საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქიის დროს გარდაცვლილმა მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო
სტიქიის დროს გარდაცვლილმა მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო

"მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ძებ­რო და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. სა­მუ­შა­ო­ებს შს სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბრი­გა­დე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. რო­გორც სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტორ­მა, ზვი­ად ქა­წაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კეთ­დე­ბა, სა­დაც გუ­შინ ორი ცხე­და­რი იპო­ვეს.

"ამ ეტაპ­ზე სამ­ძებ­რო და გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, შს სა­მი­ნის­ტროს ბევ­რი და­ნა­ყო­ფია გა­მო­ყო­ფი­ლი, კერ­ძოდ, სა­დაც გუ­შინ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი იქნა ნა­პოვ­ნი, ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ვა­კე­თებთ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა მი­ვაგ­ნოთ და­კარ­გულ პი­რებს", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ქა­წაშ­ვილ­მა.

InterPressNews.Geმან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას 13 ივ­ნი­სის ღა­მეც გა­იხ­სე­ნა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 112-ზე პირ­ვე­ლი ზარი 22:11 სა­ათ­ზე შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და.

"პირ­ვე­ლი ზარი 112-ზე შე­მო­ვი­და 22:11 სა­ათ­ზე. 3 წუთ­ში თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე იყო გა­სუ­ლი. გა­მო­ძა­ხე­ბე­ბი მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­ძა­ხე­ბა ჩუ­ღუ­რეთ­ში და­ი­წყო, შემ­დეგ რო­დე­საც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში და­ი­წყო წყლის მო­ვარ­დნა, მთე­ლი ტე­რი­ტო­რი­ის და­ფარ­ვა 3-4 წუთ­ში მოხ­და. აქ უკვე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი. სამ წუთ­ში იყო გა­მო­სუ­ლი ყვე­ლა და­ნა­ყო­ფი. ის ფაქ­ტიც, რომ მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც იქ შრო­მობ­და. მას უკვე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჰყავ­და 7 ადა­მი­ა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ქა­წაშ­ვილ­მა.

მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლი ზუ­რაბ მუ­ზაშ­ვი­ლი 13 ივ­ნისს სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის დროს და­ი­ღუ­პა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სტიქიის დროს გარდაცვლილმა მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო

სტიქიის დროს გარდაცვლილმა მაშველმა ზურაბ მუზაშვილმა, დაღუპვამდე შვიდი ადამიანის გადარჩენა მოასწრო

"მზიურის" ტერიტორიაზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები ახორციელებენ. როგორც სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული აქცენტი იმ ტერიტორიაზე კეთდება, სადაც გუშინ ორი ცხედარი იპოვეს.

"ამ ეტაპზე სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, შს სამინისტროს ბევრი დანაყოფია გამოყოფილი, კერძოდ, სადაც გუშინ მიცვალებული იქნა ნაპოვნი, ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგან ვფიქრობთ, რომ კიდევ შეიძლება მივაგნოთ დაკარგულ პირებს", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

InterPressNews.Geმან ჟურნალისტებთან საუბრისას 13 ივნისის ღამეც გაიხსენა. მისი ინფორმაციით, 112-ზე პირველი ზარი 22:11 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სრული მობილიზება მოხდა.

"პირველი ზარი 112-ზე შემოვიდა 22:11 საათზე. 3 წუთში თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე იყო გასული. გამოძახებები მთელი თბილისის მასშტაბით იყო. თავდაპირველად გამოძახება ჩუღურეთში დაიწყო, შემდეგ როდესაც ვერეს ხეობაში დაიწყო წყლის მოვარდნა, მთელი ტერიტორიის დაფარვა 3-4 წუთში მოხდა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები. სამ წუთში იყო გამოსული ყველა დანაყოფი. ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იქ შრომობდა. მას უკვე გადარჩენილი ჰყავდა 7 ადამიანი", - განაცხადა ზვიად ქაწაშვილმა.

მეხანძრე მაშველი ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია