პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
15 წლის მოზარდს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ტექნიკა და თანხა აჩუქა
15 წლის მოზარდს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ტექნიკა და თანხა აჩუქა

სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბულ 15 წლის მო­ზარდს, მი­ხე­ილ შაჰ­ბა­ზი­ანს, რო­მელ­მაც წყალ­დი­დო­ბი­სას დედა და დე­ი­და და­კარ­გა, ტექ­ნი­კა და ფული გა­და­ე­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ გოჩა თა­თა­ნაშ­ვი­ლი­მა სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის­თვის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

"ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით და­სახ­მა­რებ­ლად სწო­რედ ეს მო­ზარ­დი შე­ირ­ჩა. 15 წლის მი­ხე­ი­ლი ფო­ტოგ­რა­ფი­ით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ მას უახ­ლე­სი მო­დე­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, ლეპ­ტო­პი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ე­ცა. ოჯახს კი ფუ­ლა­დი თან­ხა 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. დე­დის და­ღუპ­ვის შემ­დეგ მო­ზარ­დზე მე­ურ­ვე­ო­ბა მის­მა ბე­ბი­ამ და ბა­ბუ­ამ აი­ღეს სა­კუ­თარ თავ­ზე. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მეშ­ვე­ო­ბით, მო­ზარ­დთან უკვე მუ­შა­ობს ფსი­ქო­ლო­გი", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­სში არი­ან მო­ზარ­დის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

15 წლის მოზარდს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ტექნიკა და თანხა აჩუქა

15 წლის მოზარდს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ტექნიკა და თანხა აჩუქა

სტიქიის შედეგად დაზარალებულ 15 წლის მოზარდს, მიხეილ შაჰბაზიანს, რომელმაც წყალდიდობისას დედა და დეიდა დაკარგა, ტექნიკა და ფული გადაეცა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითმა მოქალაქემ გოჩა თათანაშვილიმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახისთვის დახმარების სურვილი გამოთქვა.

"ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით დასახმარებლად სწორედ ეს მოზარდი შეირჩა. 15 წლის მიხეილი ფოტოგრაფიით არის გატაცებული, სწორედ ამიტომ მას უახლესი მოდელის პროფესიონალური ფოტოაპარატი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი გადაეცა. ოჯახს კი ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით. დედის დაღუპვის შემდეგ მოზარდზე მეურვეობა მისმა ბებიამ და ბაბუამ აიღეს საკუთარ თავზე. ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, მოზარდთან უკვე მუშაობს ფსიქოლოგი", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივად საქმის კურსში არიან მოზარდის საჭიროებების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია