბატონმა მისგან მისივე ხელით გაკეთებული ნაკეთობა შეიძინა და თვალებანთებული მოხუცი ჩვენსკენ გამოეშურა, ძლივს გაყიდულ ნივთში აღებული ფული სრულად გადმოგვცა და დაგვლოცა. თბილისელმა, ძალიან მაგარმა ადამიანმა, რომელიც თბილისში ბრუნდებოდა ქუთაისიდან, ეს დაინახა, მივიდა და ისევ შეიძინა მისგან ნაკეთობა. ფულიც გადასცა, მაგრამ მოხუცმა ისიც ყულაბაში ჩააგდო.
გვიცქერდა და მაინც ვერ ძღებოდა, რაღაც აკლდა გულს. რამდენიმე ხანში დავინახე, თუ როგორ მოდიოდა ჩვენსკენ ბაზრიდან არყით, ლავაშით, ატმითა და ბლით სავსე ცელოფნებით. ნამდვილი ქართული სული დავინახე მასში როცა დაგვლოცა. თბილისელებისთვის ხატი გვაჩუქა(მისივე ხელით გაკეთებული). ასეთი სითბო, ასეთი სიკეთე ადამიანისგან პირველად ვიგრძენი. მან რაც გააკეთა, არცერთი სხვა მასზე უფრო შეძლებულს არ ექნება განაკეთები. ბოლო ლუკმაც არ დაიტოვა. ამ მოხუცს მოსე ჰქვია. იცნობდეთ - მოსე ჭეიშვილი. ოღონდ ბიბლიური მოსესგან იმით განსხვავდება, რომ ის ზღვას ყოფდა, ეს კი მისი სიკეთით ადამიანებს აერთიანებს" - ნათქვამია სტატუსში.