რამდენიმე წუთის წინ, შსს-ს თანამშრომლებმა, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თეთრი ვეფხვის ლიკვიდაცია მოახდინეს.
"მტაცებელმა ცხოველმა ერთი ადამიანი დაგლიჯა. მოვედით, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა შიგნით და აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი ვეფხვის მიერ იყო დაგლეჯილი. ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში იყო და როგორც გვაცნობეს, გარდაიცვალა. გვინდოდა ვეფხვის დაძინება, თუმცა აგრესიული იყო და სამწუხაროდ, მისი ლიკვიდაცია მოხდა" - განაცხადა მინისტრმა.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, სამი მუშა შევიდა საწყობში, რომლებსაც საწყობი უნდა დაელაგებინათ. ვეფხვმა ერთ-ერთ ადამიანზე მოხდინა თავდასხმა, დანარჩენი ორი კი გამოიქცა და პოლიციას შეატყობინეს", - აღნიშნა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე ვეფხვმა ერთი ადამიანი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.