პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა
სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი GLOBSEC-ის ფარ­გლებ­ში სე­ნა­ტორ ჯონ მა­კ­კე­ინს შეხ­ვდა. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რის და­სა­წყის­ში მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გებ­ზე ისა­უბ­რეს. ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტორ­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის გამო მი­უ­სამ­ძიმ­რა და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და.

შეხ­ვედ­რი­სას მხა­რე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ნი­ხი­ლეს; ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის აშშ-ის, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა. სე­ნა­ტორ­მა მა­კ­კე­ინ­მა ყუ­რა­დღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ქარ­ტი­ის ფარ­გლებ­ში წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა და ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე ისა­უბ­რა.

მხა­რე­ებ­მა გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბი გა­ნი­ხი­ლეს და ყუ­რა­დღე­ბა ნატო-ს მი­სი­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეს. რო­გორც სე­ნა­ტორ­მა მა­კ­კე­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დი­დად აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­ტა­ნილ წვლილს სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში. იმე­დი გა­მოთ­ქვეს, რომ ნატო-ს უელ­სის სა­მი­ტის არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის რე­ა­ლი­ზე­ბა არა მხო­ლოდ მის ტექ­ნი­კურ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, არა­მედ ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბას და, ამე­რი­კა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო რე­გი­ონ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­საც. ამ მხრივ, მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და­ეთ­მო.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჯონ მა­კ­კე­ინს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის, ევ­რო­პულ და ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში პი­რა­დად მისი და აშშ-ის მხრი­დან აღ­მო­ჩე­ნი­ლი ურ­ყე­ვი თა­ნად­გო­მი­სათ­ვის, ასე­ვე ამე­რი­კის კონ­გრე­სის მიერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მხა­დამ­ჭე­რი იმ რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვთ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­იწ­ვია. თა­ვის მხრივ, ჯონ მა­კ­კე­ინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ იგი აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან და ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რას აშშ-ის სე­ნა­ტო­რე­ბი ჯონ ბა­როს­სო და ტომ კო­ტო­ნიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა, ჩვენი ქვეყნისათვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არა მხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და, ამერიკასა და სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება. საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც. ამ მხრივ, მათ განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.

გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი სენატორი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ეწვევა საქართველოს. საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."