პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... - რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს
 "ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... -  რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დე­დაა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მის სახ­ლში 13 წლამ­დე ასა­კის სამი ბავ­ში იზ­რდე­ბა, გა­დავ­წყვი­ტეთ, მიმ­დი­ნა­რე ამ­ბებ­ზე სწო­რედ მას­თან ჩაგ­ვე­წე­რა ინ­ტერ­ვიუ. რო­გორ აღიქ­ვეს ბავ­შვებ­მა სტი­ქია და ზო­ო­პარ­კის ტრა­გე­დია...

- ბავ­შვე­ბის­თვის ზო­ო­პარ­კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია, დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ზო­ო­პარ­კი აღარ არ­სე­ბოს. ამა­ზე არა­ფერს გე­კი­თხე­ბი­ან, ან თუნ­დაც არ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, აღ­დგე­ბა თუ არა ოდეს­მე?

- მო­გახ­სე­ნებ ჩემს მიდ­გო­მას ზო­ო­პარ­კის მი­მართ. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და ეს ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა, რომ ჩვენ ივა­ნიშ­ვნი­ლებ­თან ვმე­გობ­რობთ ჯერ კი­დევ იმ დრო­ი­დან, სა­ნამ პო­ლი­ტი­კურ არე­ალ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბო­და. ტრა­გე­დი­ამ­დე ბევ­რი წლით ადრე იყო ლა­პა­რა­კი, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას სურ­და ზო­ო­პარ­კის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შეც­ვლა და მისი ევ­რო­პულ დო­ნე­ზე გა­კე­თე­ბა, სა­დაც ცხო­ვე­ლე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და­ჩი­პუ­ლი, მოვ­ლი­ლი და ა.შ. არ და­გი­მა­ლავთ, ზო­ო­პარკში ბავ­შვი მაქ­სი­მუმ სამ­ჯერ მყავს წაყ­ვა­ნი­ლი, ისე­თი სუნი იდგა, დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დი. ბავ­შვის­თვის ეს­თე­ტუ­რად არ მი­მაჩ­ნია გა­რე­მო, სა­დაც გა­ძუნძგლუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი არი­ან და სა­ღო­რის სუ­ნია. ამი­ტომ ზო­ო­პარკში წაყ­ვა­ნას ბევ­რად მერ­ჩივ­ნა, წა­მეყ­ვა­ნა ისეთ ად­გლებ­ში, სა­დაც ელე­მენ­ტა­ლუ­რად სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი მა­ინც იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი, მი­მე­წო­დე­ბი­ნა ნორმ­ლა­უ­რი საკ­ვე­ბი და ნორ­მა­ლურ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე დამ­სხდა­რიყ­ვნენ, ვიდ­რე ესუნ­თქათ ნეხ­ვის სუნი. თუ ბავ­შვი მიგ­ყავს ზო­ო­პარკში, ის ელე­მენ­ტა­რულ სტან­დარ­ტებს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ისე­თი სუნი არ უნდა იდ­გეს, რომ გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა გქონ­დეს. ამ მი­ზე­ზე­ბის გამო ჩვენ ზო­ო­პარ­კის ხში­რი სტუმ­რე­ბი არ ვი­ყა­ვით. გარ­და ამი­სა, პი­რა­დად მე ვთვლი, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ზო­ო­პარ­კის ად­გი­ლი არაა, ეს ჩემი სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზ­რია და არა­ვის ვახ­ვევ. მგე­ლი და ვე­ფხვი არ უნდა ცხოვ­რობ­დეს ცენ­ტრში და თუ აცხოვ­რებ, მა­შინ გარ­კვე­ულ სტან­დარ­ტებს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, ჩიპი მა­ინც უნდა ჰქონ­დეს, რომ გა­მოქ­ცე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი ქვე­ყა­ნა ერთ ვე­ფხვს არ დას­დევ­დეს და მა­ინც ვერ პო­უ­ლობ­დეს. ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას სურ­ვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რომ გვქონ­და, სულ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვით, რომ იდე­ას სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვან­და. მაგ­რამ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე დას­ცი­ნა და ისე­თი უარი გა­ნუ­ცხა­დეს, ამა­ზე ლა­პა­რა­კი დამ­თავ­რდა.

იხი­ლეთ სრუ­ლად mshoblebi.ge-ზე

"ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... - რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს

 "ბატონ ბიძინას ზოოპარკის გადატანა სურდა, მაგრამ ისე დასცინეს... -  რატომ არასდროს მოსწონდა ზოოპარკი სალომე გოგიაშვილს

სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა. იქიდან გამომდინარე, რომ მის სახლში 13 წლამდე ასაკის სამი ბავში იზრდება, გადავწყვიტეთ, მიმდინარე ამბებზე სწორედ მასთან ჩაგვეწერა ინტერვიუ. როგორ აღიქვეს ბავშვებმა სტიქია და ზოოპარკის ტრაგედია...

- ბავშვებისთვის ზოოპარკი განსაკუთრებული ადგილია, დღეს, სამწუხაროდ, ზოოპარკი აღარ არსებოს. ამაზე არაფერს გეკითხებიან, ან თუნდაც არ ინტერესდებიან, აღდგება თუ არა ოდესმე?

- მოგახსენებ ჩემს მიდგომას ზოოპარკის მიმართ. ყველასთვის ცნობილია და ეს ახალი ამბავი არაა, რომ ჩვენ ივანიშვნილებთან ვმეგობრობთ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პოლიტიკურ არეალზე გამოჩნდებოდა. ტრაგედიამდე ბევრი წლით ადრე იყო ლაპარაკი, რომ ბატონ ბიძინას სურდა ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლა და მისი ევროპულ დონეზე გაკეთება, სადაც ცხოველები იქნებოდნენ დაჩიპული, მოვლილი და ა.შ. არ დაგიმალავთ, ზოოპარკში ბავშვი მაქსიმუმ სამჯერ მყავს წაყვანილი, ისეთი სუნი იდგა, დიდხანს ვერ გავჩერდი. ბავშვისთვის ესთეტურად არ მიმაჩნია გარემო, სადაც გაძუნძგლული ცხოველები არიან და საღორის სუნია. ამიტომ ზოოპარკში წაყვანას ბევრად მერჩივნა, წამეყვანა ისეთ ადგლებში, სადაც ელემენტალურად სანიტარული ნორმები მაინც იქნებოდა დაცული, მიმეწოდებინა ნორმლაური საკვები და ნორმალურ ატრაქციონზე დამსხდარიყვნენ, ვიდრე ესუნთქათ ნეხვის სუნი. თუ ბავშვი მიგყავს ზოოპარკში, ის ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ელემენტარულად ისეთი სუნი არ უნდა იდგეს, რომ გულისრევის შეგრძნება გქონდეს. ამ მიზეზების გამო ჩვენ ზოოპარკის ხშირი სტუმრები არ ვიყავით. გარდა ამისა, პირადად მე ვთვლი, რომ ქალაქის ცენტრში ზოოპარკის ადგილი არაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ. მგელი და ვეფხვი არ უნდა ცხოვრობდეს ცენტრში და თუ აცხოვრებ, მაშინ გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ჩიპი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გამოქცევის შემთხვევაში მთელი ქვეყანა ერთ ვეფხვს არ დასდევდეს და მაინც ვერ პოულობდეს. ბატონი ბიძინას სურვილის შესახებ ინფორმაცია რომ გვქონდა, სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ იდეას სისრულეში მოიყვანდა. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ისე დასცინა და ისეთი უარი განუცხადეს, ამაზე ლაპარაკი დამთავრდა.

იხილეთ სრულად mshoblebi.ge-ზე

დიზიანერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

"ვცდილობდი, ეთერში არ მეჩვენებინა ჩემი მდგომარეობა...საჭირო გახდა, თბილისში გადმოყვანა“ - რას ყვება თიკა ფაცაცია მამაზე, რომელმაც კოვიდი გადაიტანა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი, ალექსანდრე ხომერიკი გარდაიცვალა