საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან რთულ დღეებში ურთიერთთანადგომა და კონსოლიდირება მოვახდინეთ.
თბილისში მომხდარ სტიქიას ივანიშვილი დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ორგანიზაცია "მოქალაქის" ახალ პროექტთან - "სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად" დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრაზე გამოეხმაურა.
ივანიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ საქმე, რასაც ისინი აკეთებენ, ნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგი მომავალი, რომელიც მათ მტკიცე ხელებში გადის.
"საქართველოს ჰქონდა რთული დღეები. ჩვენ დავინახეთ, როგორი კონსოლიდაცია შეგვიძლია. ამ დღეებში მოვახდინეთ ასეთი გაერთიანება და თანადგომა, რაც თავისთავად აღსანიშნავია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ასევე ნახეთ: