პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი
რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი

მო­ნა­დი­რე­ებ­მა თბი­ლის­ში, მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის შე­საძ­ლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ლეში და­ყა­რეს და ვი­დე­ო­ხა­ფან­გე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს. ეს არის ტე­რი­ტო­რია ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მუ­ზე­უ­მი­დან ბა­გე­ბამ­დე. სწო­რედ ამ ად­გი­ლას მიმ­დი­ნა­რე­ობს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

ამას­თან, სა­მუ­შა­ო­ე­ბი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და სამი სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ფო­ტო­ე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას მო­ნა­დი­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც მო­ნა­დი­რე გი­ორ­გი მეტ­რე­ვე­ლი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, მო­ნა­დი­რე­ებს სამ­მა პირ­მა მი­ა­წო­და ფო­ტო­მა­სა­ლა და სა­მი­ვე ფოტო იყო იდენ­ტუ­რი.

"ეს სამი ადა­მი­ა­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­დნენ. ასე­ვე, და­ახ­ლო­ე­ბით 15-მდე თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს ამ ფაქტს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, რო­გორც მო­ნა­დი­რე­ე­ბი და არა ექ­სპერ­ტე­ბი ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ნამ­დვი­ლად კა­ტი­სებრთა დიდი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და ვი­წყებთ მოქ­მე­დე­ბებს. გუ­შინ ღამე და­ი­ყა­რა ლეში, და­ყენ­და ვი­დე­ო­ხა­ფან­გე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, გვექ­ნე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით სად იმ­ყო­ფე­ბა ვე­ფხვი", - გა­ნა­ცხა­და მო­ნა­დი­რემ.

ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ "ინ­ტერპრე­ნი­უ­სის" ფო­ტო­კო­რეს­პონ­დენტს, ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძეს, რო­მელ­საც ორი ფო­ტოს ავ­თენ­ტუ­რო­ბა შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნეთ. ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ფო­ტო­ებ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ცხო­ვე­ლი გრა­ფი­კუ­ლი რე­დაქ­ტო­რით არის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

"ამის თქმის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა ის, რომ ცხო­ვე­ლის უკა­ნა, მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე, ბუჩ­ქი უხე­შად არის კლო­ნი­რე­ბუ­ლი, არ არის და­ცუ­ლი ცხო­ვე­ლის პრო­პორ­ცი­ე­ბი და არ ემ­თხვე­ვა გა­ნა­თე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე, ხა­რის­ხი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, თით­ქოს ეს იყოს ვი­დე­ო­კად­რი­დან ამოჭ­რი­ლი, და­ბა­ლი ხა­რის­ხის ფოტო. რომ არ­სე­ბობ­დეს სხვა დუბ­ლი კად­რე­ბი, უკვე დარ­წმუ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა იმის თქმა, არის თუ არა ეს მონ­ტა­ჟი", -გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი გე­დე­ნი­ძემ.

სპე­ცო­პე­რა­ცია ენ­თოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში - პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ვე­ფხვი­სა და აფ­თრის სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­დან

თე­მის დე­ტა­ლე­ბი| ზო­ო­პარ­კი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ვე­ფხვის პირ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი

რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი

რა ხდება ახლა ადგილზე, სადაც ვეფხვი დააფიქსირეს და არის თუ არა გავრცელებული ფოტო მონტაჟი

მონადირეებმა თბილისში, მტაცებელი ცხოველის შესაძლო ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს. ეს არის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგებამდე. სწორედ ამ ადგილას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ.

როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი "რუსთავი 2"-თან საუბარში აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.

"ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები და არა ექსპერტები ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და შესაბამისად, გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი", - განაცხადა მონადირემ.

ჩვენ ვესაუბრეთ "ინტერპრენიუსის" ფოტოკორესპონდენტს, ირაკლი გედენიძეს, რომელსაც ორი ფოტოს ავთენტურობა შევამოწმებინეთ. ირაკლი გედენიძის განმარტებით, დიდი ალბათობით, ფოტოებზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული.

"ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ეს მონტაჟი", -განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

სპეცოპერაცია ენთოგრაფიულ მუზეუმში - პირველი კადრები ვეფხვისა და აფთრის საძიებო სამუშაოებიდან

თემის დეტალები| ზოოპარკიდან გამოქცეული ვეფხვის პირველი ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია