"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო 20 საფეხურით დაწინაურდა

"გლობალური მშვიდობის ინდექსში" საქართველო 20 საფეხურით დაწინაურდა

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველომ, გასულ წელთან შედარებით, პოზიცია გაიუმჯობესა და 162 ქვეყანას შორის 1.973 GPI ქულით 79-ე პოზიციაზეა. 2014 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო 99-ე პოზიციაზე იყო 2.099 ქულით.

მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ცნობით, მსოფლიოში შეიარაღებულ კონფლიქტებს - სირიიდან დაწყებული, ნიგერიით დამთავრებული - გასულ წელს 180 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, რაც 267%-ით მეტია 2010 წლის მონაცემებზე, როცა მსოფლიოში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 49 ათასი იყო. ანგარიშის თანახმად, შეიარაღებული კონფლიქტები მსოფლიო ეკონომიკას მშპ-ის 13% უჯდება, რაც დაახლოებით 14,3 ტრილიონი დოლარია.

”2008 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო მშპ-ზე სამხედრო კონფლიქტების გავლენა 15,3% -ით - 12,4 ტრილიონი დოლარიდან 14,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

ინდექსის თანახმად, ”ისლამური სახელმწიფოსა” და ”ბოკო ჰარამის” ქსელების გაზრდასთან ერთად, მოიმატა ტერორიზმის მსხვერპლთა რაოდენობაც, რამაც გასული რვა წლის განმავლობაში 8,450-დან 18 ათასი შეადგინა.

”ყოველივე ამის გათვალისწინებით, მსოფლიოში 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 2014 წელს უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწია”, - ნათქვამია მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის ანგარიშში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია