პოლიტიკა
Faceამბები
სამართალი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ დაარტყა, კაცის ხელია" - მოხალისე ბიჭის სულისშემძვრელი მონათხრობი და მესიჯები მოქალაქეებს
"არ დაარტყა, კაცის ხელია" - მოხალისე ბიჭის სულისშემძვრელი მონათხრობი და მესიჯები  მოქალაქეებს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­ხა­ლი­სე ბი­ჭის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი პოს­ტი ვრცელ­დე­ბა, რო­მელ­საც AMBEBI.GE უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ად­მი­ა­ნე­ბო რომ­ლებ­საც ვთვლი, რომ ჩემი დღე­ვან­დე­ლი "შემ­დგა­რი დღე" გა­გი­ზი­ა­როთ, გთხოვთ ყუ­რა­დღე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბით წა­ი­კი­თხოთ ის რისი თქმაც მინ­და. ვინც მიც­ნობთ და გახ­სოვთ ჩემი სა­უბ­რის მა­ნე­რა ჩემი სა­უბ­რის მა­ნე­რით წა­ი­კი­თხოთ და არ ეძე­ბოთ არც ამ­პარ­ტავ­ნუ­ლი ემო­ცი­ე­ბი და არც აღზ­ნე­ბულ/გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ/დაღ­ლი­ლი ტონი.

ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როთ ჯერ ვერ ვყა­ლიბ­დე­ბი და ვერ ვკონ­კრეტ­დე­ბი, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თი­დან გახ­ლდით მზი­უ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­დაც გუ­შინ­დე­ლი ჩემი ემო­ცი­ე­ბით წე­სით არ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ამ სურ­ვი­ლის არ ქო­ნის მი­ზე­ზი იყო ის, რომ სამ­წუ­ხა­როდ გუ­შინ გზა­აბ­ნე­უ­ლი ძაღ­ლე­ბის დევ­ნის და ბე­თა­ნია წყნე­თის მო­ნაკ­ვე­თის მო­ნა­ხუ­ლე­ბის გარ­და ვე­რა­ფე­რი მო­ვა­ხერ­ხე. ეს შე­იძ­ლე­ბა დაბ­ნე­უ­ლო­ბით ან უბ­რა­ლოდ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო მოხ­და, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად ვნა­ნობ რო გუ­შინ ისე ვერ ვი­დე­ქი თქვენს გვერ­დით რო­გორც სა­ჭი­რო იყო.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩემი დღე­ვან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მოკ­ლე ეპი­ზო­დე­ბით და დე­ტა­ლე­ბით რომ­ლის შე­დე­გა­დაც მცი­რე ინი­ცი­ა­ტი­ვა მინ­და დავ­ძრა რა­შიც ისევ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. (თუ რა თქმა უნდა თვლით რომ ამას თქვენ­გან ვიმ­სა­ხუ­რებ).

გუ­შინ­დე­ლი უაზ­რო ბო­დი­ა­ლის შემ­დეგ დღეს დი­ლი­დან სხვა მო­ტი­ვა­ცი­ით და შე­მარ­თე­ბით გა­ვე­დი სახ­ლი­დან. თით­ქოს წი­ნათ­გრძნო­ბაც მქონ­და რო დღეს რამე აზ­რი­ანს შევ­ძლებ­დი.

მზი­ურ­ში მის­ვლი­სას და­ვი­ნა­ხე ის რაც თქვენ სა­ვა­რა­უ­დოდ ად­გილ­ზე ან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში... არა­ფე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით და შეგ­რძნე­ბით... შე­ვიგ­რძე­ნი თვი­თო­უ­ე­ლი თქვენ­გა­ნის გან­ცდა ერ­თი­ა­ნო­ბის, სი­ა­მა­ყის, თა­ნად­გო­მის და ა.შ. რომ­ლის­თვი­საც გა­მო­რი­ცხუ­ლია მად­ლო­ბა რო არ მო­გი­ხა­დოთ სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას ვი­საც...

მოქ­მე­დე­ბა ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად და­ვი­წყეთ ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­მა ნაც­ნო­ბო­ბამ შეგ­ვკრა და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში და­ვი­წყეთ ნაგ­ვის გა­ტა­ნა... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ერთ ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ გვი­თხრა რომ სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა სიღ­რმე­ში... ამ ამ­ბის გა­გე­ბის შემ­დეგ გა­ვუტ­რი­ალ­დი ჩემს გვერ­დით მდგომ მაშ­ვე­ლებს რომ­ლებ­საც სა­საყ­ვე­დუ­რო ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი არ აქვთ და გექ­ნე­ბათ მოს­მე­ნი­ლი მათი არა­ერ­თი გმი­რო­ბის ამ­ბე­ბი ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. (ამი­ტო მე ამით თავს არ მო­გა­წყენთ და უკან დავ­ბრუნ­დე­ბი). მოკ­ლედ გა­ვუტ­რი­ალ­დი და რა­ღაც სა­ოც­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იმე­დით ვი­კი­თხე არის შან­სი რომ ვინ­მე იყოს შიგ­ნით თქო... რა­ზეც პა­სუ­ხი მი­ვი­ღე, რომ არა... პა­სუ­ხი საკ­მა­ოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ლო­გი­კუ­რი იყო. ეს მან­ქა­ნა ჩა­მო­ტა­ნი­ლია და წინა ღა­მეს არ იყო გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გა­სუ­ლი...

პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ ისევ ნაგ­ვის გა­ტა­ნას და­ვუბ­რუნ­დით, მაგ­რამ ფიქ­რე­ბი ისევ სას­წრა­ფოს­თან იყო. წარ­მოდ­გე­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას არ ვუ­ჩი­ვი ამი­ტომ ეს შლამს ჩა­მო­ყო­ლი­ლი მან­ქა­ნა ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად და­ვი­ნა­ხე... წარ­მო­ვიდ­გი­ნე მე რომ არ ღვარ­ცოფ­ში მო­ყო­ლილ მდი­ნა­რის ნა­კად­თან ჩა­ყო­ლილს გვერ­დზე მცუ­რა­ვი სას­წრა­ფოს მან­ქა­ნა და­მე­ნა­ხა რას ვი­ზამ­დი... პა­სუ­ხი სა­ვა­რა­უ­დოდ თქვენც იგი­ვე გაქვთ ჩა­ვე­კი­დე­ბო­დი მი­ნი­მუმ... ამ ფაქ­ტის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ ბი­ჭებ­თან ერ­თად გა­და­ვე­დით სას­წრა­ფოს­თან სა­დაც უკვე რა­მო­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ალ­ბათ იგი­ვე იმე­დით დაგ­ვხვდა... 10 - 15 წუ­თის შემ­დეგ უკვე მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. სა­ოც­რად დიდი ნაგ­ვის ჯერ დაჭ­რის და შემ­დგომ გა­ტა­ნის შემ­დეგ ერთ ერთი გა­გი­ჟე­ბუ­ლი წე­რაქ­ვის მოქ­ნე­ვა მაშ­ვე­ლის მშვი­დი ჩურ­ჩუ­ლით ნათ­ქვამ­მა სი­ტყვებ­მა "მო­ი­ცა არ და­არ­ტყამ" გა­მი­ჩე­რა... ავუხ­სე­ნი თუ რა­ტომ ვურ­ტყავ­დი და რომ მიზ­ნად ხის გა­ჩეხ­ვა მქონ­და, რო­მე­ლიც ხელს გვიშ­ლი­და... იმ­დე­ნად გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე რომ ეხ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის. "კა­ცის ხე­ლია - ჩუ­მად ოღონდ არ შე­იმ­ჩნიო". რომ გა­მო­ვარ­ჩიე ხელი სხვა ნა­ტე­ხებ­ში ვერ გად­მოვ­ცემ რა ემო­ცია და­მე­უფ­ლა. (ამ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვის უფ­ლე­ბაც კი არ მქონ­და ეგ იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი). იქვე ჩუ­მად მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ რო მაშ­ვე­ლებს მი­ვუშ­ვებ­დით და მო­ხე­ლი­სე­ე­ბი გა­მო­ვი­წე­ი­ო­დით უკან წრის შე­საკ­ვრე­ლად... გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ უკვე სპე­ცი­ფი­უ­რი სა­მუ­შაო იყო გა­სა­ტა­რე­ბე­ლი რაც ჩვენ ნამ­დვი­ლად არ ვი­ცო­დით. 2-3 წუთ­ში უა­რე­სი ბევ­რად უფრო და­მამ­დზი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა დაგ­ვე­მა­ტა... ხელ­თან ახ­ლოს ზედ ამ მიც­ვა­ლე­ბულ­ზე ცხო­ვე­ლის თა­თე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა... 10-15 წუთი ნამ­დვი­ლად არ მახ­სოვს მას მერე. გვერ­დზე მდგომ მო­ხა­ლი­სეს ვთხო­ვე წყა­ლი. მად­ლო­ბა ამ ახალ­გაზ­რდას იმის­თვის რომ მიხ­ვდა რის­თვი­საც მინ­დო­და 5 ლიტ­რი­ა­ნი წყლის "ბი­დო­ნი" მო­იქ­ნია და სა­ხე­ში შე­მო­მას­ხა. წა­მი­ე­რად დავ­ბრუნ­დი ისევ იქ და ისევ შე­მარ­თე­ბით ოღონდ ამ­ჟა­მად მაშ­ვე­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას ხალ­ხის გა­რი­დე­ბა­ში ითხოვ­დნენ...

გა­საყ­ვა­ნი პირ­ველ რიგ­ში იყ­ვნენ ბავ­შვე­ბი და გო­გო­ე­ბი, ოღონდ ისე რომ მი­ნი­მა­ლუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო ინ­ფორ­მა­ცია... უკან ამო­ვი­ხე­დე და დამ­ხვდა საკ­მა­ოდ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის გო­გო­ნა რო­მე­ლიც მე მი­ყუ­რებ­და გაშ­ტე­რე­ბუ­ლი... სა­ვა­რა­უ­დოდ მე­ტყო­ბო­და სა­ხე­ზე ის რისი მნახ­ვე­ლიც გავ­ხდი... ამ რწმე­ნით ცოტა ამაღ­ლე­ბულ­ზე ავ­ძვე­რი და ამ გო­გო­ნას მივ­მარ­თე... მივ­მარ­თე არას­წო­რი შე­ფა­სე­ბაა ... ვთხო­ვე, ვთხო­ვე ოღონდ იმა­ზე მო­რი­დე­ბუ­ლად და იმა­ზე სუფ­თად ალ­ბათ ვიდ­რე ღმერ­თის­თვის მი­მი­მარ­თავს ხში­რად ცხოვ­რე­ბა­ში... "ძა­ლი­ან გთხოვ დაგ­ვეხ­მა­რე რომ გო­გო­ე­ბი და ბავ­შვე­ბი გა­ვა­რი­დოთ აქა­უ­რო­ბას თქო". პა­სუ­ხი გა­გა­ო­ცებთ: ხმა­მაღ­ლა წა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი - ეს რა დის­კრი­მი­ნა­ცი­აა!!

მივ­ხვდი რომ სხვა­გან მოვ­ხვდი. ის ემო­ცია რაც გულ­ში მქონ­და გულ­წრფე­ლი და სიმ­წრით სავ­სე წა­მი­ერ­მა და­კარ­გუ­ლო­ბის გან­ცდამ ჩა­მი­ნაც­ვლა... რე­ა­ლუ­რად კი ნამ­დვი­ლად დიდი სტრე­სი იყო ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის და ალ­ბათ გო­გო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ა­ლო­ბის ნახ­ვა... მე რო­გორ და­ვი­ვი­წყებ ამ კად­რებს ერთი თე­მაა მაგ­რამ მე­ო­რეა ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გია და ფსი­ქი­კა... არა­ვის არ მო­ვი­აზ­რებ სუს­ტად ან დამ­ცი­რე­ბუ­ლად... ქალი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში კაც­ზე გამ­ძლე და მტკი­ცე შე­იძ­ლე­ბა იყოს მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად გულ­ში მქონ­და არ გა­მე­ტე­ბის გან­ცდა ... არ მინ­დო­და რომ ქალს/მო­მა­ვა­ლი თუ აწ­მყო შვი­ლე­ბის დე­დას ენა­ხა ის ტრა­გე­დია რაც ჩვენ წინ იდგა...

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი უკან გა­მოვტრი­ალ­დი და შვე­ბა ვიგ­რძე­ნი... და­ვი­ნა­ხე რა­მო­დე­ნი­მე მო­ძღვა­რი... რომ­ლე­ბიც თით­ქოს ინ­ტე­რე­სით იყუ­რე­ბოდ­ნენ მაგ­რამ ვერ ხე­დავ­დნენ ან ჯერ ვერ გა­ერ­კვი­ათ ვი­თა­რე­ბა... ერთ ერ­თმა მკი­თხა წყა­ლი ხო არ გინ­და ფერი გაქ შვი­ლო ცუ­დიო... ამ შემ­თხვე­ვა­ში მივ­ხვდი რომ სწორ მი­სა­მარ­თზე ვი­ყა­ვი და მა­მა­ოს ავუხ­სე­ნი ჩუ­მად ყურ­ში, თით­ქოს აღ­სა­რე­ბას ვა­ბა­რებ­დი რა­შიც იყო მდგო­მა­რე­ო­ბა და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე... არ და­მა­ვი­წყდე­ბა მისი სახე და თვა­ლე­ბი... ხელი ჩამ­კი­და ხმა­მაღ­ლა ახალ­გაზ­რდებს შე­უ­ძა­ხა და თქვე­ნი ფე­მი­ნის­ტე­ბის დე­დო­ფა­ლი დრო­ე­ბი­თი ჯაჭ­ვის მიღ­მა დარ­ჩა...

მა­ლე­ვე ამო­იყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი... სამ­წუ­ხა­როდ ოთხფე­ხა იყო... გა­ურ­კვე­ვე­ლია ჯერ იყო ეს მგე­ლი თუ უც­ნა­უ­რი მგლის ფორ­მის ძაღ­ლი მაგ­რამ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი გა­იყ­ვა­ნეს... ცოტა ხან­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლიც ამო­იყ­ვა­ნეს და იქვე და­ას­ვე­ნეს... ის სი­ჩუ­მე რაც იდგა მე ალ­ბათ გა­მო­კე­ტილ ბნელ ოთახ­ში არ მიგ­რძვნია... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ ად­გი­ლის მიღ­მა უა­მა­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობ­და მე ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ხმა სა­ერ­თოდ არ გა­მი­გია ალ­ბათ წუ­თის მან­ძილ­ზე... ჯაჭ­ვი და­ირ­ღვა მო­ა­წყდა კა­მე­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი... გა­და­ლა­პა­რაკ­და ინ­ფორ­მა­ცია და გა­ი­გო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ... სი­გა­რე­ტის მო­კი­დე­ბა ვცა­დე და ხელ­ზე იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რი სუნი ვიგ­რძე­ნი, რა­საც გულ­წრფე­ლად ვერ და­ვა­ხა­სი­ა­თებ... ისევ ფერი დავ­კარ­გე და ალ­ბათ ისევ და­მე­ტყო... ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მკი­თხა რა გჭირს ხო კარ­გად ხარო? ვგრძნობ­დი რომ ეს სიკ­ვდი­ლის სუნი იყო და არაფ­რის სხვის... ვგრძნობ­დი რომ ეს 21 სა­უ­კუ­ნის ერთ ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ტრა­გე­დი­ის სუნი იყო... ვგრძნო­ბი, რომ ეს იყო ის რის­თვი­საც დი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან... მწუ­ხა­რე­ბის სა­ო­ცა­რი გან­ცდა გა­მიჩ­ნდა იმი­ტომ რომ იმე­დი იმი­სა რო შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ცო­ცხა­ლი იყოს სა­ბო­ლო­ოდ მო­მიკ­ვდა... გა­ა­მო­რი­ცხუ­ლია ეგეთ შლამ­ში ვინ­მე იყოს მო­ყო­ლი­ლი და ცო­ცხა­ლი... ბი­ჭებს რო გა­დავ­ხე­დე სი­ა­მა­ყის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა და არ დამძრა­ხავთ იმე­დია... გა­მი­ხარ­და რომ ტყუ­ი­ლად მხო­ლოდ ნაგ­ვის გა­სა­ტა­ნად არ გვიშ­რო­მია... გა­მი­ხარ­და რომ ჩემი წარ­მოდ­გე­ნა ტრა­გე­დი­ის ღა­მის რე­ა­ლო­ბას­თან ახ­ლოს იყო... შე­მარ­თე­ბამ იმა­ტა ახალ­გაზ­რდებ­ში და მოქ­მე­დე­ბა ისევ გა­აქ­ტი­ურ­და... სხვა მხა­რეს და სხვა სიმ­ძლავ­რე­ე­ბით... ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­თან­გუ­ლო­ბის გამო სახ­ლში ამო­ვე­დი გა­მო­საც­ვლე­ლად და სა­ბა­ნა­ოდ ... სუნი მკლავ­და ჯერ სპირ­ტიტ ვი­ხე­ხე ხე­ლე­ბი, მერე სვე­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბით... სა­ბო­ლო­ოდ ხელ­თათ­მა­ნი ჩა­ვიც­ვი რომ გა­მე­კა­ვე­ბი­ნა მაგ­რამ ცხვირ­ში მქონ­და ალ­ბათ და ტვინ­ში... ალ­ბათ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე 15 ივ­ნისს დილა რო გა­თენ­დე­ბა ამ სუნს ვიგ­რძნობ...

სახ­ლში ამო­ვე­დი და იმ წამ­სვე ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩავ­რთე... აცხა­დე­ბენ რომ ნა­პოვ­ნია მე­ო­რე მიც­ვა­ლე­ბუ­ლი... ეს უკვე იყო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სი­გი­ჟე ... გა­მო­ვიც­ვა­ლე და ეგ­რე­ვე უკან ჩავ­ბრუნ­დი ... აღარც ფი­ზი­კუ­რი დაღ­ლი­ლო­ბა აღარ მახ­სოვ­და და აღარც სუნი... ქუ­ჩა­ში უკან მობ­რუ­ნე­ბულ ბი­ჭებს გა­მო­ვარ­თვი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და და­ვეშ­ვი უკან... მო­ხა­ლი­სე­ებს უკან უშ­ვებ­დნენ... დღე­ვან­დე­ლი დღე გა­ვი­და ბო­ლო­ში... ხვალ გა­ვაგ­რძე­ლო­თო მაშ­ვე­ლებ­მა და ხე­ლით გა­სას­ვლე­ლის­კენ მიგ­ვი­თი­თეს... წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა სა­ოც­რად გამ­გე­ბი ხალ­ხი აღ­მოვ­ჩნდით ... ყვე­ლა გა­მოტ­რი­ალ­და, ზოგს საჭ­მე­ლი მი­ქონ­და უკან მა­თხო­რე­ბის­თვის და­სა­რი­გებ­ლად ზოგი ხვა­ლის­თვის ნიჩ­ბებს აგ­რო­ვებ­და...

იქვე ერთ ერთ მორ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი სუნ­თქვას ვერ ვი­მორ­ჩი­ლებ­დი... ერთ ერ­თმა მაშ­ველ­მა ისევ გას­ვლის­კენ მი­მი­თი­თა რა დრო­საც მე­ო­რე, ახალ­გაზ­რდა მაშ­ვე­ლი გა­მო­მე­სარ­ჩლა... მიც­ნო... ამო­ვი­და და ჩვენ შო­რის სა­ოც­რად თბი­ლი და პირ­და­პი­რი გა­გე­ბით გულ­წრფე­ლად ძმუ­რი დი­ა­ლო­გი შედ­გა... არც მისი სა­ხე­ლი ვიცი არც გვა­რი მხო­ლოდ სა­ხე­ზე მახ­სოვს... არ და­მი­ვი­წყდე­ბა ის მად­ლო­ბის გულ­წრფე­ლი გან­ცდე­ბი რომ­ლებ­საც ერ­თმა­ნეთს ვუ­ზი­ა­რებ­დით... იქვე ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმედს ვსხავ­დით და ვგეგ­მავ­დით თუ რო­გორ უნდა გვე­მოქ­მე­და...

დღეს ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე... დღეს იყო გა­მოც­და ჩვე­ნი რო­გორც თა­ო­ბის და რე­ა­ლუ­რად რომ ვთქვათ რიგი შეც­დო­მე­ბით მაგ­რამ ჩა­ვა­ბა­რეთ...

ის ემო­ცი­ე­ბი რაც დღეს ჩვენ ყვე­ლამ ერ­თმა­ნე­თის­გან უან­გა­რო დახ­მა­რე­ბით მი­ვი­ღეთ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თუ გვექ­ნე­ბა გუ­ლებ­ში ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ, რომ ნაგ­ვის გა­ტა­ნის მერე ამ ად­გი­ლას სა­ო­ცა­რი სკვე­რი გა­ვა­შე­ნოთ და შემ­დეგ ქვეყ­ნის და­ლა­გე­ბაც და­ვი­წყოთ ჩვე­ნი ძა­ლე­ბით...

და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის მიღ­მა მი­ლი­ო­ნი წვრილ­მა­ნი იყო რომ­ლე­ბიც გვთრგუ­ნავ­და და მო­ტი­ვა­ცი­ას გვიკ­ლავ­და... მზი­ურ­ში უდი­დე­სი პრობ­ლე­მა იყო არა­ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა... და ამა­ში არ ვგუ­ლის­ხმობ უბ­რა­ლო მო­ხა­ლი­სე­ებს... მე რო­გორც ყვე­ლა იმას ვა­კე­თებ­დი რა­საც ში­ნა­გა­ნი ინ­სტინ­ქტი გვკარ­ნა­ხობ­და... მაგ­რამ მე­გობ­რე­ბო რე­ა­ლუ­რად რო შევ­ხე­დოთ ჩვენ მზად არ ვართ... ჩვენ არ ვი­ცით რა გა­ვა­კე­თოთ ეგეთ დროს... რაში, რო­გორ ჩა­ვერ­თოთ... მე ვარ ამის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი... ორ­ჯერ კი­ნა­გამ ბი­ჭებს გა­მო­ვა­ცა­ლე მიწა დიდი ხის მო­რის გა­წე­ვით... ეს და­უშ­ვე­ბე­ლია... მი­ხა­რი­ხართ ყვე­ლა, მაგ­რამ იქვე მე­ში­ნია არ და­ვუ­შა­ვოთ ერ­თმა­ნეთს რამე...

ჩემი უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სურ­ვი­ლია შე­იქ­მნას სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი ოღონდ მას მერე რაც ზო­გა­დად თემა ჩა­ცხრე­ბა და დავ­თვლით ზა­რალს პირ­ველ რიგ­ში ადა­მი­ა­ნურს და შემ­დგომ სა­ხელ­მწი­ფო დათ­ვლის მა­ტე­რი­ა­ლურს... დავ­ჯდეთ და მო­ვი­ფიქ­როთ რა გვჭირ­დე­ბა ზეგ... და არ და­ვი­შა­ლოთ სახ­ლებ­ში სიმ­შვი­დის მო­ლო­დინ­ში... არ ვსვათ ერ­თო­ბის და მარ­თლა გულ­წრფე­ლი ერ­თო­ბის სა­დღეგ­რძე­ლო და ეს საქ­მე მა­გით არ გა­ვა­ჩე­როთ...

აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­როა შე­იქ­მნას ჯგუ­ფე­ბი 10/20/50 კა­ცი­ა­ნი... რომ­ლებ­საც დაგ­ვატ­რე­ი­ნინ­გე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის­თვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი... ვი­ყოთ ყვე­ლა ჩვენ ჩვე­ნი სპე­ცი­ფი­უ­რი გან­ხრის რა­ღაც დო­ნე­ზე მა­ინც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი... არ არის ჩემ­თვის ქა­ლის საქ­მე მო­რე­ბის თრე­ვა და მომ­კა­ლით... იყ­ვნენ გო­გო­ე­ბი რომ­ლე­ბიც საჭ­მელს და­ა­ტა­რებ­დნენ, წყალს, ერ­თმა ჩემ­და გა­სა­ოც­რად სი­გა­რე­ტიც ჩა­მი­დო მო­კი­დე­ბუ­ლი პირ­ში ხე­ლე­ბით რომ არ გა­მე­თხვა­რა სახე... ყვე­ლამ და­ვი­ნა­წი­ლოთ სა­მო­მავ­ლოდ ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი... ეს არ არის ახი­რე­ბა ეს არის ჩემს მიერ დაკ­ვი­რე­ბის შე­დე­გად და­ბა­დე­ბუ­ლი აზრი... იყო იქ კა­ტე­გო­რია ადა­მი­ა­ნე­ბის რომ­ლებ­საც გულ­წრფე­ლად უნ­დო­და საქ­მის გა­კე­თე­ბა მაგ­რამ ფეხ­ქვეშ უაზ­როდ გვებ­ლან­დე­ბო­და... იყ­ვნენ გო­გო­ე­ბი რომ­ლე­ბიც ფე­ის­ბუქ­ზე ლაივ ტრან­ლა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებ­და... ეს ბუ­ნებ­რი­ვია და არც მიკ­ვირს მაგ­რამ ჯო­ბია რომ ყვე­ლა­ფერს რაც დღეს მე ვნა­ხე და ვა­კე­თე მი­ე­ცეს ფორ­მა­ლუ­რი სახე...

შევ­ქმნათ რე­ზერ­ვის მსგავ­სი ოპე­რა­ტი­უ­ლი ბრი­გა­დე­ბი რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იქ­ნე­ბა მი­ძი­ნე­ბუ­ლი... სტი­ქია იქ­ნე­ბა სტი­ქი­ას ვე­ჭი­და­ვოთ ომი იქ­ნე­ბა ვი­ო­მოთ... ოღონდ ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ვი­ცო­დეთ... პირ­ველ დღეს მე და ჩემი მე­გო­ბა­რი მა­გა­ლი­თის­თვის შე­ში­ნე­ბულ მე­ცხვა­რეს რომ არ შე­ვე­ჭა­მეთ ვი­ღა­ცის ეზო­ში ვი­ყა­ვით გა­მო­კე­ტი­ლე­ბი სა­საფ­ლა­ოს მხა­რეს... ამის მი­ზე­ზი ის კი არ არის რომ მე საჭ­მელს ვგავ­დი ... მი­ზე­ზი ის არი რო არ ვი­ცო­დი რო­გორ მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი ... იგი­ვე დღეს ვი­მე­ო­რებ და კი­დევ ერთხელ თუ მივ­წვდე­ბი ბო­დიშს ვუხ­დი ბი­ჭებს საფრ­თხის შექ­მნის­თვის რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად დახ­მა­რე­ბის სურ­ვილ­მა და­მაშ­ვე­ბი­ნა...

მოკ­ლედ ამ­ყე­ვით რო ავა­გო­როთ ეს თემა და მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვენ მე­ტად პა­ტივ­სა­ცემ მთავ­რო­ბას... ერი და თა­ო­ბა ფაქ­ტია რომ მზად ვართ ვიდ­ქეთ ერ­თად ნე­ბის­მი­ერ გა­სა­ჭირ­ში...

რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბას ... თქვენს მო­გე­ხე­დე­ბათ... მად­ლო­ბა იმის­თვის რომ ცდი­ლობთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა პირ­ნათ­ლად შე­ას­რუ­ლოთ მაგ­რამ თქვენც იგი­ვე პრობ­ლე­მა გაქვთ... არ იცით რა ქნათ... თქვენც გჭირ­დე­ბათ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი... 2 დღეა მე­გობ­რის ტე­ლე­ფონ­ში ვუ­ყუ­რებ ვი­დე­ოს თუ რო­გორ იყ­რე­ბა მტკვარ­ში მა­ნა­ქა­ნე­ბი... სად­მე ვინ­მე ჩა­ვი­და?? იქ რატო არ ეძებთ??? გა­მო­რი­ყავს??? რო­დის ან რა ად­გი­ლას??? უარს რო ეუბ­ნე­ბით დახ­მა­რე­ბის მსურ­ველ ქვეყ­ნებს ქედ­მაღ­ლუ­რად იმის ჩვე­ნე­ბით რომ ერ­თი­ა­ნე­ბით ვართ... მი­უშ­ვით თურ­ქე­ბი მტკვარ­ზე მან­ქა­ნე­ბი ამო­იყ­ვა­ნონ... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იქაც იქ­ნე­ბი­ან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ... მეს­მის ისიც რო რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა და არ გკი­ცხავთ უბ­რა­ლოდ არის რა­ღა­ცე­ე­ბი რა­ზეც უნდა ვი­ყოთ მზად და არის რის­კე­ბი რისი წი­ნას­წარ ლიკ­ვი­და­ცია უნდა მოხ­დეს... პირ­ვე­ლად რო და­იტ­ბო­რა თავ­შე­სა­ფა­რი რა­მო­დე­ნი­მე დღის წინ... რა ზო­მე­ბი მი­ვი­ღეთ?? მე შე­ი­ძე­ბა არ ვიცი მაგ­რამ რა გე­გო­ნათ რო აღარ იწ­ვი­მებ­და ??? ან არ და­გიშ­ვი­ათ რო მთა ჩა­მო­იშ­ლე­ბო­და??? ჩემ­ზე კარ­გად თქვენ უნდა იცო­დეთ გე­ო­ლო­გია ქა­ლა­ქის გარ­შე­მო და სა­კუ­თა­რი პულ­სი­ვით უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეთ... და არ უნდა ჭირ­დე­ბო­დის გულს ტკი­ვი­ლის და­წყე­ბა რომ პრო­ფი­ლა­კტი­კის მიზ­ნით შე­ე­მოწ­მოთ როცა ასაკ­ში ხართ... საქ­მეს მი­ხე­დეთ მოკ­ლედ და რო დაბ­რუნ­დე­ბით თქვენ გაგ­რი­ლე­ბულ ოთა­ხებ­ში კი არ ია­მა­ყოთ სა­ი­დან გა­მოძ­ვე­რით იმა­ზე იფიქ­რეთ რა უნდა გა­ა­კე­თოთ რო შემ­დეგ­ში მტკვარ­ში არ აღ­მოჩ­ნდეთ...

რაც შე­ე­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას... ჩემი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა კი­დევ ერ­თმა ფაქ­ტმა გა­მო­იწ­ვია... სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა... ფე­ის­ბუქ­ზე სტა­ტუ­სე­ბი რომ რა გჭირთ ხომ გთხო­ვეს მან­ქა­ნე­ბი და­ტო­ვეთ და ასე შემ­დეგ... დღეს მე მან­ქა­ნა შეგ­ნე­ბუ­ლად არ დავ­ტო­ვე იმი­ტომ რო ვთვლი­დი რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის გვერ­დში მყო­ლო­და... მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა მზი­ურ­ში ჩას­ვლამ­დე თა­მა­რაშ­ვილ­ზე გა­ვა­ჩე­რე და ისე და­ვეშ­ვი... ამოს­ვლით ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე ამო­ვე­დი და პა­რა­დოქსს წა­ვა­წყდი... არც ერ­თმა ცა­რი­ელ­მა ტაქსმა არ გაგ­ვი­ჩე­რა... არც ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ არ გაგ­ვი­ჩე­რა... მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მეს­მის თა­ვის ახალ მან­ქა­ნებს ამო­გან­გლუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბით შე­იძ­ლე­ბა არ გა­ტე­ნიდ­ნენ მაგ­რამ ტაქ­სებ­მა რა იფიქ­რეს რომ ფული არ გვაქ??? თუ ისი­ნიც სი­სუფ­თა­ვეს იცავ­დნენ... სახ­ლი­დან უკან დაშ­ვე­ბი­სას სახ­ლთან ბირ­ჟა­ვიკ ტაქსს ჩა­ვუ­ჯე­ქი და ჩა­ვაყ­ვა­ნი­ნე თავი... ჩვენ წინ მი­დი­ო­და ცა­რი­ე­ლი ტაქ­სი რო­მელ­საც მთე­ლი მზი­უ­რის ტე­რი­ო­ტი­რია ხელს უქ­ნევ­და... (ამო­გან­გლუ­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი ისევ)... ამ ამო­გან­გლულ ბი­ჭებს და გო­გო­ებს აუ­ა­რა გვერ­დი და 2 საკ­მა­ოდ კარ­გად ჩაც­მულ და­ხუ­რულ 2 ჩემ­თვის ბო­დი­ში გა­მოთ­ქმის­თვის მაგ­რამ "პუ­ტან­კას" გა­უ­ჩე­რა მან­ქა­ნა და ვაჭ­რო­ბა და­უ­წყო... სა­ბო­ლო­ოდ დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ რა და რო­გორ გან­ვი­თარ­და... სა­წყე­ნია... უბ­რა­ლოდ სა­წყე­ნია რო თე­ლა­ვე­ლი ჯოო თბი­ლის­ში თბი­ლი­სელ ბი­ჭებს არ გვეხ­მა­რე­ბა ესეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში... და სტი­ქი­ას უყუ­რებს რო­გორც გა­ას­მა­გე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის წყა­როს...

რო და­ვამ­თავ­რო და კი­დევ უარ­ყო­ფით ემო­ცი­ებს არ და­ვუბ­რუნ­დე შე­ვა­ჯა­მებ დღეს... დღეს თბი­ლი­სის თავ­ზე ჩემ­თვის იდგა ტრა­გე­დი­ის სუნი... სუნი რო­მელ­მაც ჩვენ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა...

მე დღეს არ ვარ ამა­ყი რომ ქარ­თვე­ლი ვარ... მე ვი­ყა­ვი გუ­შინ, გუ­შინ წი­ნაც და ვიქ­ნე­ბი ხვა­ლაც ... მად­ლო­ბა თქვენ ყვე­ლას ვინც ხართ და რო­გო­რე­ბიც ხართ იმის­თვის რომ დღეს მაგ­რძნო­ბი­ნეთ რომ ამ ქა­ლაქ­ში მარ­ტო­ე­ბი არას­დროს არ ვართ და შე­იძ­ლე­ბა გვქონ­დეს ერ­თად - ერ­თი­ა­ნი მო­მავ­ლის იმე­დი...

ბოლო ორი წლის გან­ცდა იმი­სა რომ ერ­თად ერთი გა­დარ­ჩე­ნის გზა ამ ქა­ლა­ქი­დან გას­ვლა იყო ჩემ­თვის "ვერა რე­ჩკამ" მტკვარ­ში ჩა­ი­ტა­ნა...

მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ ყვე­ლაფ­რის­თვის...

უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და მო­რი­დე­ბით თქვე­ნი ერ­თგუ­ლი რი­გით "ბოლო" მო­ხა­ლი­სე...

კ. ბ. მ. 15/06/15".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

"არ დაარტყა, კაცის ხელია" - მოხალისე ბიჭის სულისშემძვრელი მონათხრობი და მესიჯები მოქალაქეებს

"არ დაარტყა, კაცის ხელია" - მოხალისე ბიჭის სულისშემძვრელი მონათხრობი და მესიჯები  მოქალაქეებს

სოციალურ ქსელში მოხალისე ბიჭის სულისშემძვრელი პოსტი ვრცელდება, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო მეგობრებო, ადმიანებო რომლებსაც ვთვლი, რომ ჩემი დღევანდელი "შემდგარი დღე" გაგიზიაროთ, გთხოვთ ყურადღებით დაკვირვებით წაიკითხოთ ის რისი თქმაც მინდა. ვინც მიცნობთ და გახსოვთ ჩემი საუბრის მანერა ჩემი საუბრის მანერით წაიკითხოთ და არ ეძებოთ არც ამპარტავნული ემოციები და არც აღზნებულ/გაღიზიანებულ/დაღლილი ტონი.

ჩემდა საუბედუროდ თუ საბედნიეროთ ჯერ ვერ ვყალიბდები და ვერ ვკონკრეტდები, მაგრამ დაახლოებით 3 საათიდან გახლდით მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც გუშინდელი ჩემი ემოციებით წესით არ უნდა ვყოფილიყავი. ამ სურვილის არ ქონის მიზეზი იყო ის, რომ სამწუხაროდ გუშინ გზააბნეული ძაღლების დევნის და ბეთანია წყნეთის მონაკვეთის მონახულების გარდა ვერაფერი მოვახერხე. ეს შეიძლება დაბნეულობით ან უბრალოდ თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო მოხდა, მაგრამ გულწრფელად ვნანობ რო გუშინ ისე ვერ ვიდექი თქვენს გვერდით როგორც საჭირო იყო.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი დღევანდელი გამოცდილება მოკლე ეპიზოდებით და დეტალებით რომლის შედეგადაც მცირე ინიციატივა მინდა დავძრა რაშიც ისევ თქვენი დახმარება მჭირდება. (თუ რა თქმა უნდა თვლით რომ ამას თქვენგან ვიმსახურებ).

გუშინდელი უაზრო ბოდიალის შემდეგ დღეს დილიდან სხვა მოტივაციით და შემართებით გავედი სახლიდან. თითქოს წინათგრძნობაც მქონდა რო დღეს რამე აზრიანს შევძლებდი.

მზიურში მისვლისას დავინახე ის რაც თქვენ სავარაუდოდ ადგილზე ან სოციალურ ქსელში... არაფერი განსხვავებული ყველა დადებითი ემოციით და შეგრძნებით... შევიგრძენი თვითოუელი თქვენგანის განცდა ერთიანობის, სიამაყის, თანადგომის და ა.შ. რომლისთვისაც გამორიცხულია მადლობა რო არ მოგიხადოთ სათითაოდ ყველას ვისაც...

მოქმედება ინტუიციურად დავიწყეთ ბიჭებმა, რომლებიც წარსულმა ნაცნობობამ შეგვკრა და ჩვეულ რეჟიმში დავიწყეთ ნაგვის გატანა... გარკვეული დროის შემდეგ ერთ ერთმა ახალგაზრდამ გვითხრა რომ სასწრაფოს მანქანა გამოჩნდა სიღრმეში... ამ ამბის გაგების შემდეგ გავუტრიალდი ჩემს გვერდით მდგომ მაშველებს რომლებსაც სასაყვედურო ნამდვილად არაფერი არ აქვთ და გექნებათ მოსმენილი მათი არაერთი გმირობის ამბები ამ ორი დღის განმავლობაში. (ამიტო მე ამით თავს არ მოგაწყენთ და უკან დავბრუნდები). მოკლედ გავუტრიალდი და რაღაც საოცრად მოტივირებული იმედით ვიკითხე არის შანსი რომ ვინმე იყოს შიგნით თქო... რაზეც პასუხი მივიღე, რომ არა... პასუხი საკმაოდ კვალიფიციური და ლოგიკური იყო. ეს მანქანა ჩამოტანილია და წინა ღამეს არ იყო გამოძახებაზე გასული...

პასუხის მიღების შემდეგ ისევ ნაგვის გატანას დავუბრუნდით, მაგრამ ფიქრები ისევ სასწრაფოსთან იყო. წარმოდგენის ნაკლებობას არ ვუჩივი ამიტომ ეს შლამს ჩამოყოლილი მანქანა ცოტა განსხვავებულად დავინახე... წარმოვიდგინე მე რომ არ ღვარცოფში მოყოლილ მდინარის ნაკადთან ჩაყოლილს გვერდზე მცურავი სასწრაფოს მანქანა დამენახა რას ვიზამდი... პასუხი სავარაუდოდ თქვენც იგივე გაქვთ ჩავეკიდებოდი მინიმუმ... ამ ფაქტის გააზრების შემდეგ ბიჭებთან ერთად გადავედით სასწრაფოსთან სადაც უკვე რამოდენიმე ახალგაზრდა ალბათ იგივე იმედით დაგვხვდა... 10 - 15 წუთის შემდეგ უკვე მაშველებთან ერთად ვმუშაობდით. საოცრად დიდი ნაგვის ჯერ დაჭრის და შემდგომ გატანის შემდეგ ერთ ერთი გაგიჟებული წერაქვის მოქნევა მაშველის მშვიდი ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა "მოიცა არ დაარტყამ" გამიჩერა... ავუხსენი თუ რატომ ვურტყავდი და რომ მიზნად ხის გაჩეხვა მქონდა, რომელიც ხელს გვიშლიდა... იმდენად გამაოგნებელი და დაუჯერებელი პასუხი მივიღე რომ ეხლაც ყურში ჩამესმის. "კაცის ხელია - ჩუმად ოღონდ არ შეიმჩნიო". რომ გამოვარჩიე ხელი სხვა ნატეხებში ვერ გადმოვცემ რა ემოცია დამეუფლა. (ამ ემოციის გამოხატვის უფლებაც კი არ მქონდა ეგ იყო ყველაზე რთული). იქვე ჩუმად მოვილაპარაკეთ რო მაშველებს მივუშვებდით და მოხელისეები გამოვიწეიოდით უკან წრის შესაკვრელად... გამომდინარე იქიდან რომ უკვე სპეციფიური სამუშაო იყო გასატარებელი რაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცოდით. 2-3 წუთში უარესი ბევრად უფრო დამამდზიმებელი გარემოება დაგვემატა... ხელთან ახლოს ზედ ამ მიცვალებულზე ცხოველის თათები გამოიკვეთა... 10-15 წუთი ნამდვილად არ მახსოვს მას მერე. გვერდზე მდგომ მოხალისეს ვთხოვე წყალი. მადლობა ამ ახალგაზრდას იმისთვის რომ მიხვდა რისთვისაც მინდოდა 5 ლიტრიანი წყლის "ბიდონი" მოიქნია და სახეში შემომასხა. წამიერად დავბრუნდი ისევ იქ და ისევ შემართებით ოღონდ ამჟამად მაშველები დახმარებას ხალხის გარიდებაში ითხოვდნენ...

გასაყვანი პირველ რიგში იყვნენ ბავშვები და გოგოები, ოღონდ ისე რომ მინიმალურად გავრცელებულიყო ინფორმაცია... უკან ამოვიხედე და დამხვდა საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის გოგონა რომელიც მე მიყურებდა გაშტერებული... სავარაუდოდ მეტყობოდა სახეზე ის რისი მნახველიც გავხდი... ამ რწმენით ცოტა ამაღლებულზე ავძვერი და ამ გოგონას მივმართე... მივმართე არასწორი შეფასებაა ... ვთხოვე, ვთხოვე ოღონდ იმაზე მორიდებულად და იმაზე სუფთად ალბათ ვიდრე ღმერთისთვის მიმიმართავს ხშირად ცხოვრებაში... "ძალიან გთხოვ დაგვეხმარე რომ გოგოები და ბავშვები გავარიდოთ აქაურობას თქო". პასუხი გაგაოცებთ: ხმამაღლა წამოძახებული - ეს რა დისკრიმინაციაა!!

მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი. ის ემოცია რაც გულში მქონდა გულწრფელი და სიმწრით სავსე წამიერმა დაკარგულობის განცდამ ჩამინაცვლა... რეალურად კი ნამდვილად დიდი სტრესი იყო ყველა ადამიანისთვის და ალბათ გოგოებისთვის განსაკუთრებით რეალობის ნახვა... მე როგორ დავივიწყებ ამ კადრებს ერთი თემაა მაგრამ მეორეა ქალის ფსიქოლოგია და ფსიქიკა... არავის არ მოვიაზრებ სუსტად ან დამცირებულად... ქალი ხშირ შემთხვევაში კაცზე გამძლე და მტკიცე შეიძლება იყოს მაგრამ რეალურად გულში მქონდა არ გამეტების განცდა ... არ მინდოდა რომ ქალს/მომავალი თუ აწმყო შვილების დედას ენახა ის ტრაგედია რაც ჩვენ წინ იდგა...

იმედგაცრუებული უკან გამოვტრიალდი და შვება ვიგრძენი... დავინახე რამოდენიმე მოძღვარი... რომლებიც თითქოს ინტერესით იყურებოდნენ მაგრამ ვერ ხედავდნენ ან ჯერ ვერ გაერკვიათ ვითარება... ერთ ერთმა მკითხა წყალი ხო არ გინდა ფერი გაქ შვილო ცუდიო... ამ შემთხვევაში მივხვდი რომ სწორ მისამართზე ვიყავი და მამაოს ავუხსენი ჩუმად ყურში, თითქოს აღსარებას ვაბარებდი რაშიც იყო მდგომარეობა და დახმარება ვთხოვე... არ დამავიწყდება მისი სახე და თვალები... ხელი ჩამკიდა ხმამაღლა ახალგაზრდებს შეუძახა და თქვენი ფემინისტების დედოფალი დროებითი ჯაჭვის მიღმა დარჩა...

მალევე ამოიყვანეს პირველი მსხვერპლი... სამწუხაროდ ოთხფეხა იყო... გაურკვეველია ჯერ იყო ეს მგელი თუ უცნაური მგლის ფორმის ძაღლი მაგრამ გადაფარებული გაიყვანეს... ცოტა ხანში მიცვალებულიც ამოიყვანეს და იქვე დაასვენეს... ის სიჩუმე რაც იდგა მე ალბათ გამოკეტილ ბნელ ოთახში არ მიგრძვნია... მიუხედავად იმისა რო ტერიტორიაზე ამ ადგილის მიღმა უამარავი ადამიანი მუშაობდა მე ყოველ შემთხვევაში ხმა საერთოდ არ გამიგია ალბათ წუთის მანძილზე... ჯაჭვი დაირღვა მოაწყდა კამერები, ტელეფონები... გადალაპარაკდა ინფორმაცია და გაიგო სრულიად საქართველომ... სიგარეტის მოკიდება ვცადე და ხელზე იმდენად უცნაური სუნი ვიგრძენი, რასაც გულწრფელად ვერ დავახასიათებ... ისევ ფერი დავკარგე და ალბათ ისევ დამეტყო... ჩემმა მეგობარმა მკითხა რა გჭირს ხო კარგად ხარო? ვგრძნობდი რომ ეს სიკვდილის სუნი იყო და არაფრის სხვის... ვგრძნობდი რომ ეს 21 საუკუნის ერთ ერთი ყველაზე მძიმე ტრაგედიის სუნი იყო... ვგრძნობი, რომ ეს იყო ის რისთვისაც დილით მოტივირებული გამოვედი სახლიდან... მწუხარების საოცარი განცდა გამიჩნდა იმიტომ რომ იმედი იმისა რო შეიძლება ვინმე ცოცხალი იყოს საბოლოოდ მომიკვდა... გაამორიცხულია ეგეთ შლამში ვინმე იყოს მოყოლილი და ცოცხალი... ბიჭებს რო გადავხედე სიამაყის განცდა გამიჩნდა და არ დამძრახავთ იმედია... გამიხარდა რომ ტყუილად მხოლოდ ნაგვის გასატანად არ გვიშრომია... გამიხარდა რომ ჩემი წარმოდგენა ტრაგედიის ღამის რეალობასთან ახლოს იყო... შემართებამ იმატა ახალგაზრდებში და მოქმედება ისევ გააქტიურდა... სხვა მხარეს და სხვა სიმძლავრეებით... ფიზიკური და ფსიქოლოგიური გათანგულობის გამო სახლში ამოვედი გამოსაცვლელად და საბანაოდ ... სუნი მკლავდა ჯერ სპირტიტ ვიხეხე ხელები, მერე სველი ხელსახოცებით... საბოლოოდ ხელთათმანი ჩავიცვი რომ გამეკავებინა მაგრამ ცხვირში მქონდა ალბათ და ტვინში... ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე 15 ივნისს დილა რო გათენდება ამ სუნს ვიგრძნობ...

სახლში ამოვედი და იმ წამსვე ტელევიზორი ჩავრთე... აცხადებენ რომ ნაპოვნია მეორე მიცვალებული... ეს უკვე იყო წარმოუდგენელი სიგიჟე ... გამოვიცვალე და ეგრევე უკან ჩავბრუნდი ... აღარც ფიზიკური დაღლილობა აღარ მახსოვდა და აღარც სუნი... ქუჩაში უკან მობრუნებულ ბიჭებს გამოვართვი ინსტრუმენტები და დავეშვი უკან... მოხალისეებს უკან უშვებდნენ... დღევანდელი დღე გავიდა ბოლოში... ხვალ გავაგრძელოთო მაშველებმა და ხელით გასასვლელისკენ მიგვითითეს... წინააღმდეგობა არ ყოფილა საოცრად გამგები ხალხი აღმოვჩნდით ... ყველა გამოტრიალდა, ზოგს საჭმელი მიქონდა უკან მათხორებისთვის დასარიგებლად ზოგი ხვალისთვის ნიჩბებს აგროვებდა...

იქვე ერთ ერთ მორზე ჩამოვჯექი სუნთქვას ვერ ვიმორჩილებდი... ერთ ერთმა მაშველმა ისევ გასვლისკენ მიმითითა რა დროსაც მეორე, ახალგაზრდა მაშველი გამომესარჩლა... მიცნო... ამოვიდა და ჩვენ შორის საოცრად თბილი და პირდაპირი გაგებით გულწრფელად ძმური დიალოგი შედგა... არც მისი სახელი ვიცი არც გვარი მხოლოდ სახეზე მახსოვს... არ დამივიწყდება ის მადლობის გულწრფელი განცდები რომლებსაც ერთმანეთს ვუზიარებდით... იქვე ხვალინდელი დღის იმედს ვსხავდით და ვგეგმავდით თუ როგორ უნდა გვემოქმედა...

დღეს ბევრი რამ ვისწავლე... დღეს იყო გამოცდა ჩვენი როგორც თაობის და რეალურად რომ ვთქვათ რიგი შეცდომებით მაგრამ ჩავაბარეთ...

ის ემოციები რაც დღეს ჩვენ ყველამ ერთმანეთისგან უანგარო დახმარებით მივიღეთ მთელი ცხოვრება თუ გვექნება გულებში ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ნაგვის გატანის მერე ამ ადგილას საოცარი სკვერი გავაშენოთ და შემდეგ ქვეყნის დალაგებაც დავიწყოთ ჩვენი ძალებით...

დადებითი ემოციების მიღმა მილიონი წვრილმანი იყო რომლებიც გვთრგუნავდა და მოტივაციას გვიკლავდა... მზიურში უდიდესი პრობლემა იყო არაორგანიზებულობა... და ამაში არ ვგულისხმობ უბრალო მოხალისეებს... მე როგორც ყველა იმას ვაკეთებდი რასაც შინაგანი ინსტინქტი გვკარნახობდა... მაგრამ მეგობრებო რეალურად რო შევხედოთ ჩვენ მზად არ ვართ... ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ ეგეთ დროს... რაში, როგორ ჩავერთოთ... მე ვარ ამის პირველი მაგალითი... ორჯერ კინაგამ ბიჭებს გამოვაცალე მიწა დიდი ხის მორის გაწევით... ეს დაუშვებელია... მიხარიხართ ყველა, მაგრამ იქვე მეშინია არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე...

ჩემი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სურვილია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი ოღონდ მას მერე რაც ზოგადად თემა ჩაცხრება და დავთვლით ზარალს პირველ რიგში ადამიანურს და შემდგომ სახელმწიფო დათვლის მატერიალურს... დავჯდეთ და მოვიფიქროთ რა გვჭირდება ზეგ... და არ დავიშალოთ სახლებში სიმშვიდის მოლოდინში... არ ვსვათ ერთობის და მართლა გულწრფელი ერთობის სადღეგრძელო და ეს საქმე მაგით არ გავაჩეროთ...

აუცილებლად საჭიროა შეიქმნას ჯგუფები 10/20/50 კაციანი... რომლებსაც დაგვატრეინინგებენ შესაბამისი სიტუაციებისთვის კვალიფიციური კადრები... ვიყოთ ყველა ჩვენ ჩვენი სპეციფიური განხრის რაღაც დონეზე მაინც სპეციალისტები... არ არის ჩემთვის ქალის საქმე მორების თრევა და მომკალით... იყვნენ გოგოები რომლებიც საჭმელს დაატარებდნენ, წყალს, ერთმა ჩემდა გასაოცრად სიგარეტიც ჩამიდო მოკიდებული პირში ხელებით რომ არ გამეთხვარა სახე... ყველამ დავინაწილოთ სამომავლოდ ჩვენი მოვალეობები... ეს არ არის ახირება ეს არის ჩემს მიერ დაკვირების შედეგად დაბადებული აზრი... იყო იქ კატეგორია ადამიანების რომლებსაც გულწრფელად უნდოდა საქმის გაკეთება მაგრამ ფეხქვეშ უაზროდ გვებლანდებოდა... იყვნენ გოგოები რომლებიც ფეისბუქზე ლაივ ტრანლაციას ახორციელებდა... ეს ბუნებრივია და არც მიკვირს მაგრამ ჯობია რომ ყველაფერს რაც დღეს მე ვნახე და ვაკეთე მიეცეს ფორმალური სახე...

შევქმნათ რეზერვის მსგავსი ოპერატიული ბრიგადები რომლებიც ქალაქებში ჩვეულებრივ მოქალაქეებში იქნება მიძინებული... სტიქია იქნება სტიქიას ვეჭიდავოთ ომი იქნება ვიომოთ... ოღონდ ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ... პირველ დღეს მე და ჩემი მეგობარი მაგალითისთვის შეშინებულ მეცხვარეს რომ არ შევეჭამეთ ვიღაცის ეზოში ვიყავით გამოკეტილები სასაფლაოს მხარეს... ამის მიზეზი ის კი არ არის რომ მე საჭმელს ვგავდი ... მიზეზი ის არი რო არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი ... იგივე დღეს ვიმეორებ და კიდევ ერთხელ თუ მივწვდები ბოდიშს ვუხდი ბიჭებს საფრთხის შექმნისთვის რომელიც გულწრფელად დახმარების სურვილმა დამაშვებინა...

მოკლედ ამყევით რო ავაგოროთ ეს თემა და მივაწვდინოთ ჩვენ მეტად პატივსაცემ მთავრობას... ერი და თაობა ფაქტია რომ მზად ვართ ვიდქეთ ერთად ნებისმიერ გასაჭირში...

რაც შეეხება მთავრობას ... თქვენს მოგეხედებათ... მადლობა იმისთვის რომ ცდილობთ თქვენი მოვალეობა პირნათლად შეასრულოთ მაგრამ თქვენც იგივე პრობლემა გაქვთ... არ იცით რა ქნათ... თქვენც გჭირდებათ კვალიფიციური კადრები... 2 დღეა მეგობრის ტელეფონში ვუყურებ ვიდეოს თუ როგორ იყრება მტკვარში მანაქანები... სადმე ვინმე ჩავიდა?? იქ რატო არ ეძებთ??? გამორიყავს??? როდის ან რა ადგილას??? უარს რო ეუბნებით დახმარების მსურველ ქვეყნებს ქედმაღლურად იმის ჩვენებით რომ ერთიანებით ვართ... მიუშვით თურქები მტკვარზე მანქანები ამოიყვანონ... დარწმუნებული ვარ იქაც იქნებიან მიცვალებულები ჩვენდა საუბედუროდ... მესმის ისიც რო რთული ვითარებაა და არ გკიცხავთ უბრალოდ არის რაღაცეები რაზეც უნდა ვიყოთ მზად და არის რისკები რისი წინასწარ ლიკვიდაცია უნდა მოხდეს... პირველად რო დაიტბორა თავშესაფარი რამოდენიმე დღის წინ... რა ზომები მივიღეთ?? მე შეიძება არ ვიცი მაგრამ რა გეგონათ რო აღარ იწვიმებდა ??? ან არ დაგიშვიათ რო მთა ჩამოიშლებოდა??? ჩემზე კარგად თქვენ უნდა იცოდეთ გეოლოგია ქალაქის გარშემო და საკუთარი პულსივით უნდა აკონტროლებდეთ... და არ უნდა ჭირდებოდის გულს ტკივილის დაწყება რომ პროფილაკტიკის მიზნით შეემოწმოთ როცა ასაკში ხართ... საქმეს მიხედეთ მოკლედ და რო დაბრუნდებით თქვენ გაგრილებულ ოთახებში კი არ იამაყოთ საიდან გამოძვერით იმაზე იფიქრეთ რა უნდა გააკეთოთ რო შემდეგში მტკვარში არ აღმოჩნდეთ...

რაც შეეხება მოსახლეობას... ჩემი გაღიზიანება კიდევ ერთმა ფაქტმა გამოიწვია... საავტომობილო მოძრაობა... ფეისბუქზე სტატუსები რომ რა გჭირთ ხომ გთხოვეს მანქანები დატოვეთ და ასე შემდეგ... დღეს მე მანქანა შეგნებულად არ დავტოვე იმიტომ რო ვთვლიდი რომ აუცილებელი იყო საჭიროებისთვის გვერდში მყოლოდა... მიუხედავად ამისა მზიურში ჩასვლამდე თამარაშვილზე გავაჩერე და ისე დავეშვი... ამოსვლით ჭავჭავაძეზე ამოვედი და პარადოქსს წავაწყდი... არც ერთმა ცარიელმა ტაქსმა არ გაგვიჩერა... არც ერთმა მოქალაქემ არ გაგვიჩერა... მოქალაქეების მესმის თავის ახალ მანქანებს ამოგანგლული ახალგაზრდებით შეიძლება არ გატენიდნენ მაგრამ ტაქსებმა რა იფიქრეს რომ ფული არ გვაქ??? თუ ისინიც სისუფთავეს იცავდნენ... სახლიდან უკან დაშვებისას სახლთან ბირჟავიკ ტაქსს ჩავუჯექი და ჩავაყვანინე თავი... ჩვენ წინ მიდიოდა ცარიელი ტაქსი რომელსაც მთელი მზიურის ტერიოტირია ხელს უქნევდა... (ამოგანგლული მოხალისეები ისევ)... ამ ამოგანგლულ ბიჭებს და გოგოებს აუარა გვერდი და 2 საკმაოდ კარგად ჩაცმულ დახურულ 2 ჩემთვის ბოდიში გამოთქმისთვის მაგრამ "პუტანკას" გაუჩერა მანქანა და ვაჭრობა დაუწყო... საბოლოოდ დეტალებში არ შევალ რა და როგორ განვითარდა... საწყენია... უბრალოდ საწყენია რო თელაველი ჯოო თბილისში თბილისელ ბიჭებს არ გვეხმარება ესეთ სიტუაციაში... და სტიქიას უყურებს როგორც გაასმაგებული შემოსავლის წყაროს...

რო დავამთავრო და კიდევ უარყოფით ემოციებს არ დავუბრუნდე შევაჯამებ დღეს... დღეს თბილისის თავზე ჩემთვის იდგა ტრაგედიის სუნი... სუნი რომელმაც ჩვენ გაგვაერთიანა...

მე დღეს არ ვარ ამაყი რომ ქართველი ვარ... მე ვიყავი გუშინ, გუშინ წინაც და ვიქნები ხვალაც ... მადლობა თქვენ ყველას ვინც ხართ და როგორებიც ხართ იმისთვის რომ დღეს მაგრძნობინეთ რომ ამ ქალაქში მარტოები არასდროს არ ვართ და შეიძლება გვქონდეს ერთად - ერთიანი მომავლის იმედი...

ბოლო ორი წლის განცდა იმისა რომ ერთად ერთი გადარჩენის გზა ამ ქალაქიდან გასვლა იყო ჩემთვის "ვერა რეჩკამ" მტკვარში ჩაიტანა...

მადლობა კიდევ ერთხელ ყველაფრისთვის...

უდიდესი სიყვარულით, პატივისცემით და მორიდებით თქვენი ერთგული რიგით "ბოლო" მოხალისე...

კ. ბ. მ. 15/06/15".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია