13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულების დახმარებისთვის სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა. როგორც თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "პალიტრა ტვ"-ის ეთერში გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, აღნიშნული ვებგვერდი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, ხვალ შუადღიდან დაიწყებს.
"ჩვენ გავაკეთეთ ინტერაქტიული პორტალი, რომელსაც, სავარაუდოდ, ხვალ შუადღეზე გავუშვებთ. ამ ინტერაქტიულ პორტალზე გამოვა თითოეული ოჯახის საჭიროებები პირდაპირ. შეიძლება შევთანხმდეთ, რომ მხოლოდ გვარს ვიტყვით, ან მხოლოდ სახელსა და გვარის ერთ ასოს. ჩვენ ჩვენი ცოდნიდან გამომდინარე, შევიმუშავეთ საოჯახო პაკეტები, რომელშიც შედის სრული ავეჯი, სრული ტექნიკა, სრული ჭურჭელი, სრული თეთრეული და პირველადი მოხმარების ნივთები, რაც ოჯახში გვჭირდება დაწყებული ცოცხიდან დამთავრებული უთოთი. ეს ვებგვერდი გამზადებულია. ძალიან ბევრ ადამიანს და კომპანიას, რომელთაც დახმარება უნდათ, აქ პირდაპირ ჩასვამს მანიშნებლებს, რომ მათ აქვს სურვილი შემდეგი ტიპის დახმარება გაუწიოს, შემდეგ დარეგისტრირდება. ეს იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.