"ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე ნადირის მიერ ადამიანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 112-ს "პალიტრა ტვ"-ს ჟურნალისტმა შეატყობინა, რომელიც იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
ჟურნალისტი ანა მარშანია სტიქიით დატბორილ ტერიტორიას იღებდა. ობიექტის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ის ადგილები უჩვენეს, სადაც გუშინ დაღუპული ცხოველები იპოვეს. სწორედ ამ დროს, ტერიტორიიდან მამაკაცები ყვირილით გამოვარდნენ, რომელთა ინფორმაციით ლომმა ადამიანი დაგლიჯა.