პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა
"ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა

"უფა­სო ტაქ­სი" - ამ ტრა­ფა­რე­ტით თბი­ლი­სის ცენ­ტრში გა­მო­ჩე­ნილ­მა მან­ქა­ნამ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვა­რი­ა­ნად გა­აკ­ვირ­ვა. მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რო­მელ­თაც მომ­სა­ხუ­რე­ბას მა­თი­ვე კბი­ლა ბიჭი უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­და, ჯერ და­აბ­ნია, თუმ­ცა მა­ლე­ვე გი­ორ­გი ყვე­ლას მე­გო­ბა­რი და დამ­ხმა­რე გახ­და.

გი­ორ­გი ლო­მი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მისი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სა და მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის წყა­ლო­ბით გა­იც­ნო. 24 წლის ბიჭ­მა, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პი­რო­ბე­ბი ხელს არ უწყობ­და მო­ხა­ლი­სე­თა ფერ­ხულ­ში ჩაბ­მუ­ლი­ყო და სტი­ქი­ი­საგნ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლა­ქის გაწ­მენ­და - და­სუფ­თა­ვე­ბა­ში მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, გა­და­წყვი­ტა მისი თა­ნა­ტო­ლი გოგო-ბი­ჭე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ზე ეზ­რუ­ნა, იმათ­ზე, რომ­ლე­ბიც საკ­მა­ოდ მძი­მე შრო­მის­გან დაღ­ლი­ლე­ბი, ლაფ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლე­ბი, ხში­რად ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ შინ და­საბ­რუ­ნებ­ლად ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბას...

"24 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი გი­ორ­გი ლო­მი­ძე, სრუ­ლი­ად უფა­სოდ ატა­რებს მგზავ­რებს. ეს ახალ­გაზ­რდა კაცი 2 წე­ლია ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს. რო­გორც ჩანს, არც საწ­ვავს ითხოვს. საწ­ვა­ვი მა­ინც მი­ე­ცით. ჩვენ ასე­თი კაცი უნდა და­ვა­ფა­სოთ. ეს გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ცია. მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ უნდა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ ასე­თი კაცი და ბა­ტო­ნო და­ვით კარ­გი სამ­სა­ხუ­რი უნდა მო­ვუ­ძებ­ნოთ." - ეს უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით იყო, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ქა­ლა­ქის მერს და­ვით ნარ­მა­ნი­ას მო­უ­წო­და გი­ორ­გის­თვის სამ­სა­ხუ­რი გა­მო­ე­ძებ­ნა. ჩვენ გი­ორ­გის­თან უკვე ჩა­წე­რი­ლი გვქონ­და ინ­ტერ­ვიუ, რო­დე­საც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ, თუმ­ცა პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დე­გაც და­ვუ­რე­კეთ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სწო­რედ ჩვენ შე­ვა­ტყო­ბი­ნეთ პრე­მი­ე­რის ნათ­ქვა­მი...

- გი­ორ­გი, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მო­ხა­ლი­სე­ებს ამ ფორ­მით დახ­მა­რე­ბო­დით?

- არ ვიცი, რამ­დე­ნად ქვია სამ­სა­ხუ­რი ტაქ­სის მძღო­ლო­ბას, მაგ­რამ ამ­ჟა­მად, ამით ვცხოვ­რობ. ამ დღე­ებ­ში ჩავ­თვა­ლე, რომ სხვას უფრო სჭირ­დე­ბო­და ჩემი დამ­ხმა­რე­ბა ვიდ­რე, ასე ვთქვათ, რი­გით მგზავ­რებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა

"ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ სხვისი გასაკეთებელია, ისედაც ხანმოკლეა ცხოვრება" - ბიჭი, რომელმაც უფასო ტაქსით ქვეყანა აალაპარაკა

"უფასო ტაქსი" - ამ ტრაფარეტით თბილისის ცენტრში გამოჩენილმა მანქანამ მოქალაქეები გვარიანად გააკვირვა. მოხალისეები, რომელთაც მომსახურებას მათივე კბილა ბიჭი უფასოდ სთავაზობდა, ჯერ დააბნია, თუმცა მალევე გიორგი ყველას მეგობარი და დამხმარე გახდა.

გიორგი ლომიძე საზოგადოებამ მისი გულისხმიერებისა და მშობლიური ქალაქისადმი სიყვარულის წყალობით გაიცნო. 24 წლის ბიჭმა, რომელსაც ჯანმრთელობის პირობები ხელს არ უწყობდა მოხალისეთა ფერხულში ჩაბმულიყო და სტიქიისაგნ დაზარალებული ქალაქის გაწმენდა - დასუფთავებაში მიეღო მონაწილეობა, გადაწყვიტა მისი თანატოლი გოგო-ბიჭების ტრანსპორტირებაზე ეზრუნა, იმათზე, რომლებიც საკმაოდ მძიმე შრომისგან დაღლილები, ლაფში ამოვლებულები, ხშირად ამაოდ ცდილობდნენ შინ დასაბრუნებლად ტრანსპორტის გაჩერებას...

"24 წლის ახალგაზრდა კაცი გიორგი ლომიძე, სრულიად უფასოდ ატარებს მგზავრებს. ეს ახალგაზრდა კაცი 2 წელია ტაქსის მძღოლად მუშაობს. როგორც ჩანს, არც საწვავს ითხოვს. საწვავი მაინც მიეცით. ჩვენ ასეთი კაცი უნდა დავაფასოთ. ეს გამორჩეული კაცია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ ასეთი კაცი და ბატონო დავით კარგი სამსახური უნდა მოვუძებნოთ." - ეს უკვე მოგვიანებით იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალაქის მერს დავით ნარმანიას მოუწოდა გიორგისთვის სამსახური გამოეძებნა. ჩვენ გიორგისთან უკვე ჩაწერილი გვქონდა ინტერვიუ, როდესაც ამ ინიციატივის შესახებ შევიტყვეთ, თუმცა პრემიერის ინიციატივის გახმაურების შემდეგაც დავურეკეთ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ჩვენ შევატყობინეთ პრემიერის ნათქვამი...

- გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ მოხალისეებს ამ ფორმით დახმარებოდით?

- არ ვიცი, რამდენად ქვია სამსახური ტაქსის მძღოლობას, მაგრამ ამჟამად, ამით ვცხოვრობ. ამ დღეებში ჩავთვალე, რომ სხვას უფრო სჭირდებოდა ჩემი დამხმარება ვიდრე, ასე ვთქვათ, რიგით მგზავრებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია