პარტნიორები:

    დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

    დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს

    დიდ დიღომში დაჭრილი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ღუდუშაურის კლინიკის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური რეანიმაციის განყოფილების გამგის, ნიკა ქარცივაძის ინფორმაციით, დაჭრილი 29 წლის მამაკაცი კლინიკაში 20.15 საათზე შეიყვანეს.

    მისი თქმით, მამაკაცს ხერხემლის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. ექიმის ინფორმაციით, მას არ ჰქონდა დაზიანებული შინაგანი ორგანოები და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ის სახლში გაწერეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

    "ინტერპრესნიუსი"

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია