მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს
საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს

კვლავ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მის წყა­როდ და ტრან­ზი­ტულ ქვეყ­ნად, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ 2014 წლის ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი. დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ გა­სულ წელს სა­ქარ­თვე­ლო აშშ-სთან ერ­თად კონ­ტრტე­რო­რის­ტულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

"მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სი­რი­ა­სა და ერაყ­ში "ალ-ქა­ი­და­სა" და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხა­რეს ძი­რი­თა­დად მუს­ლი­მე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან - აჭა­რი­დან და პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან წა­სუ­ლი 50-დან 100-მდე ქარ­თვე­ლი იბ­რძო­და, მათ შო­რის არის "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" ლი­დე­რი, თარ­ხან ბა­თი­რაშ­ვი­ლი (იგი­ვე ომარ ალ-ში­შა­ნი). სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის­ლა­მის­ტი ექ­სტრე­მის­ტე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ ქვეყ­ნის გავ­ლით რუ­სე­თის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი­დან სი­რი­ა­სა და ერაყ­ში გა­დას­ვლას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა უცხო­ელ ტე­რო­რის­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და თურ­ქეთ­თან სა­ზღვარ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი შეც­ვა­ლა.

"სა­ქარ­თვე­ლო 2014 წელს აგ­რძე­ლებ­და კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. აპ­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში შე­ი­ტა­ნა ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი გახ­და" , - წე­რია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია დაზ­ვერ­ვის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ახა­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მნის შე­სა­ხე­ბაც, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვარ კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ოპე­რა­ცი­ებს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია სა­სა­ზღვრო დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზეც: "სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს სა­სა­ზღვრო უსაფრ­თო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, იმი­სათ­ვის, რომ მო­ი­პო­ვოს ევ­რო­კავ­შირ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლის უფ­ლე­ბა. თუმ­ცა, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის - სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ზე კონ­ტრო­ლის არარ­სე­ბო­ბა და მოს­კოვ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ქვე­ყა­ნას ნაკ­ლებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს და­იც­ვას ჩრდი­ლო­ე­თი სა­ზღვა­რი".

ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია აშშ-ის მხარ­და­ჭე­რა­ზეც, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ნა­პი­რო დაც­ვა ახლა უკეთ არის აღ­ჭურ­ვი­ლი იმი­სათ­ვის, რომ აწარ­მო­ოს სა­ზღვაო სა­ზღვრებ­ზე პატ­რუ­ლი­რე­ბა.

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და ტე­რო­რიზ­მის და­ფი­ნან­სე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის დამ­ტკი­ცე­ბა­ზეც. ამას­თან, ან­გა­რიშ­ში წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლომ გა­ზარ­და მცდე­ლო­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რა­დი­კა­ლიზ­მის აღ­მო­ფხვრის მიზ­ნით: "იმი­სათ­ვის რომ გა­ი­ზარ­დოს მუს­ლი­მა­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მთავ­რო­ბა ახლა სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რონ არა­ქარ­თულ ენა­ზეც".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის წყარო და ტრანზიტული ქვეყანაა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შემაშფოთებელ ანგარიშს აქვეყნებს

კვლავ შემაშფოთებელია, რომ საქართველო რჩება საერთაშორისო ტერორიზმის წყაროდ და ტრანზიტულ ქვეყნად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო აშშ-სთან ერთად კონტრტერორისტულ საკითხებთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობდა.

"მედიაში გავრცელებული ცნობით, დეკემბრის მონაცემებით, სირიასა და ერაყში "ალ-ქაიდასა" და "ისლამური სახელმწიფოს" მხარეს ძირითადად მუსლიმებით დასახლებული რეგიონებიდან - აჭარიდან და პანკისის ხეობიდან წასული 50-დან 100-მდე ქართველი იბრძოდა, მათ შორის არის "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი, თარხან ბათირაშვილი (იგივე ომარ ალ-შიშანი). საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ისლამისტი ექსტრემისტები აგრძელებენ ქვეყნის გავლით რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონიდან სირიასა და ერაყში გადასვლას", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობა უცხოელ ტერორისტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა და თურქეთთან საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რეგულაციები შეცვალა.

"საქართველო 2014 წელს აგრძელებდა კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერებას. აპრილში საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა და ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანება სისხლის სამართლის დანაშაული გახდა" , - წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია დაზვერვის შესახებ კანონმდებლობის განახლების და საქართველოს მთავრობის მიერ ახალი უწყებათაშორისი მექანიზმის შექმნის შესახებაც, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მთავარ კონტრტერორისტულ ოპერაციებს უზრუნველყოფს.

დოკუმენტში საუბარია სასაზღვრო დაცვის გაძლიერების უზრუნველყოფაზეც: "საქართველო აგრძელებს სასაზღვრო უსაფრთოების გაძლიერებას, იმისათვის, რომ მოიპოვოს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. თუმცა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლის არარსებობა და მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობა, ქვეყანას ნაკლებ შესაძლებლობას აძლევს დაიცვას ჩრდილოეთი საზღვარი".

ანგარიშში საუბარია აშშ-ის მხარდაჭერაზეც, რომლის შედეგადაც საქართველოს სანაპირო დაცვა ახლა უკეთ არის აღჭურვილი იმისათვის, რომ აწარმოოს საზღვაო საზღვრებზე პატრულირება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებაზეც. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ საქართველომ გაზარდა მცდელობები მოსახლეობაში რადიკალიზმის აღმოფხვრის მიზნით: "იმისათვის რომ გაიზარდოს მუსლიმანი ახალგაზრდების ინტეგრაცია საქართველოს საზოგადოებაში, მთავრობა ახლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოცდები ჩააბარონ არაქართულ ენაზეც".

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე