სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით თევზაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტი სტიქიურ უბედურებაზე
დავით თევზაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტი სტიქიურ უბედურებაზე

თბი­ლი­სის ტრა­გე­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით თევ­ზა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მი­ა­ნე­ბა. თევ­ზა­ძე სათ­ქმელს აღ­მო­სავ­ლუ­რი სიბ­რძნის დახ­მა­რე­ბით ამ­ბობს და წერს:

"ახლა, რო­დე­საც ვნე­ბე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ცხრა, ანაზ­დად ერთი აღ­მო­სავ­ლუ­რი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის ჟამს. ერთხელ, ერთი ახალ­გაზ­რდა მთა­ში ავი­და გან­დე­გილ­თან და მო­წა­ფე­ო­ბა თხო­ვა. გან­დე­გილ­მა თან­ხმო­ბა უთხრა და თხოვ­ნით მი­მარ­თა: დიდი ხა­ნია აქე­დან არ გავ­სულ­ვარ, წყა­ლი მწყუ­რია ძა­ლი­ან, იქ­ნებ არ და­გე­ზა­როს, მდი­ნა­რეს­თან ჩახ­ვი­დე და ამო­მი­ტა­ნოო.

ახალ­გაზ­რდა ხა­ლი­სით და­თან­ხმდა, დას­ტა­ცა კო­კას ხელი და მდი­ნა­რეს­თან ჩა­ირ­ბი­ნა. აქ, ნა­პირ­თან ახალ­გაზ­რდა ქალი და­ი­ნა­ხა მო­ბა­ნა­ვე, სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნიმსჭვა­ლა მის მი­მართ და კოკა ნა­პირ­თან და­აგ­დო... გა­ვი­და წლე­ბი. ახლგაზ­რდა უკვე აღარ იყო ახალ­გაზ­რდა. ის ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და მდი­ნა­რის პი­რას, სა­დაც თა­ვი­სი მე­უღ­ლე და­ი­ნა­ხა პირ­ვე­ლად, შვი­ლე­ბიც ყავ­დათ და თით­ქო არა­ფერს უნდა და­ერ­ღვია ეს იდი­ლია. მეგ­რამ ერთ ღა­მეს მო­ვარ­და ქა­რიშ­ხა­ლი, მო­დიდ­და მდი­ნა­რე, გა­ი­ტა­ცა სახ­ლი, მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი... დიდ­ლამ­დე ებ­რძო­და მა­მა­კა­ცი ტალ­ღებს, ვერც ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო და გა­თან­გუ­ლი მი­ეგ­დო ნა­პირ­ზე.

დამ­ძი­მე­ბუ­ლი თავი აწია და კოკა და­ი­ნა­ხა სი­ლა­ში ჩაფ­ლუ­ლი ნა­ხევ­რად. გა­ახ­სენ­და, რომ აქ, ამ ნა­პირ­ზე წყლის მო­სა­ტა­ნად იყო მო­სუ­ლი წლე­ბის წინ, გა­ახ­სენ­და მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც წლე­ბია წყალს ელო­და, კი­დევ ბევ­რი რამ გა­ახ­სენ­და. აიღო წყა­ლი და თავ­ჩა­ქინ­დრუ­ლი აუყ­ვა აღ­მართს, თუმ­ცა არც კი იცო­და დახ­ვდე­ბო­და გან­დე­გი­ლი ცო­ცხა­ლი თუ არა. გან­დე­გი­ლი გა­მოქ­ვა­ბულ­ში დახ­ვდა იმა­ვე პო­ზა­ში, რო­გორც და­ტო­ვა. მა­მა­კა­ცი მის წინ მუხ­ლებ­ზე და­ე­ცა და წლი­ა­ნი კოკა მი­ა­წო­და. "რა მალე მო­სულ­ხარ" წყნა­რად თქვა მო­ხუც­მა, "რა მალე..."

ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბაც მდი­ნა­რის დი­ნე­ბა­ზეა მთლი­ა­ნად და­კი­დუ­ლი. ერთხელ მო­ვარ­დე­ბა წყა­ლი, წა­გარ­თმევს ყვე­ლა­ფერს, რაც წლე­ბით გი­შე­ნე­ბია, სა­თუ­თად, სიყ­ვე­რუ­ლით, სულ ერთი მი­ზე­ზით, გა­გახ­სე­ნოს ვინ ხარ და რა­ტომ ჩა­მო­დი აქ, მდი­ნა­რეს­თან...

ეს, ისე. გა­მახ­სენ­და უბ­რა­ლოდ...", - წერს და­ვით თევ­ზა­ძე.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

დავით თევზაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტი სტიქიურ უბედურებაზე

დავით თევზაძის ემოციური და დამაფიქრებელი პოსტი სტიქიურ უბედურებაზე

თბილისის ტრაგედიას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმიანება. თევზაძე სათქმელს აღმოსავლური სიბრძნის დახმარებით ამბობს და წერს:

"ახლა, როდესაც ვნებები მეტ-ნაკლებად დაცხრა, ანაზდად ერთი აღმოსავლური ამბავი გამახსენდა, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო ჩემი სტუდენტობის ჟამს. ერთხელ, ერთი ახალგაზრდა მთაში ავიდა განდეგილთან და მოწაფეობა თხოვა. განდეგილმა თანხმობა უთხრა და თხოვნით მიმართა: დიდი ხანია აქედან არ გავსულვარ, წყალი მწყურია ძალიან, იქნებ არ დაგეზაროს, მდინარესთან ჩახვიდე და ამომიტანოო.

ახალგაზრდა ხალისით დათანხმდა, დასტაცა კოკას ხელი და მდინარესთან ჩაირბინა. აქ, ნაპირთან ახალგაზრდა ქალი დაინახა მობანავე, სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ და კოკა ნაპირთან დააგდო... გავიდა წლები. ახლგაზრდა უკვე აღარ იყო ახალგაზრდა. ის ბედნიერად ცხოვრობდა მდინარის პირას, სადაც თავისი მეუღლე დაინახა პირველად, შვილებიც ყავდათ და თითქო არაფერს უნდა დაერღვია ეს იდილია. მეგრამ ერთ ღამეს მოვარდა ქარიშხალი, მოდიდდა მდინარე, გაიტაცა სახლი, მეუღლე, შვილები... დიდლამდე ებრძოდა მამაკაცი ტალღებს, ვერც ერთის გადარჩენა ვერ შეძლო და გათანგული მიეგდო ნაპირზე.

დამძიმებული თავი აწია და კოკა დაინახა სილაში ჩაფლული ნახევრად. გაახსენდა, რომ აქ, ამ ნაპირზე წყლის მოსატანად იყო მოსული წლების წინ, გაახსენდა მოხუცი, რომელიც წლებია წყალს ელოდა, კიდევ ბევრი რამ გაახსენდა. აიღო წყალი და თავჩაქინდრული აუყვა აღმართს, თუმცა არც კი იცოდა დახვდებოდა განდეგილი ცოცხალი თუ არა. განდეგილი გამოქვაბულში დახვდა იმავე პოზაში, როგორც დატოვა. მამაკაცი მის წინ მუხლებზე დაეცა და წლიანი კოკა მიაწოდა. "რა მალე მოსულხარ" წყნარად თქვა მოხუცმა, "რა მალე..."

ჩვენი ცხოვრებაც მდინარის დინებაზეა მთლიანად დაკიდული. ერთხელ მოვარდება წყალი, წაგართმევს ყველაფერს, რაც წლებით გიშენებია, სათუთად, სიყვერულით, სულ ერთი მიზეზით, გაგახსენოს ვინ ხარ და რატომ ჩამოდი აქ, მდინარესთან...

ეს, ისე. გამახსენდა უბრალოდ...", - წერს დავით თევზაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია