სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"
"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

გუ­შინ, "ლა­გუ­ნა ვე­რეს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ სა­წყო­ბებ­ში შე­სულ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს, 43 წლის ოთარ ცუ­ხიშ­ვილს თავს ვე­ფხვი და­ეს­ხა. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბულ შე­ნო­ბა­ში პირ­ვე­ლად შე­ვიდ­ნენ. სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი შე­სა­ბა­მისს სამ­სა­ხუ­რებს დატ­ბო­რი­ლი და და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის გაწ­მენ­და­სა და ტე­რი­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბას სთხოვ­დნენ. მას შემ­დეგ, რაც ამას ვერ მი­აღ­წი­ეს, იქა­უ­რო­ბის შე­მოწ­მე­ბა თა­ვად გა­და­წყვი­ტეს. რო­გორც თვითმხლილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სარ­დაფ­ში პირ­ვე­ლი სწო­რედ ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლი შე­ვი­და, რო­მელ­საც იქვე და­მა­ლუ­ლი ვე­ფხვი თავს და­ეს­ხა. სა­ვა­რა­უ­დოდ, სტი­ქი­ის შემ­დეგ, ზო­ო­პარ­კი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი მტა­ცე­ბე­ლი სწო­რედ მათ შე­ნო­ბა­ში იმა­ლე­ბო­და; თა­ვის დრო­ზე შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს იქა­უ­რო­ბა რომ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ, ეს ტრა­გე­დია არ მოხ­დე­ბო­და, - ამ­ბობ­დნენ მომ­ხდა­რით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ყელ­გა­მო­ღად­რუ­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დამ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო...

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ­ჯე­რო­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა, თუმ­ცა, გუ­შინ­ვე ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო და გა­ნა­ცხა­და, რომ ვე­ფხვი, რო­მე­ლიც მკვდა­რი ეგო­ნათ, სი­ნამ­დვი­ლე­ში ცო­ცხა­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც ვერ გათ­ვა­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლი მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წე­რეთ­ლი­დან იყო.

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რას" გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ, თა­მაზ ცუ­ხიშ­ვილ­მა უამ­ბო, ოთარ ცუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ და­ახ­ლო­ე­ბით 15 წლის წინ ჩა­მო­ვი­და.

თა­მაზ ცუ­ხიშ­ვი­ლი:

- რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩემი ძმა, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ომებ­ში იბ­რძო­და და იქ ტყვი­ას გა­და­ურ­ჩა, ვე­ფხვის მსხვერ­პლად იქ­ცე­ო­და... ამას ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სა­მუ­შა­ოდ შე­სულს, ოთახ­ში ვე­ფხვი დახ­ვდე­ბო­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. ჯერ თვითმხილ­ვე­ლე­ბიც არ მი­ნა­ხავს. როცა თბი­ლის­ში მე ჩა­მო­ვე­დი, ისი­ნი და­კი­თხვა­ზე იყ­ვნენ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის­თვის უნდა მი­მე­ხე­და. ასე რომ, ჯერ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­ვა­პა­ტი­ოს­ნო და შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი რა­ტომ შე­ე­წი­რა ჩემი ძმა ვე­ფხვს. ჩი­ვილს არ ვა­პი­რებ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს რა მოხ­და.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და თქვე­ნი ძმა?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"

გუშინ, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში შესულ თანამშრომლებიდან ერთ-ერთს, 43 წლის ოთარ ცუხიშვილს თავს ვეფხვი დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანამშრომლების სტიქიის შედეგად დაზიანებულ შენობაში პირველად შევიდნენ. სამი დღის განმავლობაში კი შესაბამისს სამსახურებს დატბორილი და დანაგვიანებული შენობების გაწმენდასა და ტერიტორიის შემოწმებას სთხოვდნენ. მას შემდეგ, რაც ამას ვერ მიაღწიეს, იქაურობის შემოწმება თავად გადაწყვიტეს. როგორც თვითმხლილველები ამბობენ, სარდაფში პირველი სწორედ ოთარ ცუხიშვილი შევიდა, რომელსაც იქვე დამალული ვეფხვი თავს დაესხა. სავარაუდოდ, სტიქიის შემდეგ, ზოოპარკიდან გამოქცეული მტაცებელი სწორედ მათ შენობაში იმალებოდა; თავის დროზე შესაბამის სამსახურებს იქაურობა რომ შეემოწმებინათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, - ამბობდნენ მომხდარით შეძრწუნებული თანამშრომლები.

ყელგამოღადრული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო...

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, თუმცა, გუშინვე ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ვეფხვი, რომელიც მკვდარი ეგონათ, სინამდვილეში ცოცხალი აღმოჩნდა, რაც ვერ გათვალეს. გარდაცვლილი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლიდან იყო.

როგორც "კვირის პალიტრას" გარდაცვლილის ძმამ, თამაზ ცუხიშვილმა უამბო, ოთარ ცუხიშვილი თბილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ დაახლოებით 15 წლის წინ ჩამოვიდა.

თამაზ ცუხიშვილი:

- რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვის მსხვერპლად იქცეოდა... ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ სამუშაოდ შესულს, ოთახში ვეფხვი დახვდებოდა. გაოგნებული ვარ. ჯერ თვითმხილველებიც არ მინახავს. როცა თბილისში მე ჩამოვედი, ისინი დაკითხვაზე იყვნენ, მიცვალებულისთვის უნდა მიმეხედა. ასე რომ, ჯერ მიცვალებული გავაპატიოსნო და შემდეგ აუცილებლად დავინტერესდები რატომ შეეწირა ჩემი ძმა ვეფხვს. ჩივილს არ ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს რა მოხდა.

- რას საქმიანობდა თქვენი ძმა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია