Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გმირი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - საქართველო სტიქიისას დაღუპულ მაშველს ემშვიდობება
გმირი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - საქართველო სტიქიისას დაღუპულ მაშველს ემშვიდობება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს და­ღუ­პუ­ლი მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის ზურა მუ­ზაშ­ვი­ლის დაკ­რძალ­ვას ეს­წრე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში მდე­ბა­რე წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"ეს არის ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი ჩვენ­თვის. ზურა მუ­ზაშ­ვი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი გმი­რია, რად­გან მან გა­და­არ­ჩი­ნა რა­მო­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და შემ­დეგ თვი­თონ შე­ე­წი­რა ამ ტრა­გე­დი­ას. მინ­და მის ოჯახს, მის მშობ­ლებს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ ასე­თი გმი­რი გა­უ­ზარ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს. ასე­ვე, მინ­და კი­დევ ერთხელ მო­ვი­ხა­რო ქედი მისი სუ­ლის წი­ნა­შე. ჩვენ ღირ­სე­უ­ლად უნდა მი­ვა­გოთ პა­ტი­ვი მის ხსოვ­ნას", - გა­ნუ­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღა­ი­ან­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად სო­ფელ აღა­ი­ან­ში შს მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან, ასე­ვე უმ­რავ­ლე­სო­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი. და­ღუ­პუ­ლის ოჯახს სამ­ძი­მა­რი გა­მო­უ­ცხა­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა ზვი­ად ქა­წაშ­ვილ­მაც.

ზურა მუ­ზაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს გმი­რია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს შს მი­ნის­ტრმა, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და. გო­მე­ლა­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, მუ­ზაშ­ვი­ლის და­ღუპ­ვა ქვეყ­ნის­თვის დიდი და­ნა­კარ­გია.

"მინ­და პირ­ველ რიგ­ში მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ზუ­რას ოჯახს. ის იყო ჩვე­ნი შს სა­მი­ნის­ტროს დიდი ოჯა­ხის წევ­რი. ის ღვარ­ცო­ფის მო­ვარ­დნის მო­მენ­ტი­დან ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და 7 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, თვი­თონ ვე­ღარ შეძ­ლო გა­მოს­ვლა და და­ი­ღუ­პა. ეს ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ნამ­დვი­ლი გმი­რია", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა.

შს მი­ნის­ტრმა სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს მათ მიერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პო­ლი­ცი­ის იმ თა­ნამ­შრომ­ლებს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ებ­ში, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­ჭებს, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრმა.

გმირი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - საქართველო სტიქიისას დაღუპულ მაშველს ემშვიდობება

გმირი, რომელმაც 7 ადამიანი გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა - საქართველო სტიქიისას დაღუპულ მაშველს ემშვიდობება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ზურა მუზაშვილის დაკრძალვას ესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მთავრობის მეთაური კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფება.

"ეს არის ძალიან დიდი დანაკარგი ჩვენთვის. ზურა მუზაშვილი ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირია, რადგან მან გადაარჩინა რამოდენიმე ადამიანი და შემდეგ თვითონ შეეწირა ამ ტრაგედიას. მინდა მის ოჯახს, მის მშობლებს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი გმირი გაუზარდეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ასევე, მინდა კიდევ ერთხელ მოვიხარო ქედი მისი სულის წინაშე. ჩვენ ღირსეულად უნდა მივაგოთ პატივი მის ხსოვნას", - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აღაიანში ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფელ აღაიანში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფებიან, ასევე უმრავლესობის რამდენიმე წევრი. დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმაც.

ზურა მუზაშვილი საქართველოს გმირია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა. გომელაურის განმარტებით, მუზაშვილის დაღუპვა ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია.

"მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ყველა პოლიციელს მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში", - აღნიშნა შს მინისტრმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია