პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის
როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის

13 ივ­ნი­სის ტრა­გე­დი­ის ღა­მეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, არი­ან და­კარ­გუ­ლე­ბიც, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, თუმ­ცა ზოგს გა­უ­მარ­თლა და ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. მათ შო­რის იყო მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი მზია გორ­გი­შე­ლი, რო­მე­ლიც გმირ­თა მო­ე­დან­ზე 11 სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მზე­სუმ­ზი­რას და სი­გა­რეტს ყი­დის. ტრა­გე­დი­ის ღა­მეს წყალ­მა ისიც გა­ი­ტა­ცა. რო­გორ გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს, ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს.

- წლე­ბია, გმირ­თა მო­ე­დან­ზე მზე­სუმ­ზი­რას და სი­გა­რეტს ვყი­დი ღე­რე­ბით, ეს არის ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი. ქარ­ში, წვი­მა­ში, ზამ­თარ­ში, გვი­ა­ნო­ბამ­დე ქუ­ჩა­ში ვზი­ვარ ლუკ­მა-პუ­რის­თვის. ჩემ­თვის ყვე­ლა კა­პი­კი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ინ­ვა­ლი­დი ქალი ვარ. წელ­ში ვე­ღარ ვსწორ­დე­ბი, სი­ა­რუ­ლი მი­ჭირს, მაგ­რამ რა ვქნა, მში­ე­რი ხო არ მოვ­კვდე­ბი?

სტი­ქი­ის ღა­მე­საც ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვი. წვი­მა როცა და­ი­წყო, გა­სარ­თობ ცენ­ტრში შე­ვე­დი, როცა ძა­ლი­ან მცი­ვა ან წვიმს, იქ ვა­ფა­რებ კუ­თხე­ში თავს. ვი­ფიქ­რე, წვი­მა გა­და­ი­ღებ­და, მაგ­რამ უფრო და უფრო და­უშ­ვა. ადიდ­და წყა­ლი და ფან­ჯა­რა შე­მო­ამ­ტვრია. შე­მე­შინ­და, მე­გო­ნა ოკე­ა­ნე მო­ვარ­და, გა­რეთ გა­მოს­ვლა ვცა­დე და კარი რომ გა­ვა­ღე, ტალ­ღა და­მე­ჯა­ხა. წყა­ლი კედ­ლებს მა­ხეთ­ქებ­და, შემ­დეგ ტალ­ღამ გა­რეთ გა­მო­მაგ­დო, გვერ­დით კა­ზი­ნო­ში შე­მაგ­დო. მივ­ხვდი, მარ­ტო ვი­ყა­ვი, ვკი­ო­დი, ვტი­რო­დი, ვხვდე­ბო­დი ვკვდე­ბო­დი, რამ მო­მა­ფიქ­რა არ ვიცი, გა­მახ­სენ­და, რომ კა­ზი­ნოს კი­ბით ქვე­მოთ ჩა­სას­ვლე­ლი აქვს, მივ­ხვდი, წყა­ლი იქ თუ ჩა­მაგ­დებ­და და­ვიხ­რჩო­ბო­დი. გა­მოვ­ცუ­რე რა­ღაც­ნა­ი­რად, გა­რეთ ქოთ­ნებ­თან ჯაჭვს მო­ვე­ჭი­დე, დავ­ყვე­ბო­დი ამ ჯაჭვს. ვყვი­რო­დი, გა­სარ­თობ ცენ­ტრს აქვს პა­ტა­რა "ფორ­თო­ჩკა", თა­ნამ­შრო­მელ­მა ნი­ნომ გად­მომ­ხე­და ყვი­რილ­ზე, ჩა­მო­ვი­და ნინო მე­ო­რე სარ­თულ­ზე, გა­მო­ა­ღო ფან­ჯა­რა, დად­გა ამ ფან­ჯა­რა­ზე, ხელი მომ­კი­და და ამათ­რია ზე­ვით.

ავე­დით თუ არა, მე­ო­რე სარ­თულ­ზეც შე­მო­ვარ­და წყა­ლი. ფეხს მი­წა­ზე ვე­ღარ ვდებ­დი, ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი, ქვი­შით მქონ­და თვა­ლე­ბი და­ფა­რუ­ლი. ვი­ფიქ­რე, თვა­ლის ჩინი წა­მერ­თვა, მაგ­რამ მთა­ვა­რი იყო, არ მოვმკვდა­რი­ყა­ვი. ნი­ნოს დედა მომ­დგა­რი იყო გმირ­თა მო­ე­დანს, გულ­მა სახ­ლში არ გა­ა­ჩე­რა, მის­გან გა­ვი­გეთ, რომ სას­წრა­ფოდ უნდა დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა შე­ნო­ბა. ნი­ნოს უთხრა შე­ნო­ბა წყლით ივ­სე­ბა და იქ­ნებ გა­რეთ გა­მოხ­ვი­დე­თო. გავ­ვარ­დით მე­ო­რე გა­სას­ვლელ­თან, კარი ჩა­კე­ტი­ლი იყო, ამი­ტომ ნი­ნომ სა­ი­და­ნაც შე­მაგ­დო გა­სარ­თობ ცენ­ტრში, იქე­დან გად­მო­ვე­დით. წყალს მივ­ქონ­დით, ძალა აღარ მქონ­და, ნი­ნო­ზე მქონ­და ხელი შე­მოხ­ვე­უ­ლი, კი­ვი­ლის თა­ვიც აღარ მქონ­და, კი­ოდ­ნენ გო­გო­ნე­ბიც, სა­ა­თე­ბის მა­ღა­ზი­ის მხრი­დან ხმა მოგ­ვეს­მა, ნი­ნომ რო­გორ­მე იქეთ უნდა გა­და­ვი­დე­თო. ხალ­ხი კი­ო­და, ლო­ცუ­ლობ­და. ხელი გა­მეშ­ვა, გა­მი­ტა­ცა წყალ­მა, მი­წა­ზე მა­ფორ­თხა, თავ­ზე გა­დამ­დი­ო­და ოკე­ა­ნე, შემ­დეგ გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. ამო­მათ­რია ხალ­ხმა, ყურ­ში მე­ძახ­დნენ მზია გა­მაგრდი, ცო­ტაც და მი­ვალ­თო. ასე მათ­რი­ეს და მერე მო­ვიდ­ნენ ვი­ღა­ცე­ე­ბი.

- ბო­ლოს სა­მაშ­ვე­ლომ გა­და­გარ­ჩი­ნათ?

- არ ვიცი, ვინ იყო, მე ხომ ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი? სა­ვა­რა­უ­დოდ, მაშ­ვე­ლე­ბი იყ­ვნენ, აბა, იმ ოკე­ა­ნე­ში ვინ შე­მო­ვი­დო­და? კა­ცე­ბის ხმა მეს­მო­და, უი, გო­გო­ნე­ბო თქვენ ხართ? ეს მო­ხუ­ციც თქვენ­თან არი­სო. ჩაგ­ვსვეს რა­ღაც მან­ქა­ნა­ში, მე, ნინო და მისი ამ­ხა­ნა­გი ერთ სკამ­ზე ვი­ჯე­ქით. ყურ­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ ის ბი­ჭე­ბი, ბებო გა­მაგრდიო. ვკან­კა­ლებ­დი, გო­გო­ე­ბი მწმინ­დავ­დნენ, მაგ­რამ მა­თაც ჭუ­ჭყი­ა­ნი ხე­ლე­ბი ჰქონ­დათ, რას გამ­წმინ­დავ­დნენ. კარ­გა ხანი ვი­ყა­ვით იმ ბი­ჭებ­თან, ვკან­კა­ლებ­დი, შემ­დეგ გა­დამ­სვეს რა­ღაც მან­ქა­ნა­ში და ვა­კე­ში, ნი­ნოს სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეს. დამ­ბა­ნეს, თვა­ლებ­ში რა­ღა­ცე­ე­ბი მას­ხეს და თვა­ლის ჩინი და­მიბ­რუნ­და. სულ ქვი­შით მქონ­და სას­ვე, ამი­ტომ ვერ ვხე­დავ­დი. ფე­ხე­ბი მაქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ბარ­ძა­ყე­ბი და ვე­ნე­ბი დაშ­რა­მუ­ლი მაქვს. წყალ­მა რომ მა­ფორ­თხა, ალ­ბათ მა­გის ბრა­ლია. მკლა­ვე­ბი უფრო მსუ­ბუ­ქად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მაქვს. რაც მქონ­და ყვე­ლა­ფე­რი წყალ­მა წა­ი­ღო და დავ­რჩი ასე, ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე ქვე­ყა­ნა­ზე ეს ინ­ვა­ლი­დი ქალი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის

როგორ გადაურჩა სიკვდილს გმირთა მოედანზე მარტოხელა მოხუცი ქალი, რომელიც მზესუმზირასა და სიგარეტს ყიდის

13 ივნისის ტრაგედიის ღამეს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაკარგულებიც, რამდენიმე მათგანი უკვე გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ზოგს გაუმართლა და ცოცხალი გადარჩა. მათ შორის იყო მარტოხელა მოხუცი მზია გორგიშელი, რომელიც გმირთა მოედანზე 11 სართულიანი კორპუსის ტერიტორიაზე მზესუმზირას და სიგარეტს ყიდის. ტრაგედიის ღამეს წყალმა ისიც გაიტაცა. როგორ გადაურჩა სიკვდილს, ამის შესახებ Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.

- წლებია, გმირთა მოედანზე მზესუმზირას და სიგარეტს ვყიდი ღერებით, ეს არის ჩემი შემოსავალი. ქარში, წვიმაში, ზამთარში, გვიანობამდე ქუჩაში ვზივარ ლუკმა-პურისთვის. ჩემთვის ყველა კაპიკი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ინვალიდი ქალი ვარ. წელში ვეღარ ვსწორდები, სიარული მიჭირს, მაგრამ რა ვქნა, მშიერი ხო არ მოვკვდები?

სტიქიის ღამესაც ქუჩაში ვიყავი. წვიმა როცა დაიწყო, გასართობ ცენტრში შევედი, როცა ძალიან მცივა ან წვიმს, იქ ვაფარებ კუთხეში თავს. ვიფიქრე, წვიმა გადაიღებდა, მაგრამ უფრო და უფრო დაუშვა. ადიდდა წყალი და ფანჯარა შემოამტვრია. შემეშინდა, მეგონა ოკეანე მოვარდა, გარეთ გამოსვლა ვცადე და კარი რომ გავაღე, ტალღა დამეჯახა. წყალი კედლებს მახეთქებდა, შემდეგ ტალღამ გარეთ გამომაგდო, გვერდით კაზინოში შემაგდო.  მივხვდი, მარტო ვიყავი, ვკიოდი, ვტიროდი, ვხვდებოდი ვკვდებოდი, რამ მომაფიქრა არ ვიცი, გამახსენდა, რომ კაზინოს კიბით ქვემოთ ჩასასვლელი აქვს, მივხვდი, წყალი იქ თუ ჩამაგდებდა დავიხრჩობოდი. გამოვცურე რაღაცნაირად, გარეთ ქოთნებთან ჯაჭვს მოვეჭიდე, დავყვებოდი ამ ჯაჭვს. ვყვიროდი, გასართობ ცენტრს აქვს პატარა "ფორთოჩკა", თანამშრომელმა ნინომ გადმომხედა ყვირილზე, ჩამოვიდა ნინო მეორე სართულზე, გამოაღო ფანჯარა, დადგა ამ ფანჯარაზე, ხელი მომკიდა და ამათრია ზევით.

ავედით თუ არა, მეორე სართულზეც შემოვარდა წყალი. ფეხს მიწაზე ვეღარ ვდებდი, ვერაფერს ვხედავდი, ქვიშით მქონდა თვალები დაფარული. ვიფიქრე, თვალის ჩინი წამერთვა, მაგრამ მთავარი იყო, არ მოვმკვდარიყავი. ნინოს დედა მომდგარი იყო გმირთა მოედანს, გულმა სახლში არ გააჩერა, მისგან გავიგეთ, რომ სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა შენობა. ნინოს უთხრა შენობა წყლით ივსება და იქნებ გარეთ გამოხვიდეთო. გავვარდით მეორე გასასვლელთან, კარი ჩაკეტილი იყო, ამიტომ ნინომ საიდანაც შემაგდო გასართობ ცენტრში, იქედან გადმოვედით. წყალს მივქონდით, ძალა აღარ მქონდა, ნინოზე მქონდა ხელი შემოხვეული, კივილის თავიც აღარ მქონდა, კიოდნენ გოგონებიც, საათების მაღაზიის მხრიდან ხმა მოგვესმა, ნინომ როგორმე იქეთ უნდა გადავიდეთო. ხალხი კიოდა, ლოცულობდა. ხელი გამეშვა, გამიტაცა წყალმა, მიწაზე მაფორთხა, თავზე გადამდიოდა ოკეანე, შემდეგ გონება დავკარგე. ამომათრია ხალხმა, ყურში მეძახდნენ მზია გამაგრდი, ცოტაც და მივალთო. ასე მათრიეს და მერე მოვიდნენ ვიღაცეები.

- ბოლოს სამაშველომ გადაგარჩინათ?

- არ ვიცი, ვინ იყო, მე ხომ ვერაფერს ვხედავდი? სავარაუდოდ, მაშველები იყვნენ, აბა, იმ ოკეანეში ვინ შემოვიდოდა? კაცების ხმა მესმოდა, უი, გოგონებო თქვენ ხართ? ეს მოხუციც თქვენთან არისო. ჩაგვსვეს რაღაც მანქანაში, მე, ნინო და მისი ამხანაგი ერთ სკამზე ვიჯექით. ყურში მეუბნებოდნენ ის ბიჭები, ბებო გამაგრდიო. ვკანკალებდი, გოგოები მწმინდავდნენ, მაგრამ მათაც ჭუჭყიანი ხელები ჰქონდათ, რას გამწმინდავდნენ. კარგა ხანი ვიყავით იმ ბიჭებთან, ვკანკალებდი, შემდეგ გადამსვეს რაღაც მანქანაში და ვაკეში, ნინოს სახლში წამიყვანეს. დამბანეს, თვალებში რაღაცეები მასხეს და თვალის ჩინი დამიბრუნდა. სულ ქვიშით მქონდა სასვე, ამიტომ ვერ ვხედავდი. ფეხები მაქვს დაზიანებული, ბარძაყები და ვენები დაშრამული მაქვს. წყალმა რომ მაფორთხა, ალბათ მაგის ბრალია. მკლავები უფრო მსუბუქად დაზიანებული მაქვს. რაც მქონდა ყველაფერი წყალმა წაიღო და დავრჩი ასე, ყველაფრის გარეშე ქვეყანაზე ეს ინვალიდი ქალი.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია