პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან
"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან

13 ივ­ნისს თბი­ლისს ნი­აღ­ვა­რი და­ა­ტყდა თავს და პა­ტა­რა, ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მდი­ნა­რე ვერე გა­და­რე­ულ, ბო­ბო­ქარ, წყა­ლუხვ მდი­ნა­რეს და­ემ­სგავ­სა, და­ტო­ვა ნა­პი­რე­ბი და მო­ას­კდა ახალ გზა­სა და ზო­ო­პარკს. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი, და­კარ­გუ­ლე­ბი... ამას ემა­ტე­ბა თბი­ლი­სის თით­ქმის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კი, და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფა­რი, სა­დაც ასე­ვე არ­ნა­ხუ­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, უამ­რა­ვი უსახლ-კა­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

14 ივ­ნისს დი­ლი­დან გმირ­თა მო­ედ­ნის­კენ და­იძ­რა ხალ­ხი, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ მი­სად­გო­მე­ბი და­კე­ტა, რომ ხალ­ხს ტექ­ნი­კის მუ­შა­ო­ბის­თვის არ შე­ე­შა­ლა ხელი. თა­ვი­დან მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს უშ­ვებ­დნენ.

კოს­ტა­ვას ქუ­ჩი­დან პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­თან რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტატ­თან ერ­თად მო­მი­წია ლო­დი­ნი. ხალ­ხი მა­ტუ­ლობ­და. ყვე­ლას უნ­დო­და სულ მცი­რე­დით მა­ინც დახ­მა­რე­ბო­და ქა­ლაქს, ზო­ო­პარკს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს. ბო­ლოს შეგ­ვიშ­ვეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აქ ვნა­ხე ის, რა­მაც ამ უი­მე­დო­ბა­სა და სა­სო­წარ­კვე­თა­ში იმე­დი მომ­ცა და მო­მავ­ლის რწმე­ნა ჩა­მი­სა­ხა გულ­ში - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გვერ­დიგ­ვერდ იდ­გნენ და თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობ­დნენ.

ვი­საც ნიჩ­ბე­ბი არ შეხ­ვდა, პირ­და­პირ შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით ყრი­და ტა­ლახ­სა და ქვის ნა­ტე­ხებს. იქვე უწყვეტ ნა­კა­დად მო­დი­ოდ­ნენ ერთ-ერთი პი­ცე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­პე­დე­ბით და საჭ­მელ­სა და წყალს ური­გებ­დნენ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლე­ბიც შე­უ­ჩე­რებ­ლად გა­ნაგ­რძობ­დნენ მუ­შა­ო­ბას და რო­მელ­თა რი­ცხვი არა თუ არ იკ­ლებ­და, პი­რი­ქით - გა­ნუხ­რე­ლად იზ­რდე­ბო­და. ბო­ლოს პო­ლი­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ისევ ჩა­ე­კე­ტა პე­რი­მეტ­რი და ხალ­ხი მო­ხა­ლი­სე­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო პუნ­ქტის­კენ გა­და­ე­მი­სა­მარ­თე­ბი­ნა.

აქვე სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­წყეს საჭ­მლი­სა და სას­მე­ლი წყლის შე­მო­ტა­ნა. სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვერ­დიგ­ვერდ შრო­მობ­დნენ, ებ­რძოდ­ნენ უბე­დუ­რე­ბას და ამ შე­მარ­თე­ბა­ში ალ­ბათ, ყვე­ლას გულ­ში იშვა იმე­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყველ­გან სიკ­ვდი­ლის სა­ში­ნე­ლი ნაკ­ვა­ლე­ვი იკი­თხე­ბო­და - ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩან­და მკვდა­რი დათ­ვი, რო­მე­ლიც სა­ხით დამ­ხო­ბო­და ფი­ცარს, გზის გა­ნა­პი­რას ეგდო მკვდა­რი მგე­ლი, ხის მო­რე­ბი­თა და ტა­ლა­ხის სქე­ლი ფე­ნით და­ფა­რულ ახალ გზა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კვა­ლის­თვის მი­ეგ­ნოთ, ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი ნან­გრე­ვე­ბად ქცე­უ­ლი­ყო, ზო­ო­პარ­კი - ნა­ზო­ო­პარ­კა­ლად, გზა - ნაგ­ზე­ვად, მაგ­რამ ვი­დე­ქით ჩვენ, ადა­მი­ა­ნე­ბი და თით­ქოს ვი­ღა­ცას ეთ­ქვა, ამის დე­დაც, მოდი და­ვა­ლა­გოთ და გა­ვაგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბაო და ხალ­ხიც იბ­რძო­და, ადა­მი­ა­ნე­ბი არ აპი­რებ­დნენ და­ნე­ბე­ბა­სა და გა­ჩე­რე­ბას, არ აპი­რებ­დნენ შე­გუ­ე­ბოდ­ნენ სტი­ქი­ის და­მან­გრე­ველ შე­დე­გებს.

თურ­მე შეგვძლე­ბია თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბა, გვერ­დიგ­ვერდ თა­ნას­წო­რად დგო­მა და შრო­მა და­უ­ზა­რებ­ლად, თავ­და­უ­ზო­გა­ვად. შეგვძლე­ბია პი­რა­დი წყე­ნე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის გვერ­დით გა­წე­ვა. მე ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს ნიშ­ნე­ბია, რაც მო­ას­წა­ვებს ახა­ლი დღის მოს­ვლა­სა და და­ბა­დე­ბას ჩვენ რე­ა­ლო­ბა­ში. სწო­რედ ეს დაგ­ვაძ­ლე­ვი­ნებს ყვე­ლა პრობ­ლე­მას. ახლა პირ­ველ რიგ­ში უნდა გავ­წმინ­დოთ დან­გრე­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, და­ვეხ­მა­როთ უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ ადა­მი­ა­ნებს, ზო­ო­პარკს და როცა მეტ-ნაკ­ლე­ბად ნორ­მა­ლიზ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, აუ­ცი­ლებ­ლად უფრო აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ვერ­თოთ დის­კუ­სი­ა­ში, უნდა და­ვად­გი­ნოთ რა პრინ­ცი­პე­ბით უნდა რე­გუ­ლირ­დე­ბო­დეს და რა შე­ზღუდ­ვებს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რათა სა­მო­მავ­ლოდ თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მსგავ­სი კა­ტას­ტრო­ფა. ჯერი პა­ნო­რა­მა თბი­ლი­სი­სა და მირ­ზა შა­ფის პრო­ექ­ტებ­ზეა. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია არ ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს. დროა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­წყოს ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა. მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის კო­ლე­გი­ა­ლუ­რად და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სის გზით გა­და­წყვე­ტა. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ქა­ლაქ­ში მწვა­ნე ზო­ლე­ბის ბე­ტო­ნის ჯუნ­გლე­ბი­სათ­ვის შე­წირ­ვა.

გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ნა­ხოს, მაგ­რამ არა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ხარ­ჯზე. იმე­დია ამ დიდი ტრა­გე­დი­ი­დან ამ მთა­ვარ გაკ­ვე­თილს მა­ინც ავით­ვი­სებთ.

Toressa Mossy

სვე­ტი სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

ფოტო: Tbilisi city hall

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| ფო­ტო­გა­ლე­რეა: სი­კე­თის ეპი­დე­მია თბი­ლის­ში: ცრემ­ლის­მომ­გვრე­ლი ერ­თი­ა­ნო­ბა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან

"ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს" - ემოციური ჩანახატი მოხალისეთა რიგებიდან

13 ივნისს თბილისს ნიაღვარი დაატყდა თავს და პატარა, ყველასთვის საყვარელი მდინარე ვერე გადარეულ, ბობოქარ, წყალუხვ მდინარეს დაემსგავსა, დატოვა ნაპირები და მოასკდა ახალ გზასა და ზოოპარკს. გარდაცვლილები, დაკარგულები... ამას ემატება თბილისის თითქმის ბოლომდე განადგურებული ზოოპარკი, დახოცილი ცხოველები, ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი, სადაც ასევე არნახული ტრაგედია ტრიალებს, უამრავი უსახლ-კაროდ დარჩენილი ადამიანი და განადგურებული ინფრასტრუქტურა.

14 ივნისს დილიდან გმირთა მოედნისკენ დაიძრა ხალხი, მაგრამ პოლიციამ მისადგომები დაკეტა, რომ ხალხს ტექნიკის მუშაობისთვის არ შეეშალა ხელი. თავიდან მხოლოდ ჟურნალისტებსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს უშვებდნენ.

კოსტავას ქუჩიდან პოლიციის კორდონთან რამდენიმე დეპუტატთან ერთად მომიწია ლოდინი. ხალხი მატულობდა. ყველას უნდოდა სულ მცირედით მაინც დახმარებოდა ქალაქს, ზოოპარკს, დაზარალებულებს. ბოლოს შეგვიშვეს ტერიტორიაზე და აქ ვნახე ის, რამაც ამ უიმედობასა და სასოწარკვეთაში იმედი მომცა და მომავლის რწმენა ჩამისახა გულში - ადამიანები, რომლებიც გვერდიგვერდ იდგნენ და თავდაუზოგავად მუშაობდნენ.

ვისაც ნიჩბები არ შეხვდა, პირდაპირ შიშველი ხელებით ყრიდა ტალახსა და ქვის ნატეხებს. იქვე უწყვეტ ნაკადად მოდიოდნენ ერთ-ერთი პიცერიის თანამშრომლები მოპედებით და საჭმელსა და წყალს ურიგებდნენ მოხალისეებს, რომლებიც შეუჩერებლად განაგრძობდნენ მუშაობას და რომელთა რიცხვი არა თუ არ იკლებდა, პირიქით - განუხრელად იზრდებოდა. ბოლოს პოლიცია იძულებული გახდა, ისევ ჩაეკეტა პერიმეტრი და ხალხი მოხალისეთა საკოორდინაციო პუნქტისკენ გადაემისამართებინა.

აქვე სამხედროებმა დაიწყეს საჭმლისა და სასმელი წყლის შემოტანა. სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები და რიგითი მოქალაქეები გვერდიგვერდ შრომობდნენ, ებრძოდნენ უბედურებას და ამ შემართებაში ალბათ, ყველას გულში იშვა იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან სიკვდილის საშინელი ნაკვალევი იკითხებოდა - ზოოპარკის ტერიტორიაზე ჩანდა მკვდარი დათვი, რომელიც სახით დამხობოდა ფიცარს, გზის განაპირას ეგდო მკვდარი მგელი, ხის მორებითა და ტალახის სქელი ფენით დაფარულ ახალ გზაზე, ადამიანები ცდილობდნენ საკუთარი ავტომობილების კვალისთვის მიეგნოთ, ირგვლივ ყველაფერი ნანგრევებად ქცეულიყო, ზოოპარკი - ნაზოოპარკალად, გზა - ნაგზევად, მაგრამ ვიდექით ჩვენ, ადამიანები და თითქოს ვიღაცას ეთქვა, ამის დედაც, მოდი დავალაგოთ და გავაგრძელოთ ცხოვრებაო და ხალხიც იბრძოდა, ადამიანები არ აპირებდნენ დანებებასა და გაჩერებას, არ აპირებდნენ შეგუებოდნენ სტიქიის დამანგრეველ შედეგებს.

თურმე შეგვძლებია თვითორგანიზება, გვერდიგვერდ თანასწორად დგომა და შრომა დაუზარებლად, თავდაუზოგავად. შეგვძლებია პირადი წყენებისა და დაპირისპირებების გვერდით გაწევა. მე ვფიქრობ, სწორედ ეს ნიშნებია, რაც მოასწავებს ახალი დღის მოსვლასა და დაბადებას ჩვენ რეალობაში. სწორედ ეს დაგვაძლევინებს ყველა პრობლემას. ახლა პირველ რიგში უნდა გავწმინდოთ დანგრეული ადგილები, დავეხმაროთ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს, ზოოპარკს და როცა მეტ-ნაკლებად ნორმალიზდება ყველაფერი, აუცილებლად უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ დისკუსიაში, უნდა დავადგინოთ რა პრინციპებით უნდა რეგულირდებოდეს და რა შეზღუდვებს უნდა დაემორჩილოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რათა სამომავლოდ თავიდან ავირიდოთ მსგავსი კატასტროფა. ჯერი პანორამა თბილისისა და მირზა შაფის პროექტებზეა. ორივე შემთხვევაში საზოგადოებისა და ხელისუფლების პოზიცია არ ემთხვევა ერთმანეთს. დროა ხელისუფლებამ დაიწყოს ადამიანების მოსმენა. მსგავსი საკითხების კოლეგიალურად და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის გზით გადაწყვეტა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ქალაქში მწვანე ზოლების ბეტონის ჯუნგლებისათვის შეწირვა.

გამოსავალი ყოველთვის შეიძლება მოინახოს, მაგრამ არა საცხოვრებელი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების ხარჯზე. იმედია ამ დიდი ტრაგედიიდან ამ მთავარ გაკვეთილს მაინც ავითვისებთ.

Toressa Mossy

სვეტი სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ფოტო: Tbilisi city hall

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტოგალერეა: სიკეთის ეპიდემია თბილისში: ცრემლისმომგვრელი ერთიანობა უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია