რადიო "ფორტუნას" ეზოში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველის ნაფეხურები იპოვეს. ამ წუთებში შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სპეცაილაური სამსახურის თანამშრომლები, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ნაკვალევი, სავარაუდოდ, ახალია. სპეციალისტებმა ცხოველის ძიების ოპერაცია უკვე დაიწყეს. ადგილზე იმყოფება "ამბები.გე"-ს ჟურნალისტი. დამატებით ინფორმაციას უახლოეს წუთებში მოგაწვდით.