ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი გივი სვანიძე, სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელად ითვლება. მან პირველმა შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების სქემები. სვანიძის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს.
გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებსა და კოლხეთის დაშრობის შესაძლო კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.
სვანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით განისაზღვრებოდა.
სტატია დაწერილია ვიკიპედიაზე დაყრდნობით