"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო

"სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!" - რას პასუხობს ოპერატორი ჟურნალისტს, რომელმაც 112-ს ვეფხვისგან დაგლეჯილი მამაკაცის შესახებ ამცნო

ნადირის მიერ ადამიანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 112-ს სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა შეატყობინა, რომელიც იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ჟურნალისტი ანა მარშანია სტიქიით დატბორილ ტერიტორიას იღებდა.

ობიექტის თანამშრომლებმა ჟურნალისტს ის ადგილები უჩვენეს, სადაც გუშინ დაღუპული ცხოველები იპოვეს. სწორედ ამ დროს, ტერიტორიიდან მამაკაცები ყვირილით გამოვარდნენ, რომელთა ინფორმაციით, ლომმა ადამიანი დაგლიჯა.

პირველად ჟურნალისტმა 112-ში 12:32 საათზე დარეკა და ოპერატორს იმ წუთებში მისთვის არსებული ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტმა 112-ის ოპერატორს მცირე დროში აუხსნა ადგილმდებარეობა და ვითარება.

12: 37 საათზე 112-ის წარმომადგენლებმა ჟურნალისტს გადმოურეკეს და ჰკითხეს, ჭირდებოდა თუ არა სამაშველო დახმარება.

112-ის ოპერატორი: სამაშველო სამსახურიდან გიკავშირდებით, სამაშველოს დახმარება გჭირდებათ მანდ?!

ანა მარშანია: როგორ არ გვჭირდება! აბა არ გვჭირდება?! ლომმა დაგლიჯა კაციო, და სამაშველო არ გვჭირდება?! ჩქარა, ”ლუკოილის” უკან, ჩქარა!

112: კარგით, კარგით

კავშირის დასასრული.

12:43 საათზე 112-მა კიდევ ერთხელ დაურეკა კორესპონდენტს და სასწრაფოს მისასვლელად ტერიტორიის მდებარეობა დააზუსტა.

იხილეთ აუდიო

ასევე იხილეთ| "ლომმა კაცი დაითრიაო, მეუბნება ვიღაცა" - "ინტერპრესნიუსის" რედაქტორისა და ჟურნალისტის ემოციური სატელეფონო საუბარის ჩანაწერი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია