საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ნაპოვნია კიდევ ერთი გარდაცვლილი. როგორც მთავრობის მეთაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, დაღუპული 1959 წლის 6 დეკემბერს დაბადებული სულიკო ნოზაძეა. "დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ნაპოვნია კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. ეს არის ნოზაძე სულიკო დიმიტრის ძე, დაბადებული 1959 წლის 6 დეკემბერს. კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 4 ადამიანი.
ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #ძლიერი წვიმა თბილისში
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ტრაგედია ლაგუნა ვერესთან