აქვს თუ არა დედაქალაქს განგაშის სისტემა?

აქვს თუ არა დედაქალაქს განგაშის სისტემა?

ერთია სტიქია, რომლის წინაშეც ადამიანი უძლურია, მაგრამ სხვა საკითხია რამდენად მობილიზებულია ასეთ დროს სახელმწიფო. არსებობს თუ არა რაიმე სახის პრევენციული ღონისძიებები, რამაც შესაძლოა, მოსალოდნელი კატასტროფისგან ნაწილობრივ მაინც დაგვიცვას. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოვარდნილმა მდინარემ ვერეს ხეობა და ზოოპარკის ტერიტორია დატბორა. შორს რომ არ წავიდეთ, ზუსტად 2 კვირის წინ, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ვერემ, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი დატბორა. შედეგად, რამდენიმე ათეული ძაღლი დაიხრჩო. სპეციალისტების განმარტებით, ეს საკმარისი მიზეზი უნდა გამხდარიყო ხელისუფლებისთვის, რომ უხვი ნალექების პერიოდში მაინც, შესაბამისი პრევენციული ზომებისთვის მიემართა. მათ შორის, გეოლოგიური პროცესების შესწავლა დაეწყოთ, ან მოსახლეობა გაეფრთხილებინათ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში მდინარე ვერე შესაძლებელი იყო ისევ ადიდებულიყო. ან თუნდაც რეკომენდაცია მიეცათ ამ ხეობის მაცხოვრებლებისთვის, განმეორებითი წვიმის შემთხვევაში როგორ მოქცეულიყვნენ.

სამწუხაროდ, მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არავის გაუფრთხილებია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ ორი კვირის წინ მომხდარი ფაქტი და არ გაატარა პრევენციული ზომები? სინოპტიკოსები ივნისში უხვი ნალექის მოსვლას ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე პროგნოზირებდნენ. შესაბამისად, ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობდა. სახეზე იყო ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარის შემთხვევა, რომ არაფერი ვთქვათ სპეციალისტების გამუდმებით გაფრთხილებაზე, რომ ვერეს მარჯვენა ფერდობი მეწყერსაშიში ზონაა და სტიქიის დროს სავალალო შედეგი გამორიცხული არ არის. მეტიც, ამ დრომდე შესწავლილი არ არის მთის ფერდობი, სადაც ბეთანია-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. უხვი ნალექის შემთხვევაში, სპეციალისტები განმეორებით სტიქიას არ გამორიცხავენ. ადამიანები, რომლებიც მეწყერის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთს წმენდენ, აცხადებენ, რომ მინისტრის ბრძანების თანახმად, აღნიშნული ტერიტორია მაშინვე უნდა დატოვონ, როგორც კი წვიმის პირველი წვეთი დაეცემათ?! ეს კი სრული დაუცველობის და უსუსურობის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ადამიანების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

სპეციალისტების თქმით, სტიქიური მოვლენების დროს, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, განგაშის სისტემა უნდა ჩაირთოს. როგორც BPN.GE-სთან საუბარში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე ამბობს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მდინარეების - მტკვირსა და ვერეს ხეობაში განგაშის სისტემა ფუნქციონირებდა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია