სიმპტომები და ბრძოლის გზები - რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ

სიმპტომები და ბრძოლის გზები - რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ

რითია საშიში ტეტანუსი

გაშეშების გამომწვევი ჩხირები გამოყოფენ იდენტურ ტოქსინებს (შხამებს) -ტეტანოსპაზმინსა და ტეტანოჰემოლიზინს, რომლებიც ეგზოტოქსინების რიგს ეკუთვნის. ბოტულინის ტოქსინის შემდეგ იგი ყველაზე ძლიერ შხამად ითვლება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტები ეგზოტოქსინს ვერ შლის, მაგრამ მას ვერც ნაწლავების ლორწოვანი გარსი შეიწოვს. ამის გამო ტოქსინის პირში მოხვედრა საშიში არ არის.

ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით მოითესება და მზის სხივების ზემოქმედებით მალევე კარგავს ძალას. ადამიანის ორგანიზმში ის დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან იჭრება.

ტეტანუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ უფრო მეტად გვხვდება ცხელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირება წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი. სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (საქართველოში) დაავადება უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე ხშირდება. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბავშვებში ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული (ფეხშიშველა სიარულისას ფეხის გაკაწვრა, ჭრილობის მიწით დაბინძურება და ა.შ.). ამავე მიზეზით დაავადება უპირატესად (80-86%) სოფლის მოსახლეობაში გვხვდება.

ნიშნები

დაავადება თითქმის ყოველთვის მწვავედ იწყება. ზოგჯერ სხვა ნიშნებს წინ უძღვის უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:

  • საღეჭი კუნთების დაჭიმულობა (ტრიზმი) -ავადმყოფს კრიჭა შეკრული აქვს, პირის გაღება შპატელითაც ვერ ხერხდება;
  • კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდულობა);
  • ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავის კუნთების სპაზმის შედეგად.
  • თვითნებური მიმიკა -ერთდროული ღიმილ-ტირილი (ტანჯული ღიმილი, სარდონიკული ღიმილი). ამ დროს შუბლი დანაოჭებულია, პირის ნაპრალი -გაჭიმული, ტუჩის კუთხეები - დაწეული.

ამ სიმპტომების შერწყმა მხოლოდ ტეტანუსს ახასიათებს. მათ კისრის კუნთების მტკივნეული რიგიდულობა მოსდევს, ხოლო შემდეგ ზურგის სწორი კუნთებიც იჭიმება და მაგრდება. კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება: კისერი, ზურგი, ქვედა კიდურები.

იხილეთ გაგრძელება

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ