სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ოთიკო ანდრიაძის ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაადგილდება და დედაშვილს ეხუმრება, რომ ჯიქიიდან ნოე მოდის. ოთიკო ანდრიაძე ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელმაც მაყურებლის ძალიან ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია, განმარტებას Ambebi.ge-სთან აკეთებს.
- ეს ვიდეო ორი კვირის წინ არის გადაღებული. წინა დღით ძალიან წვიმდა, წყალი იდგა ვაჟა-ფშაველას გამზირზე. მეორე დღეს კი მზიანი დილა და კარგი დღე გათენდა. ის ორი ქალბატონი, ვისაც მანქანა გავუჩერე, ჩემი მეზობლები არიან, კარგად ვიცნობ და უბრალოდ, ვიხუმრეთ. ხალხს ჰგონია, სტიქიის შემდეგ გადაღებულია ეს ვიდეო.
ვინც მიცნობს, იცის ჩემთვის როგორი ტრაგედიაა 13 ივნისს მომხდარი უბედურება. არ ვაპირებ, ვინც განმიკითხავს, იმათ სათითაოდ გავცე პასუხი, არცოდნა არცოდვაა. ვიღაცამ ბოროტად იხუმრა ამ ვიდეოს გავრცელებით. ბევრი "ლაიქების" გამო გავრცელდა ეს ჩანაწერი არასწორად.
მტკივა თბილისის ტრაგედია, ვდგავარ მოხალისეებთან ერთად და ვცდილობ, ჩემი წვლილი მეც შევიტანო დაზარალებულების დახმარებაში და იგივეს მოვუწოდებ სხვასაც.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE