თეთრმა ვეფხვმა, რომელიც თბილისის ზოოპარკიდან მძიმე წყალდიდობის შემდეგ გაიქცა, ოთხშაბათს მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა. მეორე დღეს კი გავრცელდა ცნობა, რომ კიდევ ერთი ვეფხვი და აფთარი არიან გარეთ და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. რა უნდა მოიმოქმედონ ადამიანებმა, თუ ვეფხვს გადაეყრებიან? ინდოეთის ნაციონალური პარკის რეინჯერების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა The Guardian საქართველოს მოსახლეობას რჩევებს აძლევს:
1. არ გაიქცეთ. როგორც კატებს, ვეფხვებსაც უყვართ გამოკიდება. ბადჰავგარის ეროვნულ პარკში მამაკაცი ვეფხვების პირისპირ მარტო აღმოჩნდა, ინსტინქტებს სძლია და უკან ნელი ნაბიჯით დაიხია. პატარა ნაბიჯებით მიდიოდა უკან. ასე ორი საათი მიდიოდა, თუმცა გადარჩა.
2. არ მიუახლოვდეთ ვეფხვს. ვეფხვს, განსაკუთრებით კი ტყვეობაში მყოფს, უცხო გარემო აშინებს და სავარაუდოდ, ძალიან აღელდება. ამიტომ შორს დაიჭირეთ მათგან თავი.
3. ადით სიმაღლეზე. ისინი კარგად ვერ დაცოცავენ, ამიტომ ხეზე არ ამოგყვებიან.
4. წელში გაიმართეთ. ვეფხვები ერთმანეთისგან ვერ განასხვავებენ მოკუნტულ ადამიანს, ტახს თუ ირემს.
5. ნუ განაწყობთ ვეფხვს მტრულად. არ სცადოთ რაიმეს დარტყმა, ვეფხვი თავს დაიცავს და ცოტა ადამიანს თუ შეუძლია თავის დაღწევა მისი თავდასხმის შემთხვევაში.
მომზადებულია theguardian.com-ს მიხედვით.