უეფას სუპერთასის ფინალური მატჩის მონაწილე გუნდები "ბარსელონა" და "სევილია" თბილისში 9 აგვისტოს ჩამოვლენ.
ამის შესახებ ცნობილი სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა, რომელიც ესპანურის კლუბების წარმომადგენლებმა და სფფ-მ ერთობლივად გამართეს.
"ბარსელონა" სასტუმრო "მერიოტში" დაბინავადება. ესპანეთის ჩემპიონი სასტუმროს თითქმის ყველა ნომრის დაჯავშნას აპირებს. სულ "მერიოტის" სასტუმრო 112 ნომერს მოიცავს, აქედან 102-ს კი "ბარსელონა" ჯავშნის.
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 9 აგვისტოს გამთენიისას ჩამოვა და პირველ ვარჯიშს ამავე დღეს საღამოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვარჯიში ღია იქნება მედიისთვის და სამწუხაროდ დახურული გულშემატკივრისთვის.
რაც შეეხება "სევილიას", ევროპა ლიგის გამარჯვებული სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება და ამავე დღეს თბილისის "დინამოს" ბაზაზე გამართავს ვარჯიშს. "ბარსელონას" მსგავსად ვარჯიში გულშემატკივრისთვის დახურული იქნება, ხოლო მედიისთვის ღია.
10 აგვისტოს კი ორივე გუნდი "დინამო არენაზე" ივარჯიშებს.
თბილისში გასამართი უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს დილი 09:00 საათზე დაიწყება.
sportall.ge