პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები" – სტუდენტების მიმართვა უნივერსიტეტს
"გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები" – სტუდენტების მიმართვა უნივერსიტეტს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სის სტუ­დენ­ტი და­ვით არჩვა­ძე უნი­ვერ­სი­ტეტს დას­კვნი­თი გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩათ­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას edu.aris.ge ავ­რცე­ლებს.

რო­გორც და­ვით არჩვა­ძემ edu.aris.ge-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ამ მო­თხოვ­ნის მთვა­რი მი­ზა­ნია ის, რომ სტუ­დენ­ტებს სურთ და­ეხ­მა­რონ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე და­სუფ­თა­ვე­ბი­სა და აღ­დგე­ნით სა­მუ­შა­ო­ებ­ში.

edu.aris.ge--ს ცნო­ბით, ამ მიზ­ნით, და­ვით არჩვა­ძემ პე­ტი­ცია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის ხელ­მომ­წერ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ წუთს იზ­რდე­ბა. რო­გორც მა­ნი­ფეს­ტის ინი­ცი­ა­ტორ­მა edu.aris.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან მსგავ­სი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.

"მო­თხოვ­ნას ბევ­რი ჩათ­ვლის "ვი­გოდ­ნი­კურ" ნა­ბი­ჯად, მაგ­რამ მარ­თლა კე­თი­ლი მი­ზა­ნი აქვს ამ წა­მო­წყე­ბას. თუ რე­ა­ლუ­რი ნება გა­მოჩ­ნდა, თა­ვის­თა­ვად სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­საც მივ­მარ­თავ ანა­ლო­გი­უ­რი მო­თხოვ­ნით", – აღ­ნიშ­ნავს და­ვით არჩვა­ძე.

პე­ტი­ცი­ას, რო­მე­ლიც 18 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნდა, თან­დარ­თუ­ლია სტუ­დენ­ტის მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც წე­რია:

"13 ივ­ნი­სის დი­ლი­დან, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი იწყებ­და მზა­დე­ბას მო­მა­ვა­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის, ზოგი რე­ა­ლუ­რად, ზო­გიც ფიქ­რებ­ში.. არა­ვის ეგო­ნა რა საშ­ნე­ლე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და სა­ღა­მოს… 14 ივ­ნისს ყვე­ლამ ერ­თად და­ი­კი­და მო­მა­ვა­ლი გა­მოც­დე­ბი, ყვე­ლამ და­ი­ვი­წყა ქუ­ლე­ბი და აკა­დე­მი­უ­რი მო­მა­ვა­ლი… ყვე­ლა ერ­თად გა­ვი­და ქა­ლა­ქის საშ­ვე­ლად… არა­ვინ ფიქ­რობ­და კა­ნის ფერ­ზე, რე­ლი­გი­ურ და პო­ლი­ტი­კურ მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბა­ზე… ყვე­ლა ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და… გლო­ვობ­დნენ და­ღუ­პუ­ლებს და სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბოდ­ნენ გა­დარ­ჩე­ნი­ლებს… არა­ვინ ფიქ­რობ­და დას­ვრილ და გა­ფუ­ჭე­ბულ ტან­სა­ცელ­ზე… არა­ვის ში­ო­და და არა­ვის სწყუ­რო­და… მი­ზა­ნი იყო ერთი – მო­ვა­წეს­რი­გოთ ქა­ლა­ქი, ვი­პოვ­ნოთ და­კარ­გუ­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ მარ­ტო არ არი­ან და რომ ისი­ნი არა­ვის გა­უ­წი­რია…

15,16,17 ივ­ნი­სი – არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ მო­ტი­ვა­ცია იზ­რდე­ბა.. ნელ-ნელა ჩანს შრო­მის შე­დე­გი… ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­დის.. ქა­ლა­ქი ქა­ლაქს ემ­სგავ­სე­ბა, გა­დარ­ჩე­ნი­ლებს იმე­დი უჩ­ნდე­ბათ რომ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც კარ­გად იქ­ნე­ბა… ახალ­გაზ­რდე­ბი კი ისევ გა­რეთ არი­ან, შრო­მო­ბენ.. არა­ვის აინ­ტე­რე­სებს წარ­სუ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბი, მთავ­რო­ბა და ოპო­ზი­ცია, ქრის­ტი­ა­ნი და მუს­ლი­მი, თეთ­რი და შავი, ქარ­თვე­ლი და რუსი ერ­თად დგა­ნან და შრო­მო­ბენ, უვ­ლი­ან თბი­ლისს, ქა­ლაქს რო­მელ­საც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ რე­ლი­გი­ურ და ეთ­ნი­კურ გან­მას­ხვა­ვე­ბელ­თა გამ­ქარ­წყლე­ბე­ლი… აქ იწე­რე­ბა ის­ტო­რია, აქ ვი­ჯე­რებთ რომ მარ­თლა დი­ა­დი ერი ვართ, შეგ­ვიძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და მონ­დო­მე­ბაა სა­ჭი­რო… ქარ­თუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა შედ­გა…

მე არ ვფიქ­რობ რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მხო­ლოდ ვიწ­როს­პე­ცი­ა­ლო­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მოგ­ცეს.. ჩემი აზ­რით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი არის ცხოვ­რე­ბის ის ეტა­პი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი უნდა გახ­დეს მო­ქა­ლა­ქე, უნდა გა­იზ­როს რა არის სა­ხელ­მწი­ფოშ ცხოვ­რე­ბა.. უნდა ის­წავ­ლოს ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბა და შე­ით­ვი­სოს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი.. არა­ვინ არა­ფე­რია ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე… ამას ვერ გას­წავ­ლის ვერ­ცერ­თი ლექ­ტო­რი, ამას ვერ გვას­წავ­ლი­ან დიდი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი… ეს უნდა გა­ვი­აზ­როთ და გა­ვი­თა­ვი­სოთ მხო­ლოდ პრაქ­ტი­კით… ეს პრაქ­ტი­კა კი სამ­წუ­ხა­როდ ტრა­გი­კუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ჩემი თა­ო­ბი­სათ­ვის… მაგ­რამ მა­ინც, ჩვენ ვნა­ხეთ რა შეგ­ვიძ­ლია ერ­თად, რა შე­უძ­ლია ცალ­კე­ულ ადა­მი­ან­თა ჯგუფს, რო­მე­ლიც გა­ერ­თი­ან­და… მე ვთვლი, რომ ლოკი სწო­რედ ამას გუ­ლის­ხმობ­და დე­მოკ­რა­ტი­ის ქე­ბა­ში, მონ­ტეს­კი­ეს იმე­დი ჰქონ­და, რომ ფრან­გე­ბი სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერს ის­წავ­ლიდ­ნენ… ვთვლი, რომ ლორდ ექ­ტონს არ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბია ხალ­ხის ძა­ლა­უფ­ლე­ბა, თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ფრა­ზის წარ­მოთ­ქმი­სას… ძა­ლა­უფ­ლე­ბა რყვნის, მაგ­რამ არა მა­შინ რო­დე­საც ხალ­ხი იღებს მას… აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა, აყა­ლი­ბებს აბ­სო­ლუ­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას… ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ არის დიდი კა­ბი­ნე­ტი და "წი­თე­ლი ტე­ლე­ფო­ნი"..

ძა­ლა­უფ­ლე­ბა არის ის, რომ შე­გიძ­ლია 3 დღე­ში გაწ­მინ­დო 3 მეტ­რი­ა­ნი ტა­ლა­ხით და­ფა­რუ­ლი უდი­დე­სი ტე­რი­ტო­რია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ა­ნა­ხო, რომ ერთ ადა­მი­ან­ზე ვერ გა­და­ტყდე­ბა ჯოხი და რომ შენ – ხალ­ხი, ამას არ და­უშ­ვებ… მი­ე­ცით ხალ­ხს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა და თქვენ მი­ი­ღებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ყვე­ლა­ფერს… არ იარ­სე­ბებს ბა­რი­ე­რე­ბი…

მოგ­ვე­ცით ძა­ლა­უფ­ლე­ბა და ჩვენ ავა­შე­ნებთ თო­მას მო­რის უტო­პი­ას… მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა დავ­რჩეთ შემ­დგარ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბად… ნუ ჩაგ­ვიკ­ლავთ მო­მავ­ლის იმედს… ხელს ნუ შე­უშ­ლით სტუ­დენ­ტებს აკე­თონ მათ ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მე, აშე­ნონ ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა… მოგ­ვე­ცით ნება ეს ზა­ფხუ­ლი მი­ვუ­ძღვნათ ჩვენს თბი­ლისს, ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს…

გთხოვთ…ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩაგ­ვით­ვა­ლეთ გა­მოც­დე­ბი….

პა­ტი­ვის­ცე­მით,

და­ვით არჩვა­ძე".

გა­ნახ­ლე­ბა| ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ Manifest.ge-ზე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა აღარ იძებ­ნე­ბა. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, ავ­ტორ­მა წა­შა­ლა.

შე­ნიშ­ვნა| სტა­ტი­ა­ზე თან­დარ­თუ­ლი სქ­რი­ნი არ ასა­ხავს სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფს, რომ­ლებ­მაც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პე­ტი­ცი­ას მო­ა­წე­რეს ხელი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები" – სტუდენტების მიმართვა უნივერსიტეტს

"გთხოვთ, ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები" – სტუდენტების მიმართვა უნივერსიტეტს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი დავით არჩვაძე უნივერსიტეტს დასკვნითი გამოცდების ჩაბარებულად ჩათვლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

როგორც დავით არჩვაძემ edu.aris.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ მოთხოვნის მთვარი მიზანია ის, რომ სტუდენტებს სურთ დაეხმარონ დაზარალებულებს და მონაწილეობა მიიღონ თბილისში მიმდინარე დასუფთავებისა და აღდგენით სამუშაოებში.

edu.aris.ge--ს ცნობით, ამ მიზნით, დავით არჩვაძემ პეტიცია გამოაქვეყნა, რომლის ხელმომწერთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება. როგორც მანიფესტის ინიციატორმა edu.aris.ge-ს განუცხადა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნივერსიტეტის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა სრულიად რეალურია.

"მოთხოვნას ბევრი ჩათვლის "ვიგოდნიკურ" ნაბიჯად, მაგრამ მართლა კეთილი მიზანი აქვს ამ წამოწყებას. თუ რეალური ნება გამოჩნდა, თავისთავად სხვა უნივერსიტეტებსაც მივმართავ ანალოგიური მოთხოვნით", – აღნიშნავს დავით არჩვაძე.

პეტიციას, რომელიც 18 ივნისს გამოქვეყნდა, თანდართულია სტუდენტის მიმართვა, რომელშიც წერია:

"13 ივნისის დილიდან, ყველა სტუდენტი იწყებდა მზადებას მომავალი გამოცდებისთვის, ზოგი რეალურად, ზოგიც ფიქრებში.. არავის ეგონა რა საშნელება დატრიალდებოდა საღამოს… 14 ივნისს ყველამ ერთად დაიკიდა მომავალი გამოცდები, ყველამ დაივიწყა ქულები და აკადემიური მომავალი… ყველა ერთად გავიდა ქალაქის საშველად… არავინ ფიქრობდა კანის ფერზე, რელიგიურ და პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე… ყველა ყველას ეხმარებოდა… გლოვობდნენ დაღუპულებს და სიხარულით ხვდებოდნენ გადარჩენილებს… არავინ ფიქრობდა დასვრილ და გაფუჭებულ ტანსაცელზე… არავის შიოდა და არავის სწყუროდა… მიზანი იყო ერთი – მოვაწესრიგოთ ქალაქი, ვიპოვნოთ დაკარგული თანამოქალაქეები, დაზარალებულებს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არიან და რომ ისინი არავის გაუწირია…

15,16,17 ივნისი – არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ მოტივაცია იზრდება.. ნელ-ნელა ჩანს შრომის შედეგი… ყველაფერი გამოდის.. ქალაქი ქალაქს ემსგავსება, გადარჩენილებს იმედი უჩნდებათ რომ ყველაფერი მაინც კარგად იქნება… ახალგაზრდები კი ისევ გარეთ არიან, შრომობენ.. არავის აინტერესებს წარსული უთანხმოებები, მთავრობა და ოპოზიცია, ქრისტიანი და მუსლიმი, თეთრი და შავი, ქართველი და რუსი ერთად დგანან და შრომობენ, უვლიან თბილისს, ქალაქს რომელსაც დამსახურებულად შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიურ და ეთნიკურ განმასხვავებელთა გამქარწყლებელი… აქ იწერება ისტორია, აქ ვიჯერებთ რომ მართლა დიადი ერი ვართ, შეგვიძლია ყველაფერი და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ საკუთარი თავის რწმენა და მონდომებაა საჭირო… ქართული სამოქალაქო საზოგადოება შედგა…

მე არ ვფიქრობ რომ უნივერსიტეტმა მხოლოდ ვიწროსპეციალობითი განათლება უნდა მოგცეს.. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი არის ცხოვრების ის ეტაპი, სადაც ადამიანი უნდა გახდეს მოქალაქე, უნდა გაიზროს რა არის სახელმწიფოშ ცხოვრება.. უნდა ისწავლოს ადამიანების დაფასება და შეითვისოს ყველაზე მთავარი.. არავინ არაფერია ერთმანეთის გარეშე… ამას ვერ გასწავლის ვერცერთი ლექტორი, ამას ვერ გვასწავლიან დიდი ფილოსოფოსები… ეს უნდა გავიაზროთ და გავითავისოთ მხოლოდ პრაქტიკით… ეს პრაქტიკა კი სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა ჩემი თაობისათვის… მაგრამ მაინც, ჩვენ ვნახეთ რა შეგვიძლია ერთად, რა შეუძლია ცალკეულ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც გაერთიანდა… მე ვთვლი, რომ ლოკი სწორედ ამას გულისხმობდა დემოკრატიის ქებაში, მონტესკიეს იმედი ჰქონდა, რომ ფრანგები სწორედ ამ ყველაფერს ისწავლიდნენ… ვთვლი, რომ ლორდ ექტონს არ გაუთვალისწინებია ხალხის ძალაუფლება, თავისი ცნობილი ფრაზის წარმოთქმისას… ძალაუფლება რყვნის, მაგრამ არა მაშინ როდესაც ხალხი იღებს მას… აბსოლუტური ძალაუფლება, აყალიბებს აბსოლუტურ საზოგადოებას… ძალაუფლება არ არის დიდი კაბინეტი და „წითელი ტელეფონი“..

ძალაუფლება არის ის, რომ შეგიძლია 3 დღეში გაწმინდო 3 მეტრიანი ტალახით დაფარული უდიდესი ტერიტორია, ხელისუფლებას დაანახო, რომ ერთ ადამიანზე ვერ გადატყდება ჯოხი და რომ შენ – ხალხი, ამას არ დაუშვებ… მიეცით ხალხს აბსოლუტური ძალაუფლება და თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს ყველაფერს… არ იარსებებს ბარიერები…

მოგვეცით ძალაუფლება და ჩვენ ავაშენებთ თომას მორის უტოპიას… მოგვეცით საშუალება დავრჩეთ შემდგარ სამოქალაქო საზოგადოებად… ნუ ჩაგვიკლავთ მომავლის იმედს… ხელს ნუ შეუშლით სტუდენტებს აკეთონ მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი საქმე, აშენონ ძლიერი საზოგადოება… მოგვეცით ნება ეს ზაფხული მივუძღვნათ ჩვენს თბილისს, ჩვენ თანამოქალაქეებს…

გთხოვთ…ჩაბარებულად ჩაგვითვალეთ გამოცდები….

პატივისცემით,

დავით არჩვაძე".

განახლება| ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ Manifest.ge-ზე ზემოთ აღნიშნული განცხადება აღარ იძებნება. ის სავარაუდოდ, ავტორმა წაშალა.

შენიშვნა| სტატიაზე თანდართული სქრინი არ ასახავს სტუდენტების ჯგუფს, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ პეტიციას მოაწერეს ხელი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია