კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება წინ" - მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ კატასტროფაზე
"კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება წინ" - მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ კატასტროფაზე

"კი­დევ უფრო რთუ­ლი პე­რი­ო­დი წინ გვე­ლო­დე­ბა, ეს პე­რი­ო­დი 10 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტომ­დე დროს მო­ი­ცავს. ამ დროს დე­და­მი­წა უარ­ყო­ფით ენერ­გო­ველ­ში შე­დის, ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა იყოს გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ეკო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით. მათ შო­რის იგუ­ლის­ხმე­ბა ტრო­პი­კუ­ლი სი­ცხე ან წყალ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. არ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ალ­ბა­თო­ბა მა­ტუ­ლობს,"- ამ­ბობს ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი Ambebi.ge -სთან სა­უ­ბარ­ში.

ას­ტრო­ლო­გის თქმით, რთუ­ლი პე­რი­ო­დი ამ კვი­რის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, რად­გან ეს დღე­ე­ე­ბი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა.

-სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა უფრო მე­ტა­დაა სა­ჭი­რო, ეს შე­სა­ბა­მის ინ­სტან­ცი­ებს ეხე­ბა. ყვე­ლას ვთხოვ, სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას გა­უფრ­თხილ­დეს. ამ პე­რი­ოდ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი და სხვა სა­ხის კა­ტას­ტრო­ფე­ბი მა­ტუ­ლობს. ამას გარ­და, იზ­რდე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ფლიქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, ამი­ტომ შემ­დე­გი პრინ­ცი­პით უნდა ვი­მოქ­მე­დოთ - ვინც გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლია, ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლია - ფრთხი­ლად და წინ­და­ხე­დუ­ლად ყვე­ლა!

-ას­ტრო­ლო­გი­ა­ში რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა სტი­ქი­უ­რი თუ სხვა სა­ხის უბე­დუ­რე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა?

-ზო­გა­დად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არ­სე­ბობს "ბო­რო­ტი პლა­ნე­ტე­ბის" ცნე­ბა, ეს არის პლუ­ტო­ნი, მარ­სი, სა­ტურ­ნი და ურა­ნი. როცა ეს პლა­ნე­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან ცუდ ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ყა­რე­ბენ ან რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის გე­ო­მაგ­ნი­ტურ ველ­ში ხვდე­ბი­ან, რად­გან პი­რა­დი ჰო­როს­კო­პი ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს, ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ან ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა. თუ ქვე­ყა­ნა აწყო­ბი­ლია, და­ლა­გე­ბუ­ლი, რო­გო­რიც არის მა­გა­ლი­თად გერ­მა­ნია, აშშ და ა.შ. ეს ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მუ­რი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ცუ­ნა­მი, ტორ­ნა­დო, შე­იძ­ლე­ბა აქაც იყოს. მაგ­რამ უფრო სუსტ ქვეყ­ნებ­ში, თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბით ან ორ­გა­ნი­ზე­ბით, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, შე­იძ­ლე­ბა უფრო რთუ­ლი შე­დე­გი გვქონ­დეს.

-რაც ამ დღე­ებ­ში დე­და­ქა­ლაქ­ში დატ­რი­ალ­და, შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს კავ­ში­რი ჰქონ­დეს ას­ტრო­ლო­გი­ას­თან?

-ის, რაც ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოხ­და, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწო­რედ ამ ზე­გავ­ლე­ნას­თან, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ახალმთვა­რე­ო­ბა გვაქვს, ეს კი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლია და ყვე­ლა სა­ხის კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­თვის ხელ­საყ­რელ პი­რო­ბას ქმნის. ასე­ვე, ერთ-ერთი ბო­რო­ტი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ამ დღე­ებ­ში მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­დის და მისი ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გა­დას­ვლა ეკო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ყო­ველ­თვის მძი­მე შე­დე­გებს გვაძ­ლევს.

კი­დევ ერთი მი­ზე­ზი მზე და მარ­სია, ეს ორი ძა­ლი­ან დიდი ენერ­გი­აა და სხვა­დას­ხვა სა­ხის ენერ­გე­ტი­კულ-ეკო­ლო­გი­ურ კა­ტას­ტრო­ფებს და პრობ­ლე­მებს იწ­ვევს. რაც მთა­ვა­რია არ­ტყამს სუსტ ად­გილ­ზე. აბა და­უკ­ვირ­დით, სტი­ქია შე­იძ­ლე­ბა წყალ­დი­დო­ბამ და მე­წყერ­მა გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ უწია სად? ყვე­ლა­ზე სუსტ ად­გი­ლას, ვა­კე­სა და სა­ბურ­თა­ლოს შო­რის, რო­მე­ლიც კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად არას­წო­რად იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ კოს­მო­სი კი­დევ ერთხელ გვაფრ­თხი­ლებს, მსხვერ­პლი რომ არ იყოს, გო­ნე­ბას და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უნდა მო­უხ­მონ, რომ ამ­დაგ­ვა­რი შეც­დო­მე­ბი არ იყოს დაშ­ვე­ბუ­ლი.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება წინ" - მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ კატასტროფაზე

"კიდევ უფრო რთული პერიოდი გველოდება წინ" - მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ კატასტროფაზე

"კიდევ უფრო რთული პერიოდი წინ გველოდება, ეს პერიოდი 10 ივლისიდან 5 აგვისტომდე დროს მოიცავს. ამ დროს დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, ამიტომ შეიძლება იყოს გარკვეული სირთულეები ეკოლოგიური კუთხით. მათ შორის იგულისხმება ტროპიკული სიცხე ან წყალთან დაკავშირებული პრობლემა. არ ვამბობ, რომ აუცილებლად იქნება, მაგრამ ალბათობა მატულობს,"- ამბობს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი Ambebi.ge -სთან საუბარში.

ასტროლოგის თქმით, რთული პერიოდი ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან ეს დღეეები სავსემთვარეობაა.

-სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უფრო მეტადაა საჭირო, ეს შესაბამის ინსტანციებს ეხება. ყველას ვთხოვ, საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს. ამ პერიოდში ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები მატულობს. ამას გარდა, იზრდება ადამიანებს შორის კონფლიქტების რაოდენობაც, ამიტომ შემდეგი პრინციპით უნდა ვიმოქმედოთ - ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია - ფრთხილად და წინდახედულად ყველა!

-ასტროლოგიაში რამდენად შეიძლება სტიქიური თუ სხვა სახის უბედურების პროგნოზირება?

-ზოგადად შესაძლებელია, რადგან არსებობს "ბოროტი პლანეტების" ცნება, ეს არის პლუტონი, მარსი, სატურნი და ურანი. როცა ეს პლანეტები ერთმანეთთან ცუდ ურთიერთობას ამყარებენ ან რომელიმე ქვეყნის გეომაგნიტურ ველში ხვდებიან, რადგან პირადი ჰოროსკოპი ყველა ქვეყანას აქვს, ამიტომ შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური ან ეკოლოგიური კატასტროფები. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება. თუ ქვეყანა აწყობილია, დალაგებული, როგორიც არის მაგალითად გერმანია, აშშ და ა.შ. ეს ნაკლებად პრობლემური იქნება. თუმცა ცუნამი, ტორნადო, შეიძლება აქაც იყოს. მაგრამ უფრო სუსტ ქვეყნებში, თავისი ეკონომიკური განვითარებით ან ორგანიზებით, როგორიც საქართველოა, შეიძლება უფრო რთული შედეგი გვქონდეს.

-რაც ამ დღეებში დედაქალაქში დატრიალდა, შეიძლება ამ ყველაფერს კავშირი ჰქონდეს ასტროლოგიასთან?

-ის, რაც ახლა საქართველოში მოხდა, დაკავშირებულია სწორედ ამ ზეგავლენასთან, პირველ რიგში იმიტომ, რომ ახალმთვარეობა გვაქვს, ეს კი უარყოფითი ენერგიის მატარებელია და ყველა სახის კატაკლიზმებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის. ასევე, ერთ-ერთი ბოროტი პლანეტა სატურნი ამ დღეებში მორიელის ზოდიაქოში გადადის და მისი ამ ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ეკოლოგიური კუთხით ყოველთვის მძიმე შედეგებს გვაძლევს.

კიდევ ერთი მიზეზი მზე და მარსია, ეს ორი ძალიან დიდი ენერგიაა და სხვადასხვა სახის ენერგეტიკულ-ეკოლოგიურ კატასტროფებს და პრობლემებს იწვევს. რაც მთავარია არტყამს სუსტ ადგილზე. აბა დაუკვირდით, სტიქია შეიძლება წყალდიდობამ და მეწყერმა გამოიწვია, მაგრამ უწია სად? ყველაზე სუსტ ადგილას, ვაკესა და საბურთალოს შორის, რომელიც კონსტრუქციულად არასწორად იყო გაკეთებული. ეს იმის მაჩვენებელია, რომ კოსმოსი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, მსხვერპლი რომ არ იყოს, გონებას და პროფესიონალებს უნდა მოუხმონ, რომ ამდაგვარი შეცდომები არ იყოს დაშვებული.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ვგრძნობ, საუბარი მიჭირს, სუნთქვა აღარ მყოფნის..ბევრი რამ მასწავლა იმ დღეებმა" - რას წერს ექიმი ზურაბ გურული, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა

"პაპის თვალებით იცქირები“ - მამა პეტრე შვილიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

echstars-ის სტარტაპ კვირეული დაიწყო!