"კიდევ ერთ ვეფხვს ვეძებთ. ერთი ვეფხვის ლეში არ არის აღრიცხული", - ამის შესახებ თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა "ლიბერალს" განუცხადა.
როგორც გიორგობიანი ამბობს, სამძებრო სამუშაოები, "როგორც შიგნით, ასევე გარეთ მიმდინარეობს".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, ლაგუნა-ვერესთან ალბინოსმა ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ვეფხვი. შემთხვევის დროს ადგილზე 8 მამაკაცი იმყოფებოდა, არაოფიციალური ინფორმაციით, ვეფხვი ორ მათგანს დაესხა თავს. მათგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე შოკურ მდგომარეობაშია, თუმცა მეორე დაშავებულის მდგომარეობის შესახებ ოფიციალურად არ დასტურდება.