პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!
თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!

"მერს, ნარ­მა­ნი­ას და­ვუ­რე­კე, თუ გჭირ­დე­ბით, მიხ­მეთ-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბი­ვარ. არა­და, ეს საქ­მე იმ ხალ­ხმა უნდა გა­ა­კე­თოს, ვი­საც ბუ­ნე­ბას­თან აქვს საქ­მე და ნა­დი­რის ეს­მის. სნა­ი­პე­რის და სპეც­რაზ­მე­ლის საქ­მე არ არის ვე­ფხვებ­ზე და ლო­მებ­ზე ნა­დი­რო­ბა."

თბი­ლის­ში, "ლა­გუ­ნა ვე­რეს" სა­ცუ­რაო აუზ­თან დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ კი­დევ ერთი ვე­ფხვი იძებ­ნე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, კუს ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტყე­ებს აფა­რებს თავს ახალ­გაზ­რდა, წლის და სამი თვის უსუ­რი­უ­ლი და ალ­ბი­ნო­სი ვე­ფხვის მე­ტი­სი. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ პირ­ვე­ლად იგი ბა­გებ­ში, სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან შე­ნიშ­ნეს. მტა­ცე­ბე­ლი ტრო­ტუ­არ­ზე იჯდა და ხალ­ხს არ ერი­დე­ბო­და. თუმ­ცა, 112-ზე გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მოს­ვლამ­დე გა­იქ­ცა და კვალს ვერ მი­აგ­ნეს. დღეს ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ვე­ფხვი ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა და სპეც­რაზ­მელ­თა ჯგუ­ფი მო­ბი­ლიზ­და. თუმ­ცა, ამა­ოდ, ვე­ფხვი კვლავ გა­უ­ჩი­ნარ­და.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" შე­ე­ცა­და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ნა­დი­რის დახ­მა­რე­ბით გა­ერ­კვია, რამ­დე­ნად სწო­რად იძებ­ნე­ბა მტა­ცე­ბე­ლი თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და მისი და­ჭე­რის რა შან­სი გვაქვს.

თე­მურ ტყე­მა­ლა­ძე, ნა­დი­რო­ბის და თევ­ზა­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი:

- ზო­გა­დად, მტა­ცებ­ლე­ბის და­სა­ჭე­რი თე­ო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი მე­თო­დი­კა არ არ­სე­ბობს. მათი სა­ვა­რა­უ­დო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ტე­რი­ტო­რია უნდა შე­ის­წავ­ლო, ურ­თუ­ლე­სი რა­მეა, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. სამ­წუ­ხა­როდ, ახლა თბი­ლის­ში არის პა­ნი­კა და ქა­ო­სი. მი­დის სხვა­დას­ხვა უწყე­ბებს შო­რის გა­დაბ­რა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა. იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ვი­ღა­ცას სურს ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე გა­მო­იყ­ვა­ნოს დამ­ნა­შა­ვე. არა­და, მე რომ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი ვიყო, ზუ­რას სა­ერ­თოდ აზრს არ ვკი­თხავ­დი, გა­მომ­დი­ნა­რე იმ სა­ში­ნე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ვერ გა­და­უ­ტა­ნია. კაც­მა ამ­ხე­ლა შოკი მი­ი­ღო, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა, ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და მაშ­ველს და არ იცო­და გა­დარ­ჩე­ბო­და თუ - არა, და­ე­ღუ­პა სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი და თავ­ზე და­ექ­ცა ყვე­ლა­ფე­რი, რაც აქამ­დე უკე­თე­ბია.

- კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ მან ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე­ზე დაყ­რდნო­ბით და­არ­წმუ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რომ მტა­ცებ­ლე­ბის­გან თავ­დას­ხმის საფრ­თხე არ იყო. არ უნდა დაყ­რდნო­ბოდ­ნენ გუ­რი­ე­ლი­ძეს?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ზუ­რაბს რაც არ უნდა ეთ­ქვა, კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ცენ­ტრს და მის ხელ­მძღვა­ნელს დე­ტა­ლუ­რად უნდა გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ ყვე­ლა­ფე­რი. გუ­რი­ე­ლი­ძეს აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­გან­გე­ბო, კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვა? ეს ჩა­ი­ბა­რა კონ­კრე­ტულ­მა ჯგუფ­მა, ხელ­მძღვა­ნე­ლობს კონ­კრე­ტუ­ლი პირი, არა? ე.ი. მათი საქ­მეა მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და არა გი­რი­ე­ლი­ძის, რო­მე­ლიც არის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი, ევა­ლე­ბა ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა პატ­რო­ნო­ბა და ახლა, მე თუ მკთხავთ, ეგეც არ მო­ე­კი­თხე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი გა­მუდ­მე­ბით თვი­თონ უნდა ამოწ­მებ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!

თბილისში უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისს ეძებენ - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ვეფხვს შევეჩეხეთ?!

"მერს, ნარმანიას დავურეკე, თუ გჭირდებით, მიხმეთ-მეთქი, მაგრამ არავის გავხსენებივარ. არადა, ეს საქმე იმ ხალხმა უნდა გააკეთოს, ვისაც ბუნებასთან აქვს საქმე და ნადირის ესმის. სნაიპერის და სპეცრაზმელის საქმე არ არის ვეფხვებზე და ლომებზე ნადირობა."

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" საცურაო აუზთან დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კიდევ ერთი ვეფხვი იძებნება. სავარაუდოდ, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეებს აფარებს თავს ახალგაზრდა, წლის და სამი თვის უსურიული და ალბინოსი ვეფხვის მეტისი. არსებობს მოსაზრება, რომ პირველად იგი ბაგებში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს. მტაცებელი ტროტუარზე იჯდა და ხალხს არ ერიდებოდა. თუმცა, 112-ზე გამოძახებული ჯგუფის მოსვლამდე გაიქცა და კვალს ვერ მიაგნეს. დღეს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ვეფხვი ფალიაშვილის ქუჩაზე შენიშნეს, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამართალდამცველთა და სპეცრაზმელთა ჯგუფი მობილიზდა. თუმცა, ამაოდ, ვეფხვი კვლავ გაუჩინარდა.

"კვირის პალიტრა" შეეცადა პროფესიონალი მონადირის დახმარებით გაერკვია, რამდენად სწორად იძებნება მტაცებელი თბილისის ტერიტორიაზე და მისი დაჭერის რა შანსი გვაქვს.

თემურ ტყემალაძე, ნადირობის და თევზაობის ფედერაციის პრეზიდენტი:

- ზოგადად, მტაცებლების დასაჭერი თეორიულად ჩამოყალიბებული მეთოდიკა არ არსებობს. მათი სავარაუდო ადგილსამყოფელი ტერიტორია უნდა შეისწავლო, ურთულესი რამეა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. სამწუხაროდ, ახლა თბილისში არის პანიკა და ქაოსი. მიდის სხვადასხვა უწყებებს შორის გადაბრალების მცდელობა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას სურს ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გამოიყვანოს დამნაშავე. არადა, მე რომ პასუხისმგებელი პირი ვიყო, ზურას საერთოდ აზრს არ ვკითხავდი, გამომდინარე იმ საშინელი მდგომარეობიდან, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გადაუტანია. კაცმა ამხელა შოკი მიიღო, მეუღლესთან ერთად სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ხუთი საათის განმავლობაში ელოდებოდა მაშველს და არ იცოდა გადარჩებოდა თუ - არა, დაეღუპა სამი თანამშრომელი და თავზე დაექცა ყველაფერი, რაც აქამდე უკეთებია.

- კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ მან ზურაბ გურიელიძეზე დაყრდნობით დაარწმუნა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომ მტაცებლებისგან თავდასხმის საფრთხე არ იყო. არ უნდა დაყრდნობოდნენ გურიელიძეს?

- არავითარ შემთხვევაში. ზურაბს რაც არ უნდა ეთქვა, კრიზისების მართვის ცენტრს და მის ხელმძღვანელს დეტალურად უნდა გადაემოწმებინათ ყველაფერი. გურიელიძეს აქვს ჩაბარებული საგანგებო, კრიზისული სიტუაციების მართვა? ეს ჩაიბარა კონკრეტულმა ჯგუფმა, ხელმძღვანელობს კონკრეტული პირი, არა? ე.ი. მათი საქმეა მაქსიმალური კონტროლი და არა გირიელიძის, რომელიც არის ადმინისტრატორი, ევალება ცხოველების მოვლა პატრონობა და ახლა, მე თუ მკთხავთ, ეგეც არ მოეკითხება გადატანილიდან გამომდინარე. კრიზისების მართვის ცენტრი გამუდმებით თვითონ უნდა ამოწმებდეს ინფორმაციებს.

იხილეთ გაგრძელება

"პერსევერანსის" 100 დღე მარსზე და შთამბეჭდავი ფოტოები "წითელი პლანეტიდან" - რა ინფორმაცია გამოგზავნა მარსმავალმა დედამიწაზე

უჩვეულო სანახაობა სოფელ დერცელში - ადგილობრივებმა ძროხების სილამაზის კონკურსი გამართეს

როგორ ეშვება საჰაერო ბურთი თბილისში, ძლიერი ქარის დროს (ვიდეო)