რამდენიმე საათის წინ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ მომხდარი მისი ბრალი იყო და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. ''ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩათვალეს, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია"
ზურა გურიელიძე ფურცელზე დაწერილ ტექსტს კითხულობდა და ამ განცხადების გაკეთებამდე იგი პოლიციაში იმყოფებოდა. განცხადების გაკეთების შემდეგ კი დაკითხვაზე პროკურატურაში წავიდა.
მომხდარს ''რუსთავი 2''-ის ყოფილი თანამშრომელი გეგა ფალავანდიშვილი გამოეხმაურა:
''ბატონი ზურაბის კი არა, ჩემი ბრალიცაა ასეთი უპასუხისმგებლოები, რომ არიან მუდამ ხელისუფლებაში! არჩეულები ეგენი არიან'', - წერს გეგა ''ფეისბუქზე''.
გეგა ერთ დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. თუმცა სამსახურის დატოვებამდე სიმამრის, მამუკა გამყრელიძის სტატუსებს, სადაც ის "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებდა, აქტიურად იწონებდა.