კანცელარიასთან ზოოპარკის დირექტორის ზურა გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა. კანცელარიასთან იმყოფებოდნენ როგორც მზიურის პარკში მომუშავე მოხალისეები, ასევე სხვა რიგითი მოქალაქეები.
"ხელისუფლების უუნარობას უდანაშაულო ადამიანი ეწირება", - სკანდირებდნენ კანცელარიის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები. მათი თქმით, დღეს მომხდარ ფაქტზე დაუშვებელია ზოოპარკის დირექტორს დაეკისროს პასუხისმგებლობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ზოოპარკის გარეთა პერიმეტრზე არსებულ ვითარებაზე და იქ ცხოველების ყოფნაზე გურიელიძე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი.
პაატა საბელაშვილი, აქციის მონაწილე:
"დღევანდელი ხდომილებები რაც ვნახეთ, იყო აბსოლუტურად ამაზრზენი. ეს იყო სიგნალი იმისა, რომ არანაირი ხედვა და მგრძნობელობა მთავრობას იმისა, თუ რეალურად რა ხდება ქვეყანაში და როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემებს არ არსებობს. ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ იმ ადამიანს რომელიც ისედაც ძალიან დაზარალდა ფსიქოლოგიურადაც ამხელა წნეხის ქვეშ მოაყოლეს და ათქმევინეს ის, რაც ათქმევინეს.
ვასო გაბუნია, აქციის მონაწილე:
"ზურაბ გურიელიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ზოოპარკისთვის დღევანდელი სახის მიღებაში და ამ ადამიანზე ხელის შეწმენდა არაკაცობაა. ადრე წამლის ჩადება იყო და ახლა ზოოპარკი ჩაუდეს ზურას ჯიბეში".
აქციის მონაწილე:
"ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ გაერთიანებული და ვართ კიდეც და უნდა ვალაგებდეთ "მზიურს", უნდა ვუვლიდეთ სვანიძეზე გადარჩენილ მოსახლეობას, უნდა ვკრძალავდეთ მიცვალებულებს და უცებ გვიწევს ზურაბ გურიელიძის დაცვა, რაზეც მტკივა ძალიან გული".
კანცელარიის წინ შეკრებილები ყურადღებას ზოოპარკის თანამშრომლების იმ განცხადებებზეც ამახვილებდნენ, როდესაც ისინი ამბოდნენ, რომ ყველა მტაცებელი არ იყო ნაპოვნი და მათ ზუსტი ინფორმაცია დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ ყველაფერზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა ხელისუფლებას.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ზოოპარკის დირექტორი თბილისის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ტრაგედია ლაგუნა ვერესთან
ფარნაოზ ჭკადუას ფოტო
berta crasy-ს ფოტო
ლაშა მესხის ფოტო