ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ფალიაშვილის ქუჩაზე ვეფხვს ეძებს. არსებული ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩის გარდა, სამძებრო სამუშაოები დედაქალაქის კიდევ რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის შარტავას ქუჩაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ლაგუნა-ვერესთან ალბინოსმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ვეფხვი. შემთხვევის დროს ადგილზე 8 მამაკაცი იმყოფებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ვეფხვი ორ მათგანს დაესხა თავს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მეორე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.