გადაცემა "რეაქციის" მსვლელობის დროს სტუდიაში თამაზ ელიზბარაშვილმა დარეკა. მან გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია - მერიის მიერ მისთვის ტერიტორიის შეთავაზების თაობაზე - უარყო და განაცხადა, რომ მასთან ამ წინადადებით არავინ მისულა. ელიზბარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები შეღამებისთანავე წყდება და ის ყოველ ღამე მარტო მუშაობს.
გადაცემაში, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელიზბარაშვილს ძაღლების თავშესაფრისთვის ალტერნატიული ფართი უკვე გამოუყვეს.
"ჩვენ უკვე გამოვუყავით გუშინწინ სხვა ფართი. სახელმწიფომ, ეკონომიკის მინისტრმა უკვე გამოუყო სხვა ფართი, თბილისში, აფრიკის დასახლებაში და იქ მოაწყობს ძაღლების თავშესაფარს. ელექტოროენერგიაც გავუყვანეთ და ყველაფერი გავუკეთეთ, რაც ჩვენი მხრიდან იყო გასაკეთებელი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თამაზ ელიზბარაშვილის ემოციური ზარის შემდეგ პირდაპირ ეთერში მერიის წარმომადგენლმა, სვანიძის ქუჩის კოორდინატორმა, კახა გვანცელაძემ დარეკა და ელიზბარაშვილის განცხადებაზე განმარტება გააკეთა.
"ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ელიზბარაშვილების უბანში. ამჟამად მიმდინარეობს გზების და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ შეთავაზებულია წინადადება ალტერნატიული თავშესაფრისთვის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქალაქის მერიაში", - აღნიშნა კახა გვანცელაძემ.
მოგვიანებით ელიზბარაშვილის განცხადება სოციალურ ქსელში გამოეხმაურენ. როგორც მოქალაქეები აღნიშვანდნენ, სვანიძის ქუჩაძე მთელი ღამის განავლობაში ხედავდნენ მომუშავე ჯგუფებს, მათ შორის ჯარისკაცებს.