ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე დღეს მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.
როგორც ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ საღამოს მონაცემებით საფრთხე აღარ არსებობდა. "ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა. ამის მიუხედვად შსს პატრულირებდა ტერიტორიებზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა. ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციით, სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ჩემი შეტყობინების შემდეგ ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია", - განაცხადა გურიელიძემ.
მისივე თქმით, ეძებენ კიდევ ერთ პატარა ვეფხვს და აფთარს. "აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის და გაურკვეველია სად იმყოფება პატარა ვეფხვი და აფთარი", - განაცხადა გურიელიძემ.
მისივე თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები პოლიციის წარმომადგენლებთანაც, რაზეც გურიელიძის ინფორმაციით, დღეს მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა.