სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე
წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე

2015 წლის 13 ივ­ნისს თბი­ლის­ში მომ­ხდარ­მა სტი­ქი­ამ 21 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა. ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე ვე­რეს, არა­მარ­ტო ადა­მი­ა­ნე­ბი, არა­მედ ზო­ო­პარ­კის ბი­ნად­რე­ბიც ემსხვერ­პლნენ, და­ინ­გრა ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, და­ზა­რალ­და ასო­ბით ადა­მი­ა­ნი...

ადი­დე­ბულ მდი­ნა­რე ვე­რეს 1924 წელ­საც მოჰ­ყო­ლია მსხვერ­პლი. ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-მ ინ­ფორ­მა­ცია ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, იმ­დრო­ინ­დელ პრე­სა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­ი­პო­ვა.

სტი­ქი­ის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კო­მუ­ნის­ტის" 1924 წლის 14 ივ­ნი­სის გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­ხელ­წო­დე­ბით - "წყალ­დი­დო­ბის მსხვერ­პლნი", რო­მელ­შიც გა­მო­ცე­მა იტყო­ბი­ნე­ბა, რომ მდი­ნა­რე ვე­რეს ადი­დე­ბას გლე­ხე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

"გლე­ხე­ბი მოჰ­ყვნენ წვი­მა­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვე­რეს ღე­ლე­დან მო­ვარ­დნი­ლა ძლი­ე­რი ნი­აღ­ვა­რი და იქ და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი თა­ვი­ან­თი ხარ-ურ­მე­ბით გა­უ­ტაც­ნია და შე­უყ­რია მტკვარ­ში", - წერს "კო­მუ­ნის­ტი".

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი პირ­ვე­ლი სა­მი­ლი­ციო უბა­ნი, მდი­ნა­რე ვე­რეს ღე­ლეს­თან ბო­ზარ­ჟი­ან­ცის თუ­თუ­ნის ქარ­ხნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია იყო.

Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ "კო­მუ­ნის­ტში" 1924 წლის 14 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას:

"წყალ­დი­დო­ბის მსხვერ­პლნი", გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი", 1924 წლის 14 ივ­ნი­სი

რო­გორც ჩვე­ნი გა­ზე­თის 13 ივ­ნი­სის ნო­მერ­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, 11 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 7 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში ამო­ვარ­და კუ­დი­ა­ნი ქარი, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა და­ყე­ნე­ბუ­ლი კო­რი­ან­ტე­ლის გამო. ხოლო 12 ივ­ნისს, სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე და­ი­წყო ელვა და ქუ­ხი­ლი, რა­საც მოჰ­ყვა ჯერ ნელი და შემ­დეგ ძლი­ე­რი წვი­მა, რო­მე­ლიც გაგ­რძელ­და 1 სა­ათს.

წვი­მამ აა­დი­და ღე­ლე­ე­ბი, რა­საც მოჰ­ყვა შემ­დე­გი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა: 1-ელ სა­მი­ლი­ციო უბან­ში, ვე­რის ღე­ლეს­თან ბო­ზარ­ჟი­ან­ცის თუ­თუ­ნის ქარ­ხნის მახ­ლობ­ლად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლან მახ­ლო­ბელ სოფ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი გლე­ხე­ბი ურ­მე­ბით ღა­მის გა­სა­თე­ვად.

გლე­ხე­ბი მოჰ­ყვნენ წვი­მა­ში, მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი ღე­ლე­დან მო­ვარ­დნი­ლა ძლი­ე­რი ნი­აღ­ვა­რი და იქ და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი გლე­ხე­ბი თა­ვი­ან­თი ხარ-ურ­მე­ბით გა­უ­ტაც­ნია და შე­უყ­რია მტკვარ­ში. და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და ზა­რა­ლი გა­მო­ურ­კვე­ვე­ლია. უბე­დუ­რე­ბის ად­გილ­ზე სას­წრა­ფოდ გა­მო­ცხად­და მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და ცე­ცხლის მქრო­ბე­ლი რაზ­მი, - წერს გა­ზე­თი "კო­მუ­ნის­ტი" 1924 წლის 14 ივ­ნისს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე

წარმოუდგენელი დამთხვევა: ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა - რას წერდა "კომუნისტი" ტრაგედიაზე

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ადიდებულ მდინარე ვერეს, არამარტო ადამიანები, არამედ ზოოპარკის ბინადრებიც ემსხვერპლნენ, დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზარალდა ასობით ადამიანი...

ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყოლია მსხვერპლი. ამის შესახებ AMBEBI.GE-მ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის დახმარებით, იმდროინდელ პრესაზე დაყრდნობით მოიპოვა.

სტიქიის შესახებ გაზეთ "კომუნისტის" 1924 წლის 14 ივნისის გამოცემა იუწყება და აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით - "წყალდიდობის მსხვერპლნი", რომელშიც გამოცემა იტყობინება, რომ მდინარე ვერეს ადიდებას გლეხების სიცოცხლე შეეწირა.

"გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად ვერეს ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში", - წერს "კომუნისტი".

გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი პირველი სამილიციო უბანი, მდინარე ვერეს ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია იყო.

Ambebi.ge გთავაზობთ "კომუნისტში" 1924 წლის 14 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას:

"წყალდიდობის მსხვერპლნი", გაზეთი "კომუნისტი", 1924 წლის 14 ივნისი

როგორც ჩვენი გაზეთის 13 ივნისის ნომერში იყო აღნიშნული, 11 ივნისს, საღამოს 7 საათზე თბილისში ამოვარდა კუდიანი ქარი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ქუჩაში გამოსვლა დაყენებული კორიანტელის გამო. ხოლო 12 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო ელვა და ქუხილი, რასაც მოჰყვა ჯერ ნელი და შემდეგ ძლიერი წვიმა, რომელიც გაგრძელდა 1 საათს.

წვიმამ აადიდა ღელეები, რასაც მოჰყვა შემდეგი უბედური შემთხვევა: 1-ელ სამილიციო უბანში, ვერის ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივად დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად.

გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში. დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი, - წერს გაზეთი "კომუნისტი" 1924 წლის 14 ივნისს.