კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ ერთი მცირე ზომის ვეფხვი და აფთარი.
ჯანელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს, მტაცებლის დაფიქსირების შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ. ჯანელიძის მონაცემებით, შემთხვევა, რომელიც ყოფილ რიგის ქუჩაზე მტაცებლის ყოფნას ეხებოდა, არ დასტურდება.
"ინფორმაციას ცხოველებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად, მოკლე პერიოდულობით მიიღებთ", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.
იხილეთ ყველა სიახლე თემაზე: ტრაგედია ლაგუნა ვერესთან