საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს, ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის, ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის" - ილია მეორე
 "ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს, ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის, ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის" - ილია მეორე

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბას კი­დევ ერთხელ ეხ­მი­ა­ნე­ბა და ამ­ბობს, რომ ეს იყო გან­საც­დე­ლი, გა­მოც­და ქარ­თვე­ლი ერის. რო­გორც მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს გა­მოც­და ღირ­სე­უ­ლად ჩა­ა­ტა­რა, ვი­ნა­ი­დან მთე­ლი ერი გა­მო­ვი­და გა­ჭირ­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად.

"ადა­მი­ა­ნი ვერ მის­წვდე­ბა იმ მოვ­ლე­ნებს, რო­მელ­საც ღმერ­თი კა­ცობ­რი­ო­ბას მო­უვ­ლენს. აი ის მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ჩვენ გან­ვი­ცა­დეთ ამ დღე­ებ­ში, კი­დევ ერთხელ მოწ­მობს, რომ ღმერ­თი არის გამ­გე­ბე­ლი ყოვ­ლი­სა სოფ­ლი­სა, ღმერ­თი მო­უვ­ლენს გან­საც­დელ­საც და სი­ხა­რულ­საც. მე ად­რეც მით­ქვამს ძვე­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი გა­მოთ­ქმა - "ჰოი სი­ხა­რუ­ლო, შენ ხარ სა­წყი­სი მწუ­ხა­რე­ბი­სა და ჰოი მწუ­ხა­რე­ბავ, შენ ხარ სა­წყი­სი სი­ხა­რუ­ლი­სა". ასე­თი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა სი­ხა­რულ­სა და მწუ­ხა­რე­ბას შო­რის", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა და აღ­ნიშ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნი, ისე­ვე, რო­გორც კა­ცობ­რი­ო­ბა, მზად უნდა იყოს სი­ხა­რუ­ლის­თვი­საც და მწუ­ხა­რე­ბის­თვი­საც.

"ჩვენ ვმად­ლობთ ყვე­ლაფ­რის­თვის უფალს. ვმად­ლობთ მისი დიდი წყა­ლო­ბის­თვის. ეს იყო გან­საც­დე­ლი, ეს იყო გა­მოც­და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის და მად­ლო­ბა უფალს, რომ ეს გა­მოც­და ჩვენ­მა ხალ­ხმა ღირ­სე­უ­ლად ჩა­ა­ბა­რა. მთე­ლი ხალ­ხი გა­მო­ვი­და გა­ჭირ­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. ეს იყო მარ­თლაც სი­ხა­რუ­ლის და სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. ჩვენ ვმად­ლობთ უფალს, რომ ღმერ­თი გვაძ­ლევს ამ თა­ნაგ­რძნო­ბას, ამ მადლს, მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა გა­მო­ვი­და გა­ჭირ­ვე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად და ჩვენ კი­დევ ერთხელ ვიგ­რძე­ნით, რო­გო­რი ძლი­ე­რია ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, რო­გო­რი მად­ლი­ა­ნია ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი", - აღ­ნიშ­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა.

მი­სი­ვე თქმით, ამ გან­საც­დე­ლის დროს უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თვე­ლებ­მაც გა­მო­ი­ჩი­ნეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლოს მი­მართ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რათა პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს, ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის, ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის" - ილია მეორე

 "ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს, ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის, ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის" - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ამბობს, რომ ეს იყო განსაცდელი, გამოცდა ქართველი ერის. როგორც მისმა უწმინდესობამ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ეს გამოცდა ღირსეულად ჩაატარა, ვინაიდან მთელი ერი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად.

"ადამიანი ვერ მისწვდება იმ მოვლენებს, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას მოუვლენს. აი ის მოვლენა, რომელიც ჩვენ განვიცადეთ ამ დღეებში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ღმერთი არის გამგებელი ყოვლისა სოფლისა, ღმერთი მოუვლენს განსაცდელსაც და სიხარულსაც. მე ადრეც მითქვამს ძველი აღმოსავლური გამოთქმა - "ჰოი სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და ჰოი მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა". ასეთი ცვალებადობაა სიხარულსა და მწუხარებას შორის", - ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ადამიანი, ისევე, როგორც კაცობრიობა, მზად უნდა იყოს სიხარულისთვისაც და მწუხარებისთვისაც.

"ჩვენ ვმადლობთ ყველაფრისთვის უფალს. ვმადლობთ მისი დიდი წყალობისთვის. ეს იყო განსაცდელი, ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

მისივე თქმით, ამ განსაცდელის დროს უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოიჩინეს დიდი სიყვარული სამშობლოს მიმართ და ყველაფერი გააკეთეს, რათა პრობლემების დაძლევაში მიეღოთ მონაწილეობა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია