ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში მტაცებელმა ლომიძეების ორი ხბო დაგლიჯა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუგარეთში გიორგი ბლიაძე ნაკბენების მიხედვით ვარაუდობს, რომ მტაცებელი აფთარია.
"მგელი რომ ყოფილიყო, გამოწოვდა სისხლს. ერთი ხბო დაგლეჯილია, მეორე კი დაკბენილი და თავისი ფეხით მივიდა სახლში. ამ ნაკბენების მიხედვით, თავდამსხმელი აფთარი უნდა იყოს", - ამბობს ბლიაძე.
მისი თქმით, ოჯახს დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.