მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე
"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე

ეკა ხო­ფე­რი­ას თოქ-შო­უ­ში ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ და­კარ­გუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის, მის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ი­სა და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ზო­ო­პარ­კის აღ­დგე­ნის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, გა­რეთ ორი მტა­ცე­ბე­ლია, თუმ­ცა არ ვი­ცით ცო­ცხლე­ბი არი­ან თუ არა. უბ­რა­ლოდ ეს ორი მტა­ცე­ბე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­პოვ­ნი არ არის. ესე­ნია - ვე­ფხვი და ზო­ლე­ბი­ა­ნი აფ­თა­რი. ზო­ლე­ბი­ა­ნი აფ­თა­რი არ გახ­ლავთ სა­ში­ში ცხო­ვე­ლი, მცი­რე ზო­მი­საა, ძაღლზე უფრო პა­ტა­რაა. ვე­ფხვი მო­გეხ­სე­ნე­ბათ... სიფრ­თხი­ლე სა­ჭი­როა. მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, მო­ე­რი­დონ მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბებ­ში, სარ­და­ფებ­ში, ჩაბ­ნე­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში შეს­ვლას და თუ რა­ი­მე სა­ეჭ­ვო იქ­ნე­ბა, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ.

ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა დღეს მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­სა და შემ­დეგ მისი სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნათ შეკ­რე­ბილ ადა­მი­ა­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და მათ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯახს. ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი მოხ­და. იმ თა­ნად­გო­მი­სათ­ვის, რო­მე­ლიც არა­მარ­ტო დღეს, არა­მედ მთლი­ა­ნად არის ზო­ო­პარ­კი­სა და პი­რა­დად ჩემს მი­მართ, არ ვიცი რო­გორ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ამ­დენ ადა­მი­ანს. მად­ლო­ბას ვუხ­დი და ალ­ბათ ჩვე­ნი მხრი­დან სა­უ­კე­თე­სო სა­მად­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა, თუ კარგ ზო­ო­პარკს გა­ვა­კე­თებთ.

ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ პრე­მი­ერ­თან შეხ­ვედ­რი­სა და მისი შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­გე­ბის თე­მა­ზეც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას.

"არ ყო­ფი­ლა იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ მე მო­მი­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა. პი­რი­ქით, და­ა­დას­ტუ­რა რომ ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. და არა­ნა­ირ პა­სუ­ხის­გე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ.

გუ­რი­ე­ლი­ძემ ახა­ლი ზო­ო­პარ­კის გა­შე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა.

"რამ­დენ ხან­ში გა­შენ­დე­ბა რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის­თვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი ტე­რი­ტო­რია - 50 ჰა თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გია ზო­ო­პარ­კი­სათ­ვის. იქ უკვე წელსვე გვინ­დო­და ვო­ლი­ე­რე­ბის აშე­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად დათ­ვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გვყავ­და. ასე ნელ-ნელა გვინ­დო­და გა­და­სუ­ლი­ყო ზო­ო­პარ­კი, რაც მე­რი­ას­თან შე­თან­ხე­ბით ხდე­ბო­და. მე­რია მხარს უჭერ­და ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძის მხარ­და­სა­ჭე­რი აქ­ცია კან­ცე­ლა­რი­ას­თან - "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უუ­ნა­რო­ბას უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა..."

იხი­ლეთ ყვე­ლა სი­ახ­ლე თე­მა­ზე: ტრა­გე­დია ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან

"გუ­რი­ე­ლი­ძეს ხელი არ ახ­ლოთ!... გა­დად­გეს ეს მთავ­რო­ბა!... შე­აწ­მინ­დეს ხელი ამ კაცს!..." - ცნო­ბი­ლე­ბი ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორს ექო­მა­გე­ბი­ან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე

"საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ" - ზურაბ გურიელიძე მხარდასაჭერ აქციასა და მის შესაძლო დაკავებაზე

ეკა ხოფერიას თოქ-შოუში ზურაბ გურიელიძემ დაკარგული ცხოველების, მის მხარდასაჭერად გამართული აქციისა და განადგურებული ზოოპარკის აღდგენის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენი მონაცემებით, გარეთ ორი მტაცებელია, თუმცა არ ვიცით ცოცხლები არიან თუ არა. უბრალოდ ეს ორი მტაცებელი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. ესენია - ვეფხვი და ზოლებიანი აფთარი. ზოლებიანი აფთარი არ გახლავთ საშიში ცხოველი, მცირე ზომისაა, ძაღლზე უფრო პატარაა. ვეფხვი მოგეხსენებათ... სიფრთხილე საჭიროა. მოვუწოდებ მოსახლეობას, მოერიდონ მიტოვებულ შენობებში, სარდაფებში, ჩაბნელებულ ადგილებში შესვლას და თუ რაიმე საეჭვო იქნება, შეგვატყობინონ", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორმა დღეს მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებსა და შემდეგ მისი სოლიდარობის ნიშნათ შეკრებილ ადამიანებზეც ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს. ტრაგიკული ფაქტი მოხდა. იმ თანადგომისათვის, რომელიც არამარტო დღეს, არამედ მთლიანად არის ზოოპარკისა და პირადად ჩემს მიმართ, არ ვიცი როგორ შემიძლია მადლობა გადავუხადო ამდენ ადამიანს. მადლობას ვუხდი და ალბათ ჩვენი მხრიდან საუკეთესო სამადლობელი იქნება, თუ კარგ ზოოპარკს გავაკეთებთ.

ზურაბ გურიელიძემ პრემიერთან შეხვედრისა და მისი შესაძლო პასუხისგების თემაზეც უპასუხა შეკითხვას.

"არ ყოფილა იმაზე ლაპარაკი, რომ მე მომიწევს პასუხისგება. პირიქით, დაადასტურა რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. და არანაირ პასუხისგებაზე საუბარი არ ყოფილა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

გურიელიძემ ახალი ზოოპარკის გაშენების შესახებაც ისაუბრა.

"რამდენ ხანში გაშენდება რთული სათქმელია, მაგრამ თბილისის ზოოპარკისთვის იყო გამოყოფილი ტერიტორია - 50 ჰა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან კარგია ზოოპარკისათვის. იქ უკვე წელსვე გვინდოდა ვოლიერების აშენება, მაგალითად დათვებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით გვყავდა. ასე ნელ-ნელა გვინდოდა გადასულიყო ზოოპარკი, რაც მერიასთან შეთანხებით ხდებოდა. მერია მხარს უჭერდა ამ პროექტის განხორციელებას", - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია კანცელარიასთან - "ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება..."

იხილეთ ყველა სიახლე თემაზე:  ტრაგედია ლაგუნა ვერესთან

"გურიელიძეს ხელი არ ახლოთ!... გადადგეს ეს მთავრობა!... შეაწმინდეს ხელი ამ კაცს!..." - ცნობილები ზოოპარკის დირექტორს ექომაგებიან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია